სტუმრის გასტუმრება

ძმისწულებო, აგაშენნასთ, ბარაქა მაგცასთ, მუდამ სალხინო სასმელ ნუ მაგიშალასთ, ზლის ბედისკვერა გაზიდვივასთ, მშვიდობით გამგზავრნასთ, გულის ნაგონარ გიცხადასთ. კაზე მაგიხდიანასთ ზლისად მიყოლაი, მაყვანილი ამ სახლში აათავას, ზალიც ბედიან – დავლათიან გამაიყვანას. შაუნდნას იმ სულებს კი, რომნებიც გზაშია, მგზავრობაში ხელს გიმართევდასთ. მომზადებულია ზურაბ კიკნაძის, ხვთისო მამსიმედიშვილის და ტრისტან მახაურის წიგნის ”ჯვარ-ხატთა სადიდებლები”-ს მიხედვით

სახელისდება

ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, შენი დიდებითა, ღმერთო შენი მიცემითა, აქ ნათქვამ თუ იქ მიდიოდას, მკვდართ შანდობა ერგებოდას, სადაც შენ ხარ, (სახელი) სული თქვენი მაიხსენების, სულსამც თქვენს მეეხმარების ტაბლა-საპოხი, ყანწი, ჭურჭელი, როგორც ჩვენს წინ ას, აგრემც თქვენს წინ ას ფერუქცევლად, წაუქცევლად. ცოტაიმც დიდად მოგივლისთ, რიოშიმც წმიდად მოგივლით. ბარაქით შამეედითა, ბარაქით გამეედით, ჩვენ ჯვარ … Read more

წყალთ დალოცვა შატილში

ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა. აქ ნათქვამ მანდ მადიოდას, წეს იყვას მართებული, მკვდარს შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ ხარ (სახელი მიცვალებულისა), შენამც გერგების, გეხმარის ეს დადგმულ ტაბლაი, ეს წყალიც შაგინდნას, მაგახმარას ღმერთმ, უწყლოობითამც ნუ ღონდები. სწორ – ამხანიგთამც დაიწვევ წყალზედაც, ტაბლაზედაც. შაგინდნას, მაგახმარას ქრისტიანობის გამჩენ ღმერთმ. შატილი. ჩალხია ჭინჭარაული, 84 წლის, 1943წ. ჩამწერი თ.ოჩიაური. მომზადებულია … Read more

შემწყნარებლობა ხევსურისა

ხევსურები წარმართები იყვნენ და ქრისტიანულ შემწყნარებლობას მათი ცხოვრების წესი ვერ ეგუებოდა, რაზედაც ზოგჯერ სამეფო ხელისუფლებაც განგებ თვალს ხუჭავდა, რათა მათში მეომრული სული არ ჩაეკლა და გაჭირვების ჟამს მუდამ გვერდით ჰყოლოდა ეს “ომში მეტად გამოსადეგი ხალხი”. მაგრამ ამ ხალხის მტერთან თუ მოყვარესთან ურთიერთობაში რაღაც განგებით მოქმედებდა ჰუმანიზმის ის დაუწერელი კანონები, რომლებსაც ქადაგებდა ქრისტიანობა და მხოლოდ ჩვენს … Read more

ხევსურები და მათი მეზობლები

ხევსურებს ჩრდილოეთის მეზობელ ტომებთან ურთიერთობა თავიანთი წესებით ჰქონდათ დარეგულირებული. თუკი მტრობა ჰქონდათ მეზობლებთან, ისიც უფრო პირადი, საგვარეულო ინტერესებით იყო გამოწვეული, ვიდრე პოლიტიკურით. მართალია რელიგიურმა დაყოფამ ისინი დააპირისპირა, მაგრამ “მოსაზღვრე ტომებთან ურთიერთობის რეგულატორი იყო არა სარწმუნოება, როგორც ხდებოდა ქრისტიანულ და მაჰმადიანურ ტომებში, არამედ ვაჟკაცობა.” (დ. ბენაშვილი) “უნდა ვთქვათ, რომ ძველისძველად კავკასიის მთის სხვადასხვა სოფელში, სადაც ცხოვრობდნენ … Read more

ხევსურული დღეობების კალენდარი

სტილი დღეობები და უქმეები ძველი ახალი 25-XII 7-I ქრისტე 1-I 14-I წელწადნი 2-I 15-I კუმეტი 5-I 18-I წყალკურთხევა 6-I 19-I განცხადება აღება / ხორც. შაბათს. დიდ მარხვის წინა შაბათს მარხვაშამაე / დიდმარხვის წინა ღამეს ურწყნი / დიდმარხვის წინა ორშაბათიდან გრძელდება 2 კვირას თაგვ-ჩიტთ უქმი / აღების მომდევნო ორშაბათს მგელთუქმი / დიდმარხვის პირველ შაბათს სულთაკრეფა / … Read more

უფრის თვალი

ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს აიღებდნენ, წყალში აგდებდნენ და იტყოდნენ: ,, ჩაიშანთას ჩემდ ავით თვალითა, გულითა შემომხედავი, ჩეეშრიტოს თვალი”. შემდეგ ამ წყლით სახეს მოიბანდნენ და საქონსაც შეასხამდნენ. ლოცვა: მლოცველ დედაკაცს ხელში უჭირავს ნახშირი და დანა. … Read more

მშობიარობა

ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი ასტკივდება უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებს, შემდეგ მას აღარავინ მიეკარება. მშობიარე საწოლს გამართავს, თავ ქვეშ ხანჯალს დაიდებს რომ მავნე არ გაეკაროს. ბავშვს ჭიპლარს თვითონ მოსჭრიდა დუქარდით. რაც უნდა მძიმე … Read more

ქორწილი

ხევსურეთში სარძლოს შერჩევას და დანიშვნას დიდი ყურადღება ექცეოდა და ამიტომ ქალ-ვაჟის ჯიშიანობას თუ უჯიშობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა.ჯიშიან გვარად ითვლებოდა ფიზიკურად ჯანსაღი და გმირული წარსულის მქონე გვარები,რომელთა წინაპრები სახელოვანნი იყვნენ თემში.უჯიშო გვარი კი ფიზიკურად სნეული ყოფილა.რაც უნდა მხდალი ყოფილიყო უჯიშო ქალი ჯიშიანი ხევსური მას დაიწუნებდა.ჯიშიანი ქალი თუ უჯიშო ხევსურს მისთხოვდებოდა , მას ნათესავები მოკვეთდნენ როგორც ჯილაგის … Read more

სწორფრობა ხევსურეთში

სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი,  ნათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება … Read more

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Read more