ფშავ-ხევსურეთის სოფლები

შატილის თემი – შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგიწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა. ბარისახოს თემი – ბარისახო, აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, არხოტი, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი. მაღაროსკარის თემი – მაღაროსკარი, გომეწარი, კუჭეჭა, … Read more

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more

სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Read more

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Read more

დამარხვის წესი

როგორც თემები იყოფოდა გვარად, ძირად, მამებად, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ‘’საიქიო’’ ცხოვრებაზეც, რაც გამოიხატებოდა სასაფლაოების ‘’ანდაბებად’’ დანაწილებაში, სადაც კვლავ ცალკე გამოიყოფოდა გვარის, ძირის და მამიშვილობათა საფლავები. ხალხის წარმოდგენით, საიქიოშიც გრძელდებოდა ცხოვრება და ამა თუ იმ გვარის მკვიდრები ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ხევსურთა გორშეღმის ხეობიდან საარაგვოზე განსახლებისა თუ ერთი რომელიმე სოფლიდან საცხოვრებლად მეზობელ ადგილებში გადასვლის შემდეგაც კი მიცვალებულს … Read more

ბაკურხევი

ფხიტუს უღელტეხილის იქით, გუდამაყარში, ბაკურხევის ხეობის სათავეში, მდებარეობს ორი ხევსურული სოფელი გორული და საკერპო. ძველად ბაკურხევის ამ სოფლებში ‘’კერპების მჭედელი’’ დევები მდგარან, რომელნიც უკანახოს ფუძის ანგელოზის ჯვარს ამოუხოცავს. ‘’ეგენი ჩემს ყმებს გზას არ აძლევენო’’ . შემდეგ ეს ადგილი დაუკავებიათ ‘’ოსებს’’, რომლებიც ბაცალიგოდან გადასულ ფიცხელაურებს გაუყრიათ და თავად დამდგარან. ბაკურხევიდან არის გადასასვლელი ხევში. მომზადებულია შოთა არაბულის … Read more