ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. დასავლეთის საზღვარი შემდეგია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსანის და არაგვის შორის გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის … Read more

ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი

ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1600-1700მ-ზე ერთდებიან. ესენია მდინარე აბუდელაური, რომელიც ჭაუხის მყინვარებიდან გამოედინება, ოდნავ უფრო ზევით მას უერთდება გორშეღმისწყალი, რომელიც არხოტისა და ანატორის უღელტეხილების კალთებიდან მოედინება, აღმოსავლეთიდან კი მოედინება ხახმატისწყალი, რომელიც სათავეს დათვისჯვრის მასივიდან იღებს. ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორია იურული, … Read more