ქეთელაურთა გვარის ანდრეზი

ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ ამასვლისას წითელ გველ ამახყოლივ ხეს. ამის მემრ აყრილან. ზუსტა იმ ადგილში ეკლესია იყვ აშენებული და მემრე ის ეკლესია ჯარებმ დაანგრიეს და სკოლა გაიკეთეს. ეკლესიის მემრ კიდევ ამავიდ … Read more ქეთელაურთა გვარის ანდრეზი

ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი … Read more ქეთელაურები

ფუძის ანგელოზი

ერთმა უკანახოელმა კაცმა ძროხა დაკარგა. დადის და ეძებს ძროხას. ბოლოს მიაგნო ერთ ადგილს, სადაც ძროხას ხბო მოეგო. სცადა ხბოს აყვანა იმ პატრონმა, დაეზიდა, მაგრამ ძვრა ვერ უყო, ვერ ასწია. გაანება თავი, წავიდა და ხალხს უთხრა: ძროხა ვიპოვე, ხბო მოუგია, მაგრამ ვერ მოვერიეო. როგორ ვერ მოერიეო? გაიკვირვეს. წავიდნენ, თავადაც სცადეს, მაგრამ ვერც ისინი მოერივნენ, ვერ გაიყვანეს … Read more ფუძის ანგელოზი

ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება

ამ ადგილას ადრე ჩირდილელები ცხოვრობდნენ. ერთ მკითხავ ქალს, ფანცქალათ ოჯახიდან, უთქომ რომ ჯვარი სოფელ ადგილას საკლავის დაკვლას და სადობილოს გამართვას მოითხოვსო. ამ ქალს ლექსად უქადაგია: ას მარჯვენა ასი ცხრასა შარის ძირსა, შარის თავსა. ხალხს მკითხავისათვის ყური არ უგდია. ხატს ხალხი დაუმიზეზებია, ავად გამხდარან. ახლა დათვისიდან მოსულა სხვა ქადაგი, რომელსაც ხალხისთვის ხატის მიზეზი აუხსნია: დათვიას ნაციხვარში … Read more ჩირდილის ზენა ჯვრის დაარსება

პირუტყვის გამოკვება ზამთარში

ხევსურეთში და საერთოდ, საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის მთიანეთში , თიბვის სეზონი იყო ყველაზე დაძაბული სამუშაო პერიოდი. ოჯახს უნდა მოესწრო რაც შეიძლება მეტი საკვების მომარაგება და მეორეც, თივის დროულად აღება და ბაზებზე გადაზიდვა დიდად მოქმედებდა მის ხარისხზე. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ თივის დროულად გათიბვა და გადაზიდვა 25-40%-ით ზრდის ცილების რაოდენობას, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია. ხევსურული ეთნოგრაფიული … Read more პირუტყვის გამოკვება ზამთარში

რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე … Read more რითი იკვებებოდნენ ხევსურეთში

შატილობა 2011

6-7 აგვისტოს ხევსურეთში,სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. გრანდიოზული ფოლკლორული კონცერტი, შეჯიბრებები, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, მშვილდისრის სროლა, ცხენების დოღი,გაამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი, მოკლედ ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სიურპრიზებით, ღამე დაინთება დიდი საერთო კოცონი. გამომდინარე შეფერხებებიდან გადაწყვიტა დუშეტის მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რომ შატილობა ჩატარდეს 6-7 აგვისტოს, და ეს თარიღი შენარჩუნდეს მომავალ შატილობებზეც. Khevsureti August … Read more შატილობა 2011

ათენგენობა

ათენგენობა ეს არის ქრისტიანული დღესასწაული, რომლის ისტორია III-IV საუკუნეებიდან მოდის. ის დაკავშირებულია წამებული ბერძენი მღვდელმოძღვრის ათენეგე (ათინოგენ) სებასტიელის მსახელთან.ათენგენობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში და სომხეთში. ის მოძრავ დღესასწაული იყო და არის დღესაც. იმართებოდა ივნის-ივლისში, აღდგომიდან 98-ე დღეს. ათენგენობის დღესასწაულზე ხალხი შესაწირავისა და სათანადო რიტუალის შესრულებით ცდილობდა ხატის მფარველობა დაემსახურებინა. ეს დღესასწაული დღესდღეისობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს … Read more ათენგენობა

ვინ იყვნენ ფხოველნი

ს. ჯანაშია წერდა: “ფხოველები დღევანდელი ფშავლები და განსაკუთრებით ხევსურებია”-ო. მაგრამ რომელიმე მხარის ფხოველად მიჩნევა არ იქნება სწორი. რამდენადაც “ფხოველთა ქვეყანა” ვრცელი და ხალხმრავალი იყო, ამიტომ “ფხოველი” (ისევე, როგორც “ქართველი”) უფრო კრებითი სახელწოდება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა გვარ-ტომის ხალხისა, რომელთა შორის იქნებოდნენ ფშაველნიც და ხევსურნიც. ფხოვის დაშლის შემდეგ გამოიკვეთება ორი ძლიერი ხევი, რომლებიც ცალკე ეთნიკურ კუთხეებად ჩამოყალიბდებიან. … Read more ვინ იყვნენ ფხოველნი