ხახმატის-ჯვარი

ხახმატის ჯვარიც ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლება და მასაც წმ.გიორგიობით ლოცულობენ.ხახმატის-ჯვარი უფრო ქალების მფარველ ღვათაებად არის მიჩნეული,მას ქალები შვილიერობასა და ვაჟიანობას შესთხოვენ.ამ მიზნით ქალები მას მწევრის საფლავზე ციკანს სწირავენ.ხახმატ-ჯვარის ერთი მწევარი ჰყოლია და ციკანი მას მოუნდებაო.მშობიარე ქალი მშობიარე ქალი ხახმატის ჯვარს ევედრება მშვიდობიან მოლოგინებას და მის დობილებს აშექალს,მზექალს და სამძიმარს სადობილო კვერებს უცხობს. ხახმატის-ჯვარი აგრეთვე ითვლება … Read more

“ხატის მსახურნი”

ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის შესრულება,ტაბლების კურთხევა,სულის წყაროს დალოცვა და სხვა.ეს არ შეუძლია ხატის ხუცესს,რომელსაც ეკრძალება მიცვალებულის ოჯახში შესვლა,რადგან ხევსურები ფიქრობენ რომ მიცვალებული უწმინდურია და ხატი დაგვმიზეზავსო.ამიტომ ხატის ხუცესს ევალება მხოლოდ ხატის სამსახური და მისი წესების უმწიკვლო შესრულება,ის ხატში ხალხს ამწყალობლებს,საკლავებს ხოცავს ,საღვთოს იხდის და სხვა. … Read more

ხევსურული სახელები

ხევსური მამაკაცის სახელებია:ახალა, აბაისძე, ადუა, აბა, აფშინა, ახვა, ალეკა, ალეკმამა, ალუდი, აპარეკა, ალუდაური, ბაბუტი, ბერდია, ბაბუა, ბაიჭაური, ბათირა, აბიკა, ბეწინა, ბაბო, ბაბუხური, ბაბუკი, ბეკია, ბაჭია, ბაჭყი, ბაია, ბახა, ბაბღია, ბაჩაყაური, ბაღათერა, ბახურა, ბაბურაული, გუგუა, გრანჯა, გამახელა, გოგოთური, გარსია, გიგიტა, გიგია. დია, დათვია, კუკუა, ხირჩალა, ჩუა, თორღვა, თათია, თათუა, ოჟია, მგელა, ჩაჩაური, ჯურკა, უშიშა, მინდია, კრუა, … Read more

ალუდა ქეთელაური / Aluda Ketelauri (Audio)

Aluda Ketelauri – mogwons arxvati / ალუდა ქეთელაური – მოგწონს არხვატი [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-mogwons[/soundcloud] Aluda Ketelauri – moval rodisme / ალუდა ქეთელაური -მოვალ როდისმე [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-moval-rodisme[/soundcloud] Aluda Ketelauri – saqartvelo / ალუდა ქეთელაური – საქართველო [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-saqartvelo[/soundcloud] Aluda Ketelauri – tamara/ ალუდა ქეთელაური – თამარა [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-tamara[/soundcloud] Aluda Ketelauri – xars vgevar / ალუდა ქეთელაური -ხარს ვგევარ [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-xars-vgevar[/soundcloud] Aluda Ketelauri … Read more

კოპალას დაარსება ლიქოკში

ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა  კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე  ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა  კარატისწვერი. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკლებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან. აქ ამოდიოდნენ და ერთიმეორეს ხვდებოდნენ ორივე … Read more

კოპალა

გმირი კოპალა ცხენზე ზის, ჩხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდება… გმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ, მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა. * * * კოპალა – ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. … Read more

ლადო ჭინჭარაული – “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს”

გრძნობები ვცდილობ, დავცალო გრძნობები, როგორც სასმელი რქაშია. რაცა ვცლი, უფზრო ივსება, ვერ ვხვდები, საქმე რაშია. ბარში ვერ ვნახე პასუხი, იქნებ ვიპოვო მთაშია. ლოთობა ვერას მიშველის, არცა რა ყრია სმაშია. სულით გულს მინდა ვუშველო, ღრენა დამჩემდა ხმაშია. მჭირდება ერთი გორდაი, ერთიც ლურჯაი რაშია. ჩავიცვამ ჯვრიან პერანგსა, გავჩნდები მეცხრე ცაშია. უკენახოელი უკენახოელი, პაპა წინაპარი. ბარში დაბადება, ბედად … Read more

ფოტო კონკურსი: მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული

ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ ატვირთე ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://www.facebook.com/khevsureti.ge ან გამოგვიგზავნეთ მეილზე info@khevsureti.ge 22 აპრილს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. *აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე (მაგ:სადაა გადაღებული,რა არის ფოტოზე…) ატვირთვის შემდეგ, ჩვენ ყოველი დღის ბოლოს … Read more

რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური

თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს – “რა არის სწორფრობა?!“ ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი წაიკითხოთ. ქვემოთ კი ცოტა წიგნის წინასიტყვაობიდან: სწორფრობის არსისა და რაობისთვის. ლელა გაბურის მიზანია  გასაგებად აქციოს სწორფერთა –  “სიყვარულში სადარ-მხვედრთა”(გრ.რობაქიძე)   გარშემო  შექმნილი  შეხედულებების  ძირები, თავისთავად  საგულისხმო  და მნიშვნელოვანი. ავტორი საკმაოდ რისკიან და საინტერესო გზას ირჩევს: ნაცნობი თემის, თუ თვალსაზრისების ვარირებას კი არ … Read more

ქეთელაურთა გვარის ანდრეზი

ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ ამასვლისას წითელ გველ ამახყოლივ ხეს. ამის მემრ აყრილან. ზუსტა იმ ადგილში ეკლესია იყვ აშენებული და მემრე ის ეკლესია ჯარებმ დაანგრიეს და სკოლა გაიკეთეს. ეკლესიის მემრ კიდევ ამავიდ … Read more

ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი … Read more

ფუძის ანგელოზი

ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და ხალხს უთხრა: ძროხა ვიპოვე, ხბო მოუგია, მაგრამ ვერ მოვერიეო. როგორ ვერ მოერიეო? გაიკვირვეს. წავიდნენ, თავადაც სცადეს, მაგრამ ვერც ისინი მოერივნენ, ვერ გაიყვანეს … Read more

ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება

ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა შარის ძირსა, შარის თავსა. ხალხს მკითხავისათვის ყური არ უგდია. ხატს ხალხი დაუმიზეზებია, ავად გამხდარან. ახლა დათვისიდან მოსულა სხვა ქადაგი, რომელსაც ხალხისთვის ხატის მიზეზი აუხსნია: დათვიას ნაციხვარში … Read more

აშექალი

აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა და ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო და ვეღარავინ ნახისავ ისივ. ხანავ კი გამაცხადებით დავიდოდისავ. ერთხან გადამხტარ აშექალი ალაღებულს წყალში მოწმაოს ძირა, დაკარგულას, წაუღავ წყალს აშექალი და ყველას ის ღგონები, ქვე თუ მაკვდავ. მაშინ ჟინვან რუსის ჯარ მდგარ წყლის … Read more