ხევსურული ტანისამოსი

ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით,მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა.ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისგან,რომელთაც ძველებური ჩაცმა აღარ შერჩენიათ. ხევსურულ ტანისამოსს  ტალავარი ეწოდება.ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება,რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ.ტალავრის შეკერევა და მორთულობა აქ თითქმის ყველამ იცის,ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერევა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს,რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია … Read more ხევსურული ტანისამოსი

კეჭნაობა

ხევსურეთში  შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობს,რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ. კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკეჭნავი  იყოს და მას თავ-პირი დაშნითა და საცერულით დასერილი არ ჰქონდეს,ამიტომ კეჭნაობაში და იარაღის ხმარებაში ხევსურები პატარაობიდან ვარჯიშობენ,ჯერ ხის დაშნებით და ფარებით,შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან. კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი … Read more კეჭნაობა

ხახმატის-ჯვარი

ხახმატის ჯვარიც ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლება და მასაც წმ.გიორგიობით ლოცულობენ.ხახმატის-ჯვარი უფრო ქალების მფარველ ღვათაებად არის მიჩნეული,მას ქალები შვილიერობასა და ვაჟიანობას შესთხოვენ.ამ მიზნით ქალები მას მწევრის საფლავზე ციკანს სწირავენ.ხახმატ-ჯვარის ერთი მწევარი ჰყოლია და ციკანი მას მოუნდებაო.მშობიარე ქალი მშობიარე ქალი ხახმატის ჯვარს ევედრება მშვიდობიან მოლოგინებას და მის დობილებს აშექალს,მზექალს და სამძიმარს სადობილო კვერებს უცხობს. ხახმატის-ჯვარი აგრეთვე ითვლება … Read more ხახმატის-ჯვარი

“ხატის მსახურნი”

ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის შესრულება,ტაბლების კურთხევა,სულის წყაროს დალოცვა და სხვა.ეს არ შეუძლია ხატის ხუცესს,რომელსაც ეკრძალება მიცვალებულის ოჯახში შესვლა,რადგან ხევსურები ფიქრობენ რომ მიცვალებული უწმინდურია და ხატი დაგვმიზეზავსო.ამიტომ ხატის ხუცესს ევალება მხოლოდ ხატის სამსახური და მისი წესების უმწიკვლო შესრულება,ის ხატში ხალხს ამწყალობლებს,საკლავებს ხოცავს ,საღვთოს იხდის და სხვა. … Read more “ხატის მსახურნი”

ხევსურული სახელები

ხევსური მამაკაცის სახელებია:ახალა, აბაისძე, ადუა, აბა, აფშინა, ახვა, ალეკა, ალეკმამა, ალუდი, აპარეკა, ალუდაური, ბაბუტი, ბერდია, ბაბუა, ბაიჭაური, ბათირა, აბიკა, ბეწინა, ბაბო, ბაბუხური, ბაბუკი, ბეკია, ბაჭია, ბაჭყი, ბაია, ბახა, ბაბღია, ბაჩაყაური, ბაღათერა, ბახურა, ბაბურაული, გუგუა, გრანჯა, გამახელა, გოგოთური, გარსია, გიგიტა, გიგია. დია, დათვია, კუკუა, ხირჩალა, ჩუა, თორღვა, თათია, თათუა, ოჟია, მგელა, ჩაჩაური, ჯურკა, უშიშა, მინდია, კრუა, … Read more ხევსურული სახელები

სოფელ გველეთის სალოცავი

სოფელ გველეთის მთავრი სალოცავი მდებარეობს სოფლის თავზე,მისგან საკმაოდ შორს და მას მთავარანგელოზის ჯვარი ეწოდება. თავდაპირველად ის სალოცავი ღვთისია ხუცესის თქმით გიგაურების სალოცავი იყო,როდესაც გიგაურები გველეთიდან გადასახლებულან,მათ ადგილზე ბაცალიგოდან ბიჩინაგურთ თემის კაცი გიორგი არაბული გადმოსულა,მაშინ ეს მთავარანგელოზის ჯვარი თავის სალოცავად გაუხდია. ამჟამად გველეთში მოსახლე ხევსურები ყველა ერთი კომლის გარდა გიორგი შთამომავალია. წყარო: შოთა არაბული „ისტორიული თავგადასავალი … Read more სოფელ გველეთის სალოცავი

თემო არაბულის პოეზია

*** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ, მთაში მისავალი წვრილი ბილიკები, ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო, შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები. ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ, განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს, განახებ იებს და განახებ ენძელებს და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს. ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს, და დასასრული არ მივცეთ სიარულს, ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ, ხანდახან ბობოქარს, ამჟამად … Read more თემო არაბულის პოეზია

ალუდა ქეთელაური / Aluda Ketelauri (Audio)

Aluda Ketelauri – mogwons arxvati / ალუდა ქეთელაური – მოგწონს არხვატი [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-mogwons[/soundcloud] Aluda Ketelauri – moval rodisme / ალუდა ქეთელაური -მოვალ როდისმე [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-moval-rodisme[/soundcloud] Aluda Ketelauri – saqartvelo / ალუდა ქეთელაური – საქართველო [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-saqartvelo[/soundcloud] Aluda Ketelauri – tamara/ ალუდა ქეთელაური – თამარა [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-tamara[/soundcloud] Aluda Ketelauri – xars vgevar / ალუდა ქეთელაური -ხარს ვგევარ [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-xars-vgevar[/soundcloud] Aluda Ketelauri … Read more ალუდა ქეთელაური / Aluda Ketelauri (Audio)

კოპალას დაარსება ლიქოკში

ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა  კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე  ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა  კარატისწვერი. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკლებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან. აქ ამოდიოდნენ და ერთიმეორეს ხვდებოდნენ ორივე … Read more კოპალას დაარსება ლიქოკში