ტყის სარტყლის მცენარეულობა

მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო (Populus canescens). სამხრეთ ექსპოზიციებზე ფართოდ არის წარმოდგენილი მუხნარი ტყეები, სადაც დომინირებს ქართული მუხა (Quercus petraea subsp. iberica). მისი გავრცელების ოპტიმალური სიმაღლეა ზ.დ. 1000მ. მუხნარებისფორმაციაში წარმოდგენილია მუხნარები-რცხილნარის, მუხნარები-იელის, მუხნარები-თხილნარის, მუხნარები-შინდის, მუხნარები-თივაქასრას, მუხნარები-მთის წივანას მონაწილეობით. უფრო მაღლა, … Read more

ფლორა და მცენარეულობა

ფშავ-ხევსურეთის ფლორის და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ ეს ისტორიულ-გეოგრაფიული რაიონი მდებარეობს ცენტრალური დააღმოსავლეთი კავკასიონის მიჯნაზე. მისი ფლორისტული სიმდიდრე აერთიანებს 1000-მდე მცენარის სახეობას. მცენარეთა აღნიშნული რაოდენობა არათანაბრადაა განაწილებული როგორც ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე (ფშავი-პირაქეთი ხევსურეთი და პირიქითი ხევსურეთი) ისე ცალკეული ვერტიკალური სარტყლების შიგნით. ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის ფარგლებში (მდინარე არაგვის აუზის ხეობა) წარმოდგენილია შემდეგი ვერტიკალური სარტყლები: 1. მთების შუა სარტყელი … Read more

ნიადაგი

აღწერილ რაიონში სიმაღლეთა ცვლის მიხედვით სხვადასხვა ტიპის: ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მთა-მდელოს ნიადაგებს ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი (2000-3500 მ.) უჭირავთ. მათ შემადგენლობაში ჭარბობს თიხა-ფიქალები და ქვიშა-ქვები.

კლიმატი

ფშავ-ხევსურეთის კლიმატი მის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია. მდინარე ასას და არღუნის (ჩრდილო ანუ პირიქითი ხევსურეთი) ხეობების კლიმატი უფრო მკაცრია ვიდრე ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის (არაგვის ხეობა). ხევსურეთის ქედი ჩრდილოეთიდან მოქროლილ ცივ ქარებს სამხრეთით გავრცელებაში ხელს უშლის. ფშავს და პირაქეთ ხევსურეთს მხოლოდ სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქარები აღწევენ და ჰავას სინოტივეს მატებენ. კავკასიონის მაღალმთიან ნაწილში ჭარბობს კონტინენტური ჰაერის მასები. ქარების მიმართულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს … Read more

ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ფშავ-ხევსურეთი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული მაღალმთიანი ქედებით. დასავლეთის საზღვარი შემდეგია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით): კიდეგანას ქედი, ჭაუხების მასივი და მდინარეების ქსანის და არაგვის შორის გუდამაყრის და ალევის ქედები. აღმოსავლეთით: მუცოს ქედი, აწუნთის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი. დიდი კავკასიონის იმ ნაწილს, რომელიც ჭაუხების მასივის და ბორბალოს მთის შორისაა მოქცეული ხევსურეთის … Read more

ფშავი და პირაქეთი ხევსურეთი

ფშავის არაგვი სათავეს მთა ბორბალოდან ღებულობს. პირაქეთ ხევსურეთს მდინარე ხევსურეთის არაგვის მთელი აუზი უჭირავს. ხევსურეთის არაგვი შედგენილია სამი მდინარით, რომლებიც სოფელ ღულის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1600-1700მ-ზე ერთდებიან. ესენია მდინარე აბუდელაური, რომელიც ჭაუხის მყინვარებიდან გამოედინება, ოდნავ უფრო ზევით მას უერთდება გორშეღმისწყალი, რომელიც არხოტისა და ანატორის უღელტეხილების კალთებიდან მოედინება, აღმოსავლეთიდან კი მოედინება ხახმატისწყალი, რომელიც სათავეს დათვისჯვრის მასივიდან იღებს. ფშავის და პირაქეთი ხევსურეთის ტერიტორია იურული, … Read more

პირიქითა ხევსურეთი

არხოტის ხეობა მაღალია და ხასიათდება ძლიერი დაქანებული ფერდოებით და ციცაბო კლდებით. აღსანიშნავია ჭიმღის კლდეები, რომელნიც დიაბაზებისა და პორფირიტებისაგან შედგება. ასეთივე კლდეებს ვხვდებით ტანიესა და კალოთანის წყალგამყოფ ქედზე. მდინარეების ასასა და არღუნის ხეობაში შეხვდებით მიწისქვეშა წყლების მიერ დედამიწის წიაღიდან ამოტანილ კიროვანი ნივთიერებების გამოყოფას – დალექვის შედეგად დაგროვილი ტრავერტინებს.

საოჯახო სასტუმრო “კორშა”

სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე (კვების გარეშე) დღეში ერთჯერადი კვებით  დღეში ორჯერადი კვებით  დღეში სამჯერადი კვებით – მენიუში შედის: ჩაი, ყავა, ხინკალი, ხაჭაპური და მაგარი სასმელები (ღვინო, ჭაჭა). სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი (მდებარეობს სასტუმროსთან … Read more

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more

www.khevsureti.ge-ს შრიფტი

შრიფტი, ისევე როგორც ლოგო, ბრენდის ვიზუალური მხარის გამომხატველი, უპირველესი ელემენტია. ფოტოზე წარმოდგენილია შრიფტი, რომელიც 2013 წელს პერონალურად khevsureti.ge-სთვის შეიქმნა. შრიფტი შეიცავს 2 სისქის გარნიტურას, ასევე დამატებით სიმბოლოებს და ალტერნატიულ ასოებს, რომელიც სხვადასხვა ტექსტებს მრავალფეროვანს ხდის. ასოს ფორმები ეყრდნობა შოთა არაბულის მიერ შექმნილ ხევსურული დღეობების კალენდარს, რომლის სტილი და ფოტმებიც საკმაოდ თანამედროვეა… Type Designers:  Akaki Razmadze,  Irakli Chumburidze

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული … Read more

ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა … Read more

ხევსურული ტანისამოსი

ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით,მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა.ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისგან,რომელთაც ძველებური ჩაცმა აღარ შერჩენიათ. ხევსურულ ტანისამოსს  ტალავარი ეწოდება.ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება,რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ.ტალავრის შეკერევა და მორთულობა აქ თითქმის ყველამ იცის,ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერევა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს,რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია … Read more

კეჭნაობა

ხევსურეთში  შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობს,რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ. კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკეჭნავი  იყოს და მას თავ-პირი დაშნითა და საცერულით დასერილი არ ჰქონდეს,ამიტომ კეჭნაობაში და იარაღის ხმარებაში ხევსურები პატარაობიდან ვარჯიშობენ,ჯერ ხის დაშნებით და ფარებით,შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან. კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი … Read more