ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ). ძირითადი და ცენტრალური სალოცავი ერთიანი … Read more ფხოველთა უმთავრესი სალოცავი

მორიგე

ხევსურთა წარმოდგენით, უზენაესი ღვთაებაა მორიგე, რომელიც განაგებს და წესრიგს ამყარებს ქვეყანაზე. თავისი ნების ამსრულებლად მას “დასახული” ჰყავს დიდი და მცირე ძალისა შეძლების ხთიშვილები (არა ფიზიკური შვილები), რომელთაც სხვადასხვა საქმე აკისრიათ. ხთიშვილებს თავის მხრივ ჰყვანან დამხმარე ძალები: დობილნი, ლაშქარ-იასაულნი, მწევარნი… რომელთაგან ზოგი კეთილის მქნელია, ზოგი ბოროტისა. მორიგე თავად არ ჩანს. მის სახელზე სამლოცველო აღარ შემორჩა. იგი … Read more მორიგე

წმინდა გიორგი

ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა ქრისტიანი წმინდანის სახელთან დაკავშირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, რომელშიც მნათობთა (უფრო მთვარის) და მითრას კულტიც მოიაზრებოდა. ხევსურული ხთიშვილნი, რომელნიც წმ. გიორგიდ იხსენიებიან, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულნი არიან და სხვადასხვა დანიშნულებაც … Read more წმინდა გიორგი