მითოლოგია

ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს. უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის … Read more

აშექალი

აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა და ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო და ვეღარავინ ნახისავ ისივ. ხანავ კი გამაცხადებით დავიდოდისავ. ერთხან გადამხტარ აშექალი ალაღებულს წყალში მოწმაოს ძირა, დაკარგულას, წაუღავ წყალს აშექალი და ყველას ის ღგონები, ქვე თუ მაკვდავ. მაშინ ჟინვან რუსის ჯარ მდგარ წყლის … Read more