ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი

ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1600-1700მ-ზე ერთდებიან. ესენია მდინარე აბუდელაური, რომელიც ჭაუხის მყინვარებიდან გამოედინება, ოდნავ უფრო ზევით მას უერთდება გორშეღმისწყალი, რომელიც არხოტისა და ანატორის უღელტეხილების კალთებიდან მოედინება, აღმოსავლეთიდან კი მოედინება ხახმატისწყალი, რომელიც სათავეს დათვისჯვრის მასივიდან იღებს. ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორია იურული, … Read more

ხევსურეთი და ხევსურები

“ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე) “ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო) უწოდებენ ხევსურეთს.” (ს. მაკალათია) “პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე ხევსურეთს უწოდებენ.” (ბ. ჯორბენაძე) დღევანდელი ხევსურეთისა და … Read more

ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი. ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა … Read more

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Read more