საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი … Read more

არხოტი

არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს და ჩრდილოეთ საზღვრის ერთ-ერთ კარს კეტავს, საიდანაც მას ინგუშეთი ესაზღვრება. არხოტის თემის უმთავრესი სალოცავია სოფ. ახიელის მიქიელ მთავარანგელოზის ჯვარი. არხოტი პირაქეთ საქართველოს მხოლოდ უღელტეხილებზე არსებული საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება და დედასამშობლოს მოწყვეტილი არის. დღეს არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი. დანარჩენი სოფლები ადრევე აყრილა და გაუკაცრიელებულა. არხოტის უძველესი გვარებიდან “თათარი” ჯაბუშანურები … Read more

მიღმახევი

მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ. ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან. ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ. სოფელ … Read more