ალპური ხალები (ალპური ხალიჩები)

მცენარეულობის ეს ტიპი ძირითადად პირიქითი ხევსურეთში, მასიურ მაღალმთის ალპური და სუბნივალური სარტყლის მიჯნაზე ზღვის დონიდან 2900-3300მ სიმაღლეებზეა წარმოდგენილი. ალპური ხალებს ქმნიან დაბალი ტანის მცენარეები (Taraxacum confusum, Carum caucasicum, Poa alpine, Carex micropodioides, Briza marcowiczii, Luzula sudetica, Plantago saxatilis, Minuartia oreina). ალპური ხალები გვხვდება არხოტის მთაზე, გურო-გიორგიწმინდის ხეობებში, ხონისხორხში და აწუნთის მასივში.

ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. დასავლეთის საზღვარი შემდეგია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსანის და არაგვის შორის გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის … Read more ფშავ-ხევსურეთი