როგორ გამოიყურება მუცო – დაათვალიერეთ ციხე-სოფლის უნიკალური ნაგებობები

სოფელი მუცო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის არღუნის მარჯვენა შენაკადთან მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 49 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი. მუცოში დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. ნაგებობებს შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკიცაა. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებსა და მთამსვლელებში. … Read more

ათი მოსახლის იმედად დარჩენილი შატილი

ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები­ ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილში მუდმივად ათი კაცი ცხოვრობს, ზაფხულობით კი 30-მდე კომლი ბრუნდება. გარდა შატილისა, ადგილობრივ ადმინისტრაციაში შემავალ ცხრა სოფელში სულ 10 მოსახლეღაა დარჩენილი. 3 კილომეტრში უკვე სასაზღვრო ზონა იწყება, 800 მეტრში კი რუსები დგანან. … Read more

მაღალმთის მდელოები

ფშავ-ხევსურეთში მდელოების მრავალპეროვნება ძალიან მდიდარია და აერთიენებს მცენარეების 400 ზე მეტ სახეობას. სუბალპური მდელოები მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2500მ სიმაღლეებს. მანდ გავრცელებულ ფლორაშ როგორც მარცვლოვანი მცენარეები ისე სხვადასხვა ბალახები ქმნიან. მათ შორის არიან: ნამიკრეფიანი (Agrostis planifolia), ძიგვიანი (Nardus stricta), ჭრელწივანიანი (Festuca varia), ბრძამიანი (Calamagrostis arundinaceae), ჭრელშვრიელიანი (Bromus variegatus) მდელოები. ერტი სახეობის მიერ დომინირებული ნაირბალახოვანი მდელოებიდან აღსანიშნავია ფრინტიანი (Anemone fasciculata), უძოვრიანი (Trollius patulus), მზიურიანი (Inula orientalis), მარმუჭიანი … Read more

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more

შატილი

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება … Read more