კლიმატი

ფშავ-ხევსურეთის კლიმატი მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. მდინარე ასას და არღუნის (ჩრდილო ანუ პირიქითი ხევსურეთი) ხეობების კლიმატი უფრო მკაცრია ვიდრე ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის (არაგვის ხეობა). ხევსურეთის ქედი ჩრდილოეთიდან მოქროლილ ცივ ქარებს სამხრეთით გავრცელებაში ხელს უშლის. ფშავს და პირაქეთ ხევსურეთს მხოლოდ სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქარები აღწევენ და ჰავას სინოტივეს მატებენ. კავკასიონის მაღალმთიან ნაწილში ჭარბობს კონტინენტური ჰაერის მასები. ქარების მიმართულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს … Read more კლიმატი

ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. დასავლეთის საზღვარი შემდეგია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსანის და არაგვის შორის გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის … Read more ფშავ-ხევსურეთი

ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი

ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1600-1700მ-ზე ერთდებიან. ესენია მდინარე აბუდელაური, რომელიც ჭაუხის მყინვარებიდან გამოედინება, ოდნავ უფრო ზევით მას უერთდება გორშეღმისწყალი, რომელიც არხოტისა და ანატორის უღელტეხილების კალთებიდან მოედინება, აღმოსავლეთიდან კი მოედინება ხახმატისწყალი, რომელიც სათავეს დათვისჯვრის მასივიდან იღებს. ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორია იურული, … Read more ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი

პირიქითა ხევსურეთი

არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება ძლიერი დაქანებული ფერდოებით და ციცაბო კლდებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები, რომელნიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით ტანიესა და კალოთანის წყალგამყოფ ქედზე. მდინარეების ასასა და არღუნის ხეობაში შეხვდებით მიწისქვეშა წყლების მიერ დედამიწის წიაღიდან ამოტანილ კიროვანი ნივთიერებების გამოყოფას – დალექვის შედეგად დაგროვილი ტრავერტინებს.

საოჯახო სასტუმრო “კორშა”

სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე (კვების გარეშე) დღეში ერთჯერადი კვებით  დღეში ორჯერადი კვებით  დღეში სამჯერადი კვებით – მენიუში შედის: ჩაი, ყავა, ხინკალი, ხაჭაპური და მაგარი სასმელები (ღვინო, ჭაჭა). სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი (მდებარეობს სასტუმროსთან … Read more საოჯახო სასტუმრო “კორშა”

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

www.khevsureti.ge-ს შრიფტი

შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის გარნიტურას, ასევე დამატებით სიმბოლოებს და ალტერნატიულ ასოებს, რომელიც სხვადასხვა ტექსტებს მრავალფეროვანს ხდის. ასოს ფორმები ეყრდნობა შოთა არაბულის მიერ შექმნილ ხევსურული დღეობების კალენდარს, რომლის სტილი და ფოტმებიც საკმაოდ თანამედროვეა… Type Designers:  Akaki Razmadze,  Irakli Chumburidze

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული … Read more საომარი აღჭურვილობა

ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა … Read more ხევსური ეროვნული გმირები