routes | Хевсурети

routes

1. ლურჯი ტრასა: ჯუთაროშკამთავარი გზაღულიჭიედათვისჯვრის უღელტეხილი (41 კმ.)

სოფელ ჯუთადან (2 150 მეტრი ზღვის დონიდან) უნდა გავი­დეთ ფერდობზე, რომელზეც დასახლებაა და მივაღწიოთ კემ­პინგ „ზეთამდე“. კემპინგიდან სვლას ხეობის გავლით განვაგრ­ძობთ, რომელიც სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდე­ბარეობს. გზას ჭაუხის კლდოვან მასივამდე მივყავართ, სადაც უმაღლესი მწვერვალი ასათიანია (3 842 მეტრი ზღვის დონიდან). ზედ მასივის წინ ტრასა მარცხნივ უხვევს, გზას განვაგრძობთ და ჭაუხის ქედის თხემს ჩრდილოეთიდან ვუვლით. როდესაც მასივს ჩრდილოეთის მხრიდან მოვექცევით და დაახლოებით 2 900 მეტრის სიმაღლეზე აღმოვჩნდებით, საჭიროა მარცხნივ გადა­ვუხვიოთ და ავიდეთ ქედზე, რომელიც ხეობას ჩრდილოეთიდან აკრავს. დაახლოებით 300-მეტრიანი აღმართის ავლის შემდეგ 3 200 მეტრის სიმაღლეზე აღმოვჩნდებით. მივემართებით ქე­დის გასწვრივ სამხრეთ-აღმოსავლეთით და მივაღწევთ ჭაუხის უღელტეხილს (3 338 მ. ზღვის დონიდან). ქედიდან იშლება პანორამა, რომელიც მოიცავს ჭაუხის მა­სივის სამხრეთ ნაწილს, დასავლეთით ყაზბეგის მწვერვალს, ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარ ქედს, სადაც საქართველო- ინგუშეთის საზღვარზე 4 000 მეტრამდე სიმაღლის მწვერვალე­ბია, აგრეთვე მოჩანს არხოტისთავისა და საძელეს უღელტეხი­ლები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს არხოტის, კალოთა­ნისა და ტანიეს ქედები თვით დათვისჯვრის უღელტეხილამდე. ქვემოთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დაინახავთ აბუდელაურის მცირე მყინვარულ ტბებს (2 650 მ. ზღვის დონი­დან). ტრასა ქედიდან ქვემოთ ეშვება და შემდეგ მდინარე აბუდე­ლაურის ხეობას მიუყვება აღმოსავლეთისაკენ. ტრასის გასწვ­რივ მიმობნეულია „მოხეტიალე” მყინვარული კაჭრები, რომელ­თა ჯგუფებიც სოფელ როშკამდეც კი (2 000 მ. ზღვის დონიდან) გვხვდება. სოფელ როშკაში ლურჯი მარშრუტი ყვითელ მარშ­რუტს კვეთს. როშკის ცენტრიდან ლურჯი მარშრუტი მდინარე აბუდელაურზე გადებული პატარა ხიდით სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში გადადის და შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართება. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ტრასა ხევსურეთის არაგვს აღწევს. მარშრუტი მდინარეს პატარა, და­კიდული ხიდით გადაკვეთს, შემდგომ მთავარ გზას უერთდება და დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე ჩრდილოეთისაკენ მი­ემართება. შემდეგ მთავარ გზას ეყრება გრუნტიანი გზა, რომე­ლიც სოფელ ღულს აღწევს (1 660 მ. ზღვის დონიდან). აქედან ტრასა დასავლეთით მიემართება, გადაკვეთს მცირე წარაფს და მიდის სოფელ ჭიემდე (1 900 მ. ზღვის დონიდან). ამ ადგილას ლურჯი ტრასა შავ ტრასას ხვდება. შემდეგ სოფელ ჭიედან სამხ­რეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორე­ბით ლურჯი ტრასა ადის ქედზე, თითქმის 2 300 მეტრის სიმაღლე­ზე. აქედან, ქედის გასწვრივ ტრასა აღმოსავლეთისაკენ მიემარ­თება და ნელ-ნელა იღებს სიმაღლეს. იგი გაივლის მწვერვალ ლიქოკს (2 868 მ. ზღვის დონიდან) და ჭიედან 11 კილომეტრის გავლის შემდეგ 3 000 მეტრ სიმაღლეზე ადის. აქ იგი ხვდება ყვითელ ტრასას, რომელიც სოფელ შუაფხოდან მოემართება. ლურჯი ტრასა ამ ადგილას ჩრდილოეთისაკენ უხვევს, რათა კიდევ 3 კილომეტრის გავლის შემდეგ მიაღწიოს დათვისჯვრის უღელტეხილს (2 676 მ. ზღვის დონიდან). აქედან ტრასა შატილი­საკენ მიმავალ მთავარ გზას მიჰყვება.

2. წითელი ტრასა: ჯუთაარხოტისთავის უღელტეხილიახიელიამღა (28 კმ.)

სოფელ ჯუთადან წითელი ტრასა გრუნტის გზას მიჰყვე­ბა, რომელიც, თავის მხრივ, მდინარის ფართო ხეობით მიდის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ჯუთადან დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით სასაზ­ღვრო პოლიციის საგუშაგოა, სადაც აუცილებელია პასპორტე­ბის წარდგენა, რათა გზის გაგრძელების ნებართვა მივიღოთ. საგუშაგოს იქით გზა პატარა ბილიკად იქცევა და უხვევს სამხ­რეთ-აღმოსავლეთით. ოდნავ მოშორებით მდინარის გადალახ­ვა მოგვიწევს, რათა მისი ჩრდილოეთ ნაპირიდან განვაგრძოთ აღმასვლა ხეობით. ზღვის დონიდან დაახლოებით 2 400 მეტრის სიმაღლეზე ტრასა მთის ორი მდინარის შეერთების ადგილს მიადგება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით უღელტე­ხილისაკენ მიემართება პატარა მდინარე ვეშაწყალი. ტრასა ამ მდინარეს მიჰყვება და 2 700 მეტრის სიმაღლეზე ყვითელ ტრასას ხვდება (რომელიც სოფელ როშკაში მიდის), შემდეგ კი ზემოთ მიდის ხეობისკენ. 2 800 მეტრის სიმაღლეზე ტრასა ხეობის ფსკე­რიდან ოდნავ მარცხნივ გადაუხვევს და სულ უფრო და უფრო ზემოთ იწევს მანამ, სანამ არხოტისთავის უღელტეხილს არ მიადგება (3 287 მეტრი ზღვის დონიდან). უღელტეხილიდან ტრასა თავიდან აღმოსავლეთით უხვევს და მთის ნაკადს მიუყვება, შემდეგ კი დაახლოებით 5 კილომეტ­რის დაშორებით, 2 400-2 500 მეტრის სიმაღლეზე ის უერთდება ბილიკებს, რომლებიც როშკიდან პირდაპირ არხოტისაკენ მი­დის. იქ ტრასა მდინარესთან ერთად ჩრდილოეთისკენ უხვევს და ხეობით კიდევ 7 კილომეტრს გაივლის სოფელ ახიელამდე. სოფელ ახიელში რამდენიმე მთის ნაკადი იყრის ერთად თავს და ისინი მდინარე ასას ქმნიან, რომლის კალაპოტის პარალე­ლურადაც ტრასა კიდევ 4 კილომეტრს გაივლის ასასა და კალო­თანის ხეობების შეერთების ადგილამდე.

3. ყვითელი ტრასა როშკის მიდამოებში: ხიდი მდინარე არაგვზეროშკასაძელეს უღელტეხილი (17 კმ.)

ყვითელი ტრასის მონაკვეთი ხევსურეთის არაგვზე გადე­ბული ხიდიდან სოფელ როშკამდე 7 კილომეტრია. ყვითელი ტრასის ეს მონაკვეთი ლურჯი ტრასის ანალოგიურ მონაკვეთზე გრძელია, მაგრამ გარკვეულ მანძილზე იგი გრუნტის გზას მიჰ­ყვება და ამ გზით როშკამდე „ჯიპითაც“ კი შეიძლება მისვლა. დასახლებიდან ტრასა ჩრდილო-დასავლეთით მიემართება. როშკის ხევის გაყოლებით ტრასა ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიემართება ტაფობამდე, რომელიც საძელეს უღელტეხილის ძირშია (3 056 მ. ზღვის დონიდან). დაახლოებით 2 500 მეტრის სიმაღლეზე იწყება შედარებით ციცაბო აღმართი უღელტეხი­ლამდე. ჯუთის გზაზე დასავლეთ მხარეს ყვითელი ტრასა წი­თელს ხვდება. როშკა-ჯუთის მონაკვეთის გავლა ყვითელი და წითელი ტრასების საშუალებით გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ლურჯით – ჭაუხის გავლით. განსხვავება პირველი ორი ტრასის უმაღლეს წერტილსა და მესამე ტრასის უმაღლეს წერ­ტილს შორის, თითქმის, 300 მეტრია.

4. მწვანე ტრასა: ორწყალიბარისახოკორშახიდი არაგვზეგუდანიბაცალიგოატაბე (26 კმ.)

ეს ტრასა გადის გრუნტის გზაზე, რომელზეც შესაძლებელია „ჯიპით“ გადაადგილება კავკასიონის მთავარ ქედის ძირამდე. ორწყალის ხიდიდან სოფელ გუდანამდე ეს ტრასა ხევსურეთის მთავარ გზას მიუყვება. გუდანიდან ტრასა ჯერ დასავლეთით, შემდეგ კი ჩრდილოეთით მიემართება. დაახლოებით ერთი კი­ლომეტრის მანძილზე მწვანე და შავი ტრასები პარალელურად მიდის, შემდეგ მწვანე ტრასა გამოეყოფა შავს და სოფელ ატა­ბეს აღწევს. აქედან მოუნიშნავი ბილიკებით შეგვიძლია ავიდეთ ქედზე და ქედის გადაღმა მდებარე კალოთანის ან ტანიეს ხე­ობებში მოვხვდეთ.

5. შავი ტრასა: ხიდი არაგვზეაყნელისანაღელეს უღელტეხილიგუდანიჭიე (8 კმ.).

გუდანის მიდამოებში არსებული შავი ტრასა ერთდღიანი მსუბუქი და ადვილად დასაძლევი გზაა. ლურჯი ტრასის მცირე ფრაგმენტთან ერთად (ჭიედან არაგვის ხიდამდე, დაახლ. 4 კმ.) ეს ტრასები ქმნის12 კილომეტრის სიგრძის წრეს. სიმაღლეთა სხვაობა ამ ტრასაზე 600 მეტრს არ აჭარბებს.  შავი ტრასა იწყება არაგვის ხიდიდან, ეშვება ქვემოთ პატა­რა ხიდამდე, შემდეგ ზემოთ მიემართება ფერდობით, რომელიც საშუალო სიხშირის ტყითაა დაფარული და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ უერთდება გუდანი-ატაბეს გზას. აქე­დან ეს ტრასა რამდენიმე ხნის განმავლობაში მწვანე ტრასის პარალელურად მიდის, სოფელ აყნელის გავლის შემდეგ კი სა­ნაღელეს უღელტეხილის მიმართულებით აღმოსავლეთისაკენ უხვევს (2 138 მ. ზღვის დონიდან). უღელტეხილიდან შავი ტრასა სამხრეთით, გუდანისაკენ უხვევს. გუდანიდან გამოსვლის შემ­დეგ კვეთს მთავარ გზას და მდინარე გუდანისჭალას, მოგვიანე­ბით კი დაახლოებით 1,5 კილომეტრის გავლის შემდეგსოფელ ჭიეს აღწევს, სადაც უერთდება ლურჯ ტრასას და ამით მთავრ­დება კიდეც.

6. წითელი ტრასა წარმოადგენს წრეს, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს: მდინარე არაგვისოფლები: ჩირდილიბუჩუკურთაუკანახომდინარე არაგვი (15 კმ.)

ტრასა იწყება მდინარე არაგვზე გადებული ხიდიდან სოფელ კორშას მიდამოებში. ტრასა მიდის დასავლეთის მიმართულე­ბით მდინარე ბუჩუკურთას გასწვრივ, ჩაუვლის სასაზღვრო ჯა­რების საგუშაგოს და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემ­დეგ მიადგება ქვის შენობას, რომელზეც აღნიშნულია, რომ გზა ორად იყოფა. მარჯვენა ბილიკი გადის ფერდობზე, რომელიც მდინარე ბუჩუკურთას ჩრდილო ნაპირს გადმოჰყურებს, ამ ბი­ლიკს მიუყვება წითელი ტრასაც. იგი ზემოთ აჰყვება ხეობას და დაახლოებით 4 კილომეტრის გავლის შემდეგ ადის მცირე ქედ­ზე, რომლის სიმაღლეც 2 000 მეტრია ზღვის დონიდან. აქედან ტრასა სოფელ უკანახოსკენ მიემართება (1 750 მეტრი ზღვის დონიდან) თუმცა არ შედის სოფელში და გვერდზე გაუვლის მას ბილიკებით, რომლებიც დასახლების გვერდითაა. მას შემდეგ, რაც ტრასა დასახლებას გარს შემოუვლის, იგი იქვე სამხრეთ- დასავლეთით მდებარე მდელოდან დაბლა ეშვება და უერთდე­ბა გრუნტის გზას. შემდეგ ტრასა აღწევს სოფლებს, ბუჩუკურთასა და ჩირდილს და თავდება ბუჩუკურთას ხეობაში, ანუ იქ, საიდა­ნაც იგი დაიწყო. მთელი გზის გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი. სიმაღლეთა განსხვავება მთლიანობაში 700 მეტრს არ აჭარბებს. დროის დეფიციტის შემთხვევაში ტრასა შეიძლება შევამოკლოთ სოფელ უკანახოს მიდამოებში – არ შემოვუაროთ დასახლებას და პირდაპირ ჩავიდეთ ქვემოთ მთავარი გზისაკენ.

7. ლურჯი ტრასაც წრიულია, იგი მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ბარისახომწვერვალი ქუდნისლაბარისახო (10 კმ.)

ტრასა იწყება მდინარე არაგვზე გადებული ხიდიდან ბარი­სახოს მახლობლად, უხვევს მარცხნივ და გრუნტის გზით ადის ქედზე მწვერვალ კუდნისლას მახლობლად. გზად გვხვდება ცალკეული კომლები, გავლა მოგვიწევს მწყემსების მიერ აღ­მართულ ხის ჭიშკარში, საბოლოოდ ავდივართ ქედზე, რომლის სიმაღლეც მოცემულ ადგილზე 1 950 მეტრია ზღვის დონიდან. ამ ადგილას ღირს, რომ გზიდან გადავუხვიოთ და იქვე ახლოს მდე­ბარე მწვერვალ კუდნისლაზე (2 090 მეტრი ზღვის დონიდან) ავი­დეთ. მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალი არც თუ ისე მაღალია, მისი წვერიდან ფშავისა და სამხრეთ ხევსურეთის არაჩვეულებ­რივი ხედი იშლება. ტრასა რეკომენდებულია იმ პირებისათვის, რომლებსაც დროის დეფიციტისა თუ სხვა რაიმე შეზღუდვების  გამო არ შეუძლიათ სხვა უფრო რთული ტრასების დალაშქვრა. ქედამდე მისვლა შესაძლებელია „ჯიპითაც“. ასეთ შემთხვევაში ფეხით სასიარულო მხოლოდ ორასიოდე მეტრიღა რჩება. 1 900 მეტრის სიმაღლიდან ქვემოთ ეშვება ბარისახოში დასაბრუნე­ბელი ალტერნატიული ტრასა, რომელიც ბუჩქნარებსა და ტყის განაკაფ ზოლში გადის.

8. ლურჯი ტრასა: დათვისჯვრის უღელტეხილიჭანჭახიბოროლაანდაქის უღელტეხილი (19 კმ.)

ტრასა დათვისჯვრის უღელტეხილიდან (2 767 მეტრი ზღვის დონიდან) იწყება და მთავარი გზით აღმოსავლეთისაკენ მი­ემართება. შემდეგ გზა დაბლა ეშვება, მდინარე არღუნის ხე­ობაში, 2 500 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. აქედან თვი­თონ გზა ჩრდილოეთისაკენ, სოფელ შატილისაკენ მიემართება, ხოლო ლურჯი ტრასა კი ნაკადულს გადაკვეთს და პირდაპირ აღმოსავლეთისკენ მიდის, სადაც იგი პატარა ბილიკით წუბრო­ვანის (სხვანაირად ჭანჭახი, 2 855 მ. ზღვის დონიდან) უღელტე­ხილის კალთებს შეუყვება. უღელტეხილიდან ტრასა ისევ დაბლა ეშვება 2 500 მეტრის სიმაღლემდე, მდინარე ჭანჭახისწყლამდე, სადაც იგი ყვითელ ტრასას ხვდება, რომელიც სოფელ ხახაბოში მიდის. შემდეგ ლურჯი ტრასა სამხრეთისაკენ უხვევს და კავკა­სიონის მთავარ ქედზე ადის. 3 000 მეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ ტრასა ქედს მიჰყვება სამხრეთ-აღმოსავლეთით, გა­დაივლის მწვერვალ ჭანჭახისმთას (3 024 მეტრი ზღვის დონი­დან), მწვერვალ ბოროლას (2 954 მეტრი ზღვის დონიდან) და გა­დაკვეთს ყვითელ ტრასას, რომელიც ფშავის სოფელ მუქოსაკენ მიემართება. შემდეგ ლურჯი ტრასა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიდის საორბისგორის ქედამდე, რომლიდანაც სამხრეთის მიმართულებით სვლის შემთხვევაში მოუნიშნავი ტრასით უკანაფშავში შეიძლება მოვხვდეთ. საბოლოოდ, ქედზე ასვლის ადგილიდან დაახლოებით 13 კილომეტრის გავლის შემ­დეგ ტრასა აღწევს ანდაქის უღელტეხილს (2 887 მეტრი ზღვის დონიდან). აქედან თუ ჩრდილოეთის მიმართულებით დავეშვე­ბით შეიძლება ჩავიდეთ ანდაქის ხეობაში ან სოფლებში, მუ­ცოსა და შატილში, ხოლო თუ აღმოსავლეთის მიმართულებით წავალთ, ბორბალოს მთის მიდამოების გავლით თუშეთში აღ­მოვჩნდებით.

9. მწვანე ტრასა: ანდაქის უღელტეხილისოფელი არჭილოსოფელი ანდაქისოფელი არდოტიმუცოს მიდამოები (25 კმ.)

ანდაქის უღელტეხილის მიდამოებში მწვანე ტრასა ქედიდან ჩრდილოეთისაკენ ეშვება 2 700 მეტრის სიმაღლეზე. შემდეგ იგი აღმოსავლეთისაკენ უხვევს და 2 400 მეტრის სიმაღლეზე მდი­ნარე ბორილოსხევს აღწევს. ტრასა კვეთს მდინარეს და ისევ ჩრდილოეთისაკენ უხვევს, მცირე ქედის მიმართულებით. აქ იგი დაახლოებით 2 700 მეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით ეშვება და დაახლოებით 2 100 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან ორი მდინარის შესართავს აღწევს. შემდეგო ტრასა 6 კილომეტრის მანძილზე ხეობის ვა­კეს მიუყვება მდინარის დინების პარალელურად და აღწევს არჭილოს ნასოფლარს (1 800 მეტრი ზღვის დონიდან). არჭილოს შემდეგ ტრასა გაივლის სოფელ ანდაქს, გადაკვეთს შავ ტრასას (რომელიც აღმოსავლეთით, ხიდოტანის ქედისაკენ მიემართე­ ბა), აგრეთვე გადაკვეთს ყვითელ ტრასას (ჭანჭახისწყლის ხე­ობით სოფლების – ხახაბოსა და ჭანჭახისაკენ მიემართება) და საბოლოოდ აღწევს ისტორიულ სოფელ არდოტს. არდოტიდან ტრასა გრუნტის გზაზე გადის და დაახლოებით 4 კილომეტრის გავლის შემდეგ ხიდთან, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს აღწევს, რომელიც სოფელ მუცოსთან ახლოს მდებარეობს. აქ მწვანე ტრასა წითელს ხვდება და სრულდება. მუცოდან ანდა­ქის უღელტეხილამდე ტრასა მრავალჯერ გადაკვეთს მდინარე ანდაქსა და მის მცირე შენაკადებს, აქედან გამომდინარე გაზაფ­ხულობით წყლის დონის მომატებისას ტრასაზე მოძრაობა შეიძ­ლება გართულდეს.

10. წითელი ტრასა: აწუნთის უღელტეხილიხიდოთანის ქედიხონისჭალამუცოშატილიკისტანი (40 კმ.)

ამ პოპულარულ ტრასას თუშეთიდან მუცოსა და შატილში მივყავართ, სოფლებში, რომლებიც ბევრის აზრით, ყველაზე საინტერესოა ხევსურეთში გაბნეული მრავალრი ისტორიული ციხე-სოფლებიდან. აწუნთის უღელტეხილიდან (3 519 მ. ზღვის დონიდან) ტრასა ციცაბო სერპანტინად ეშვება ფიქლის კლდეების ფერდობებზე და ჩადის დაახლოებით 3 000 მეტრის სიმაღლემდე, პატარა მდი­ნარე ხაროხისწყლამდე. აქედან ტრასა დასავლეთისკენ მიემარ­თება და ხიდოთანის ქედის კალთებს აღწევს. რამდენიმე კი­ლომეტრის მანძილზე ტრასა ქედის გაყოლებაზე მიდის პატარა პლატომდე, რომელიც დაახლოებით 2 500 მეტრის სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. აქ წითელი ტრასა შავ ტრასას ხვდება. აქედან იწყება ხიდოთანის ქედიდან ჩასასვლელი დაღმართი, შემდეგ კი შეგვიძლია წითელი ტრასით გავემართოთ ჩრდილოეთისა­კენ ან შავი ტრასით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. წითელი ტრასა ჩრდილოეთისკენ ჩადის ფერდობზე და შემდეგ ბილიკს მიუყ­ვება, რომელიც ტყეზე გადის. აქედან იწყება ციცაბო დაღმართ, რომელსაც 2 400 მეტრის სიმაღლიდან 1 900 მეტრის სიმაღლემ­დე ჩავყავართ, რის შედეგადაც მივადგებით მდინარე ხონისწყ­ლის ნაპირთან გამავალ გრუნტის გზას. შემდეგ ტრასა მიჰყვება მდინარეს, გაივლის სოფელ ხონისჭალას და აღწევს ადგილს, სადაც ხონისწყალი მდინარე ანდაკს უერთდება. აქ მდებარეობს პოლიციის საგუშაგო, სადაც აუცილებელია პასპორტების წარდ­გენა. განვაგრძობთ სვლას და ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ მივადგებით სოფელ მუცოს, რომელიც თავისი არქიტექტურით გამოირჩევა, აქ არის ქვის კოშკების კომპლექსი, ის წარუშლელ შთაბეჭდი­ლებას ტოვებს მნახველზე. მუცო ხევსურული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, ეს სოფელი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ციხე-სო­ფელი მიტოვებულია, თუმცა მის მახლობლად კიდევ ცხოვრობს რამდენიმე კომლი, ძირითადად მარტოხელა მოხუცები. ნამდ­ვილად ღირს, რომ გადავუხვიოთ ტრასას, ავიაროთ რამდენი­მე ათეული მეტრი და ერთი საათი დავუთმოთ ციხე-სიმაგრის, ახლომდებარე სასაფლაოებისა და სალოცავების მონახულებას. მუცოდან 10 კილომეტრის დაშორებით, ჩეჩნეთის საზღვრთან ახლოს, მდინარე ანდაქი მდინარე არღუნს უერთდება. მდინარე­ ების შეერთების ადგილას არის ნასოფლარ ანატორის სამარხე­ბი. სოფელ ანატორის მოსახლეობა მე-19 საუკუნეში ეპიდემიის ემსხვერპლა და მას მერე ეს ტერიტორია გაუკაცრიელდა. ამ ადგილას ტრასა სამხრეთ-დასავლეთით უხვევს და არღუნის ხეობაში შედის. ტრასის ამ მონაკვეთზე, მდინარე არღუნის ნაპი­რებზე, ვხვდებით ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ მორუხო- მოცისფრო კლდოვან ფორმაციებს. ორი კილომეტრის გავლის შემდეგ შევდივართ შატილში – ჩრდილო ხევსურეთის ყველაზე დიდ და ყველაზე უკეთ შემონახულ სოფელში. შატილის კომპლექსი რამდენიმე ათეული ქვის კოშკისაგან შედგება და მდინარე არღუნის ციცაბო ნაპირზე დგას, ის შუა სა­უკუნეებში აიგო. შატილი ხევსურეთის ნამდვილი მარგალიტია, ესაა ყველაზე ცნობილი ხევსურული ძეგლი და ამ რეგიონისთ­ვის დამახასიათებელი არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში. კოშ­კები ერთ მთლიანობას ქმნის, ისინი ერთმანეთთან ტერასების, გასასვლელებისა და ხის კიბეეების რთული სისტემით არიან და­კავშირებულნი, ასე რომ ერთი შენობიდან მეორეში გადასვლა გარეთ გამოსვლის გარეშეა შესაძლებელი. ამ ქვის ლაბირინ­თამდე ერთადერთ ბილიკს მივყავართ, რომლის გავლის შემდე­გაც სოფლის შუაგულში აღმოვჩნდებით. დღეს ეს კოშკები მხო­ლოდ და მხოლოდ ტურისტების დასაბინავებლად გამოიყენება, დღევანდელი შატილელები თანამედროვე სახლებში ცხოვრო­ბენ დასახლებაში, რომელიც ამ ისტორიული ციხე-სოფლის მახ­ლობლადაა. შატილი, როგორც ყველაზე უკეთ შემონახული სო­ფელი, პირიქითა ხევსურეთში მოსახლეობის შედარებით დიდი რაოდენობით გამოირჩევა (დაახლოებით 100 მოსახლე ზაფხუ­ლის სეზონზე). მინი-ელექტროსადგური დასახლებას ელექტრო­ ენერგიით უზრუნველყოფს, არის მობილური კავშირიც (კომპა­ნია „მაგთი“), შესაძლებელია საკვებისა და პირველადი საჭირო­ების საგნების შეძენაც. კვირაში მინიმუმ ორჯერ თბილისსა და შატილს შორის მიკროავტობუსი („მარშუტკა“) დადის, შეიძლება „ჯიპის“ დაქირავებაც, რომელიც დათვისჯვრის უღელტეხილის გავლით სხვა დასახლებულ პუნქტებამდე მიგვიყვანს. წითელი ტრასა შატილიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმარ­თულებით მიდის მთავარი გზის პარალელურად და დაახლო­ებით 15 კილომეტრის გავლის შემდეგ კისტანის ნასოფლარამდე მივყავართ. გზიდან დასავლეთით მოჩანს ორი კოშკი და მოზრ­დილი არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევები, აქ ოდესღაც საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელი უნდა ყოფილიყო

11. შავი ტრასა: ხიდოთანის ქედიმდინარე ანდაქის ხეობა (4 კმ.)

ეს ტრასა საშუალებას გვაძლევს ხიდოთანის ქედიდან დასავ­ლეთის მიმართულებით პირდაპირ ანდაქის ხეობაში ჩავიდეთ. ის შედარებით უფრო რთულია, ვიდრე მთავარი ბილიკი, რო­მელიც წითელი ტრასის პარალელურად გადის, მაგრამ მუცოსა და შატილის მიმართულებით სვლისას ამ ტრასით გავივლით სოფელ არდოტს, რომელშიც აგრეთვე მრავლადაა მნიშვნელო­ვანი ისტორიული კოშკები. გარდა ზემოთქმულისა შავი ტრასა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც აწუნთის მიდამოებიდან მოკ­ლე გზით ფშავის რეგიონში ან შუა ხევსურეთში უნდა მოხვედრა. გარდა 2012 წელს მონიშნული 300 კილომეტრისა, ხევსურე­თის მთები კიდევ მრავალ საინტერესო მარშრუტს გვთავაზობს, მათ შორისაა: დაგეგმილი წითელი ტრასა ასას ხეობიდან კალოთანის უღელტეხილამდე (2 978 მ. ზღვის დონიდან) და შემდეგ აღმო­სავლეთის მიმართულებით კავკასიონის მთავარი ქედის გავ­ლით კისტანამდე (26 კმ.) ეს ტრასა აერთებს უკვე მონიშნული წითელი ტრასის ორ ფრაგმენტს და საშუალებას იძლევა, რომ მთელი ხევსურეთი უწყვეტად გადავკვეთოთ აღმოსავლეთი­დან დასავლეთით. სხვა დაგეგმილი ტრასაა აწ უკვე არსებული მწვანე ტრასის გაგრძელება, შუა ხევსურეთში მდებარე სოფელ ატაბედან ჩრდილოეთის მიმართულებით, რომელიც გადაკ­ვეთს კავკასიონის მთავარ ქედს, ეშვება ტანიეს ხეობაში ამავე სახელწოდების მქონე ტბასთან, ხოლო შემდეგ კი ისართღელის უღელტეხილის (3 486 მ. ზღვის დონიდან) გავლით აღწევს შატი­ლამდე. აგრეთვე საკმაოდ პოპულარული ტრასაა როშკა-არხო­ტის მონაკვეთი – იწყება სოფელ როშკადან, მიდის ჩრდილო­ეთის მიმართულებით და არხოტისღელის უღელტეხილის (2 968 მ. ზღვის დონიდან) გავლით ჩადის არხოტის ხეობამდე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე საქართველოს ბილიკები.