დამარხვის წესი

როგორც თემები იყოფოდა გვარად, ძირად, მამებად, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ‘’საიქიო’’ ცხოვრებაზეც, რაც გამოიხატებოდა სასაფლაოების ‘’ანდაბებად’’ დანაწილებაში, სადაც კვლავ ცალკე გამოიყოფოდა გვარის, ძირის და მამიშვილობათა საფლავები. ხალხის წარმოდგენით, საიქიოშიც გრძელდებოდა ცხოვრება და ამა თუ იმ გვარის მკვიდრები ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ხევსურთა გორშეღმის ხეობიდან საარაგვოზე განსახლებისა თუ ერთი რომელიმე სოფლიდან საცხოვრებლად მეზობელ ადგილებში გადასვლის შემდეგაც კი მიცვალებულს … Read more დამარხვის წესი

მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Read more მკვდრის კულტი ხევსურეთში

ხევსურთა უქმეები

ხევსურთა, განსაკუთრებით პირიქითა მხარის, ყოფა გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლით და ნაირგვარობით. გარდა შაბათ-კვირისა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დათქვამენ უქმედ კიდევ ორ დღეს – ორშაბათსა და პარასკევს. გადმოცემით ეს დღეები ‘’მეფე ერეკლეს დაუწესებია’’ ხევსურთათვის. ამ უქმე დღეების გარდა ტრადიციულად უქმობენ კიდევ ყველა საჯვარო (რელიგიურ) დღეობას, ფერისცვალს, კუმეტს, დიდმარხვისა და ათენგენობის წინა … Read more ხევსურთა უქმეები

ხევსურული ლუდი

ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდი აქ ღვთიური სასმელია და ღვთაებათა სადიდებლად დუღს. ხევსურთა თქმით, არაყი ‘’ეშმაკის ნაორთქლია’’ (გაფუებული პურის მარცვლის არაყს ევროპაშიც ‘’ეშმაკის არაყს’’ ეძახდნენ). ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ქსენოფონტეს ხალიბთა სოფლებში უნახავს ლუდი ‘’ქერის ღვინო’’. ფშავ-ხევსურულ ხთიშვილებს ქაჯავეთი რომ დაულაშქრავთ, იმის მერე გაუმწესებიათ ჯვრებში ლუდის დუღილი. ‘’ალბათ, რაც ხევსურეთი არსებობს, სულ იყო ლუდიც, … Read more ხევსურული ლუდი

სახელწოდება „ხევსურეთი“

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, … Read more სახელწოდება „ხევსურეთი“

მიღმახევი

მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ. ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან. ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ. სოფელ … Read more მიღმახევი

ბაკურხევი

ფხიტუს უღელტეხილის იქით, გუდამაყარში, ბაკურხევის ხეობის სათავეში, მდებარეობს ორი ხევსურული სოფელი გორული და საკერპო. ძველად ბაკურხევის ამ სოფლებში ‘’კერპების მჭედელი’’ დევები მდგარან, რომელნიც უკანახოს ფუძის ანგელოზის ჯვარს ამოუხოცავს. ‘’ეგენი ჩემს ყმებს გზას არ აძლევენო’’ . შემდეგ ეს ადგილი დაუკავებიათ ‘’ოსებს’’, რომლებიც ბაცალიგოდან გადასულ ფიცხელაურებს გაუყრიათ და თავად დამდგარან. ბაკურხევიდან არის გადასასვლელი ხევში. მომზადებულია შოთა არაბულის … Read more ბაკურხევი

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Read more დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი