თეონა ქუმსიაშვილი / Teona kumsiashvili (Video)

Teona Kumsiashvili & Dato Kenchiashvili – Dilao Avdrianao, Teona kumsiashvili – shen chemo, Teona kumsiashvili, Teona Kumsiashvili, Teona kumsiashvili – minatebs chemo…. Teona kumsiashvili – gmerti didia

გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი….

[audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/01/ROGOR-MIYVARDI.mp3|titles=გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი]უსიტყვოდ მტოვებ, …უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა, მე უშენობა რომ არ შემეძლო, შენ სწორედ ამან გაგათამამა. რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ, ისევ თუ მინდა შენი დანახვა, შენი სიტყვები…. ‚ო რა კარგი ხარ…’ ახლა სადა ხარ, ახლა სადა ხარ?… …კარავი… კოცნა… ალერსი…. სითბო, თითების სითბო, შენი თითების, ო, ის აპრილი…. იმ აპრილს თითქოს … Czytaj dalej გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი….

გიორგი არაბული – ხევსური

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე, ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური, ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე, ამიტომ … Czytaj dalej გიორგი არაბული – ხევსური

გიორგი არაბული – * * *არ გეგონოს

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ, მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი, ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს, რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი. სიყვარულისა რა გითხრა ქალავ, თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს, შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ, ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ. არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ, ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ, ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ … Czytaj dalej გიორგი არაბული – * * *არ გეგონოს

გიორგი არაბული – მე და შენ ღმერთო..

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი), არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ, ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე. გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის, მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში, ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის, სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო … Czytaj dalej გიორგი არაბული – მე და შენ ღმერთო..

გიორგი არაბული – გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ, ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა, თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ, მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ, ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ. ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი, ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა … Czytaj dalej გიორგი არაბული – გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ

გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ

”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო, მამშორდ გაიგონე ნაუბარი!” ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას, მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ, ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ, ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.” ღამე უტეხია მათ საუბარს, დილა გათენებულ ნამიანი, რიჟრაჟს არყიანი … Czytaj dalej გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება … Czytaj dalej ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას