შატილობა 2015

5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► … Read more

დები გოგოჭურების სოლო კონცერტი შატილში „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“

ულამაზეს ციხე-ქალაქ შატილში 15 აგვისტოს საპატრიარქოს ანსამბლი „დები გოგოჭურები“ წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“. კონცერტის პირველ ნაწილში, რომელის დასაწყისიც იქნება 15:00 სთზე შატილის ქვითკირებში გაცოცხლდება წარსულის ჰანგები და მოისმენთ ხევსურეთისთვის დამახასიათებელ ფოლკლორის უძველეს ნიმუშებს. ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც დაიწყება 19:00 სთზე შატილის ჭალაზე განთავსებულ სცენაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ დების მიერ მთის მელოდიებზე დამუშავებული სიმღერები. … Read more

არხოტში გაყინული ერეკლე ჭინჭარაულის ტრაგედია და მისი დანატოვარი

2014 წლის 1-ელ იანვარს მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა – არხოტში 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გაიყინა. პირველ­ იანვარს არხოტის მესაზღვრეებისთვის მიულოცავს ახალი წელი. იქიდან წამოსულს მორყეულ ხიდზე­ ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. 8 კილომეტრი იარა, სოფლამდე ერთი კილომეტრიღა იყო დარჩენილი, რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ­ შეძლო. თანმხლებმა კოცონი დაანთო,­ მაგრამ… ერეკლეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახმა შეიტყო, … Read more

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს

11 ივლისს, 17:00 საათზე, მუშტაიდის პარკში გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. 2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა … Read more

30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი საოჯახო სასტუმრო “კორშა”-ში

გთავაზობთ 3 ლარად, 30%-იან ფასდაკლების ვაუჩერს, 1 ღამე 1 პერსონაზე კვებით ან კვების გარეშე ხევსურეთში. ვაუჩერის წარდგენის შემდეგ ადგილზე მოქმედებს შემდეგი ფასები:   1 ღამე 1 პერსონაზე ორჯერადი კვებით 50 ლარის ნაცვლად 35 ლარად   1 ღამე 1 პერსონაზე კვების გარეშე 25 ლარის ნაცვლად 15 ლარად მყუდრო, საინტერესო, სასიამოვნო გარემო ჯანსაღი დასვენებისათვის. სასტუმრო “კორშა“ და … Read more

პოეზია

ხევსურეთი ხალხური ლექსის სამშობლოა. ხევსურულ პოეზიაში ასახულია ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო. უძველესი კუთხის ისტორიული წარსული მის ძირაქ, ძარღვიან ლექსებშია გადმოცემული. ესაა მართალი მხატვრული მატიანე, რომლის შემეცნებით-ესთეტიკურ ღირებულებას მის შემქმნელთა ბუნებითი, თანდაყოლილი ნიჭიერება განაპირობებს. ლექსით აღინიშნება ხევსურის დაბადება და ლექსითვე მიაცილებენ მას საუკუნო განსასვენებელში. ულექსოდ ხევსური კაცის ცხოვრება წარმოუდგენელია. შინ თუ გარეთ, გზაში, სამკალ-სათიბში, სახნავსა თუ … Read more

მითოლოგია

ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს. უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის … Read more

სარწმუნოება

ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ სწამდათ ცა-ღრუბლისა და ლაშქრობის, მეკოპრობისა (მეკობრეობა) და მონადირეობის, სვილიერებისა და საქონლის მფარველ ღვთისშვილთა არსებობა. ეთაყვანებოდნენ და ემსახურებოდნენ ზეციური ძალების მიწიერ საბრძანისებს, ანუ ჯვარ-ხატებს, მიჰქონდათ მათთვის შესაწირი წლის გარკვეულ დროს. ჯიხვისა და ირმის რქებით ამკობდნენ ნიშებს, სათემო და სასოფლო სალოცავებს, საკულტო … Read more

სამგლოვიარო რიტუალი

ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით მოწყვეტილ და დიდწილას იზოლირებულ ხევსურეთში სავალდებულო ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური ნორმების ჩარჩოებში იყო მოქცეული ღირსეული წინაპრების ხსოვნისა და სახელის ხაზგასმული პატივისცემა. ადამიანი აღსასრულის შემდგომ იმ ღვაწლით და ამაგით ფასდებოდა, რაც მას მშობლიური კუთხის, ანდა მთლიანად ქვეყნის მიმართ მიუძღოდა; საამაყო … Read more

ქორწილი

ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს კუთხეებში: ხევში, რაჭაში, აჭარაში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში. ჯიშიანი, ავტორიტეტული ოჯახი სამოყვროდ და სამოკეთეოდ თავისნაირ ოჯახს ეძებდა. და როცა არჩევანს კონკრეტულ ოჯახზე შეაჩერებდა, იწყებდა მასთან ნათესაური კავშირის დამყარებას: აკვანში მწოლიარე ვაჟის ბიძა „ნიშანს“ – სიმბოლურ საჩუქარს (ვერცხლის ფული, ძეწკვი…) წაიღებდა, … Read more

ყოფითი კულტურა სწორფრობა

ხევსურეთის გაუკუღმართებულმა ყოფამ გასული საუკუნის შუახანებამდე შემოინახა ქალ-ვაჟის ურთიერთობის ის უჩვეულო ფორმა, რომელიც „სწორფრობის“ სახელწოდებითაა ცნობილი.„სწორფერი“ ნიშნავს გულსა და მსგავსს.დაუოჯახებელ ხევსურ ქალ-ვაჟს (სხვა კუთხის ვაჟთან ქალი არ დაწვებოდა) ჰქონდათ უფლება მთელი ღამის განმავლობაში ერთად წოლისა და ალერსისა. წელსზემოთ ეხებოდნენ ერთმანეთს, წელსქვემოთ – არა. მათ შუა იდო ალესილი მახვილი. ეს იყო სიმბოლური და, ამასთან, საბედისწერო ზღვარი, მკაცრად … Read more

ტალავარი (ტანსაცმელი)

ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს ინახება. ქალის სამოსიდან მთავარია „სადიაცო“, ანუ კაბა, რომელიც ლურჯი ან შავი შალისგან მზადდება. კაბის გულისპირი, იგივე „ფარაგი“, ნაირფერი ძაფებითაა ნაქარგი და დამშვენებულია მძივებითა და ღილებით. „სადიაცოსთან“ ერთად, ქალები ატარებენ „ქოქომოს“ და „ქოქოლოს“. ეს უკანასკნელი მსგავსია ქათიბისა, ოღონდ უფრო მოკლეა და წელში გამოყვანილი. ქალის სამოსში … Read more

ხალხური მედიცინა

ხშირი შუღლი, ტყვიით თუ ცივი იარაღით დაჭრა და არცთუ იშვიათი ფიზიკური ტრავმა კარნახობდა ხევსურებს, დაუფლებოდნენ მკურნალობის ელემენტარულ მეთოდებს და მოერჩინათ ავადმყოფი. ადგილობრივი „აქიმნი“ ითვისებდნენ და ინახავდნენ მკურნალობის საიდუმლოებებს, ეცნობოდნენ წინამორბედთა თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და გადასცემდნენ მემკვიდრეებს, მომავალ თაობებს. მკურნალობაში იყენებნდენ „საშინაო“ საშუალებებს: თაფლს, სანთელს, მცენარეებს, ფრინველთა და ცხოველთა სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, შარდს, ქვებს… გაუტკივარებისთვის („ანესთეზიისთვის“) მიმართავდნენ მწარე არაყს, ე.წ. „წინწანაქარს“. არყის დოზირებით სხვადასხვა წამალი მზადდებოდა. საგანგებოდ … Read more

მეურნეობა

ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ ადგილობრივი მეურნეობით ირჩინოს თავი. ამიტომაც ხევსურეთის სოფლებში მუდამ მწვავედ იდგა ბართან ეკონომიკური კავშირის აუცილებლობის საკითხი. პურის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა დედაქალაქისა თუ ბარის რაიონების გარეშე შეუძლებელი იყო. ხევსურული ოჯახის დოვლათის ძირითად წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენდა. რძის პროდუქტების რეალიზაციის გზით იძენდნენ მარცვლეულს, მარილს, … Read more