საათაბაკურო

გადმოცემით გუდანის ჯვრის ყმა მაგანძურებს უძველეს დროს საათაბაკურო (საათაბაგურო) ეწოდებოდა. ზოგი ანდრეზით ათაბაკური არაბას, ჭინჭარას და გოგოჭას მამა იყო, ზოგი გადმოცემით კი იგი მომდინარეობს ბაკურიდან ან ათაბაგიდან. ფარნავაზიანთა სამეფო სახლში და შემდგომ ხშირია მეფეთა სახელი “ბაკურ”. ცნობილია ისიც, რომ მთიანეთს ერთხანს განაგებდნენ “შვილნი ბაკურისნი.” რომელიმე ბაკური ან ათაბაგი ხევსურთა მართვისას უნდა დაყრდნობოდა გუდანის ჯვარს და … Czytaj dalej

საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი … Czytaj dalej