სახლ-კარი ხევსურისა

ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ხევსურის მიერ საცხოვრებელად ადგილის შერჩევას განსაზღვრავდა ჯვარი და ქადაგ-მკითხავი. ცალკეულ საბრძოლო კოშკებსა და ქავ-ციხეებს (გალავნიან კოშკებს) უფრო ძლიერი გვარები აშენებდნენ. ხშირად კოშკების ქვეშ “დარანიც” იყო დატანებული, რომელიც წყაროს უკავშირდებოდა და სამალავსაც წამოადგენდა. კოშკები ძირითადად სიპერდიანი (პირამიდულსახურავიანი) იყო. კოშკის … Read more

პირუტყვის გამოკვება ზამთარში

ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება და ბაზებზე გადაზიდვა დიდად მოქმედებდა მის ხარისხზე. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ თივის დროულად გათიბვა და გადაზიდვა 25-40%-ით ზრდის ცილების რაოდენობას, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. ხევსურული ეთნოგრაფიული … Read more

ხევსური ხალხის მკურნალობა

ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში აშენდა საავადმყოფოს მშვენიერი შენობა, სადაც ფშავ-ხევსურეთის საექიმო პუნქტია მოთავსებული. აქ მუშაობს ერთი ექიმი, რომელიც მოსახლეობას მკურნალობით და წამლების მოწოდებით დიდ დახმარებას უწევს. ხევსური ექიმს აფასებს და მას ხშირად მიმართავს სამკურნალოდ. მაგრამ აქ თავიანთი ექიმბაშები ჰყავთ. განსაკუთრებით ცნობილი ხევსურეთის დოსტაქრები, რომელიც დაკეჭნილებს მკურნალობენ, დაკეჭნილი ხევსური წინათ დოსტაქართან … Read more

რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე … Read more

საომარი აღჭურვილობა

ხევსურის საომარი აღჭურვილობა, მისივე ტალავრის მსგავსად, მრავალფეროვანი და ლამაზი იყო. შინაური და გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე, ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობა “ხევსურებს აიძულებდა უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე, ვიდრე საქონლის მომრავლებაზე.”(ალ. ყაზბეგი). მამაკაცს ტახტის თავთან ეკიდა ფარ-ხმალი, ჯაჭვი და თოფი, საგანგებოდ გამზადებული საგზალი და ახლად გაბანდული ჯღან-ქალამანი. იგი ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყო სალაშქროდ. “ხევსურს… … Read more

ტალავარი

ხევსურის “ახირებული ჩაცმა-დახურვა… განსაცვიფრებელია და საინტერესოა თვით უცხო კაცთათვისაც და მეტადრე ჩვენ ქართველებისათვის. (ალ. ყაზბეგი) რომელ ხალხებსა და ცივილიზაციებს არ დაუკავშირეს მკვლევარებმა ხევსურის ტალავარი – ინდოევროპელებს, რეტენუელებს, შუამდინარეთს, ევროპელ ჯვაროსნებს… ერთი კი ნათელია, რომ კავკასიის მთიანეთის მოსახლეობის ყოფიდან ხევსურული ტოლის (შალის) ტალავარის სახით ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ისტორიული ხანის ჩაცმულობის იშვიათი, ორიგინალური ნიმუში. იგი გამოირჩევა თავისი … Read more

თამარული

ხევსურეთის ზეპირმა ისტორიამ მომხვდურებითან ვაჟკაცურად მებრძოლი რამოდენიმე გმირი ქალის სახელიც შემოგვინახა. ამათგან ერთ-ერთია თამარული (თამარი). სხვადასხვა მეანდრეზე სხვადსხვანაირად გადმოგვცემს თამარულის სადაურობას. იგი ყურაული, კივკოზაური, ან გოგოჭურია. ერთი კი ცხადია, რომ თამარულის გვარი ხევსურეთში აღარ დარჩენილა. დიდი და ძლიერი გვარი იყო ყურაული. ნაწილი ლიქოკის ხეობაში, ნაწილი კი შუაგულ ხევსურეთში იდგა. მეტისმეტი აღზევებისა და თავმეტობის გამო ისინი … Read more

“ნამდვილ პოეტს მხოლოდ სიკვდილმა უნდა წაართვას კალამი”

პოეტი გიორგი გიგაური აღარ არის ცოცხალი. მიჭირს ამის თქმა,მიუხედავად იმისა,რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა,მისი ავადმყოფიბისა და ასაკის გათვალისწინებით. თუმცა, მისი შემხედვარე ადამიანი სიბერეზე აღარასოდეს იჯავრებდა,იმდენად ჭაბუკური და მხნე იყო მისი სული. იგი 83 წლის იყო. გიორგი გიგაურზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას, როგორც- პოეტზე, ჟურნალისტზე,საზოგადო მოღვაწეზე, მაგრამ მე ახლა მინდა ვისაუბრო ჩემს გიორგი გიგაურზე, გიორგი პაპაზე, … Read more

შატილობა 2011

6-7 აგვისტოს ხევსურეთში,სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. გრანდიოზული ფოლკლორული კონცერტი, შეჯიბრებები, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, მშვილდისრის სროლა, ცხენების დოღი,გაამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი, მოკლედ ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სიურპრიზებით, ღამე დაინთება დიდი საერთო კოცონი. გამომდინარე შეფერხებებიდან გადაწყვიტა დუშეტის მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რომ შატილობა ჩატარდეს 6-7 აგვისტოს, და ეს თარიღი შენარჩუნდეს მომავალ შატილობებზეც. Khevsureti August … Read more

ათენგენობა

ათენგენობა ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მსახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. ის მოძრავ დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა. ეს დღესასწაული დღესდღეისობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს … Read more

ფხოვის საზღვრები

ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოველთა მთებზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა. დღეს დიდოეთი ხევსურეთს უკვე აღარ ესაზღვრება. “მოქცევაი ქართლისაი” გვამცნობს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დასვა მცხეთის მეფედ არიან-ქართლის შვილი აზო და დაუდო საზღვრებად … Read more

ძველი ცნობები იბერიის მთიელების შესახებ

ბერძნულ წყაროებში გვხვდება ცნობები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა შესახებ. მათში ფხოველნიც უნდა ვიგულისხმოთ. სტრაბონის მიხედვით, იბერიის მთიანეთი ხალხმრავალი და მჭიდროდ დასახლებული ყოფილა: “დაბლობზე ცხოვრობდნენ იბერთაგან უფრო მეტად მიწათმოქმედნი. ესენი მშვიდობიანად არიან განწყობილნი, არმენიელთა და მიდიელთა მსგავსად ეწყობიან (იმოსებიან, იჭურვებიან). უფრო დიდი ნაწილს, რომელიც მებრძოლი ბუნების არის, უჭირავს მთიანი მხარე და ცხოვრობს სკვითებისა და სარმატების ყაიდაზე, რომელთა … Read more

მთის როლი სახელმწიფოსთვის

მთა, რომელიც “სახასო” იყო… იმთავიდანვე იქცა სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად. ეს მნიშვნელობა მას ყოველთვის ჰქონდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის დიდი ნაწილი მთებში იქმნებოდა.” (ჯ. სტეფნაძე) “მთა იყო მოწინავე, მიუდგომელი ციხე სახელმწიფოსი და ამ ციხეში იწვრთნებოდა საუკეთესო ვაჟკაცობა ძველი საქართველოსი.” (ნ. ხიზანიშვილი) “მთიელებს… სამამაცო საქმეებსა და ომიანობაზე ეჭირათ თვალი… ოღონდ კი ომიანობის ხმისთვის … Read more

ჩემი ხევსურეთი

ერთ ძველ და საინტერესო სტატიას წავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, არჩილ ქიქოძის სტატიაა ცხელ შოკოლადში გამოქვეყნებული. ხევსურეთში არის სოფლები, რომლებიც აღარასოდეს აღდგება. დათვისჯვრის უღელტეხილიდან შატილისკენ რომ დაეშვები, ერთ მოსახვევში გუროს ნასოფლარი მოჩანს. შორს ხეობაში ერთი წამით გამოჩნდება ციცაბოზე აშენებული გურო და ისევ მოეფარება თვალს. რამდენიმე წლის წინ კოშკიც მოჩანდა – მერე ჩამოინგრა. აღარ არსებობს. ასეთი … Read more