ფშავ-ხევსურეთის სოფლები

შატილის თემი – შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგიწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა. ბარისახოს თემი – ბარისახო, აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, არხოტი, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი. მაღაროსკარის თემი – მაღაროსკარი, გომეწარი, კუჭეჭა, … Czytaj dalej

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Czytaj dalej

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Czytaj dalej