ფშავ-ხევსურეთის სოფლები

შატილის თემი – შატილი, ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგიწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა. ბარისახოს თემი – ბარისახო, აკუშო, კორშა, გუდანი, ბისო, ღული, ჩხუბა, ჭიე, ბლო, არხოტი, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბუჩუკურთა, გველეთი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, მაღრაანი, მოწმაო, როშკა, უკანახო, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი. მაღაროსკარის თემი – მაღაროსკარი, გომეწარი, კუჭეჭა, … Read more ფშავ-ხევსურეთის სოფლები

South Khevsureti and Pshavi

The headwater of Pshavi’s River Aragvi is located on Mount Borbalo. The whole basin of Khevsureti’s River Aragvi is located in Southern Khevsureti and comprises three rivers: Abudelauri, which flows out of the Chaukhis Glaciers; a bit further up it is joined by the river Gorsheghmistskali, which flows from the slopes of the Arkhoti and Anatori passes; and Kakhmatistskali, … Read more South Khevsureti and Pshavi

ხევსურეთი და ხევსურები

“ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე) “ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო) უწოდებენ ხევსურეთს.” (ს. მაკალათია) “პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე ხევსურეთს უწოდებენ.” (ბ. ჯორბენაძე) დღევანდელი ხევსურეთისა და … Read more ხევსურეთი და ხევსურები

ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი. ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა … Read more ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Read more გორშეღმა