ტური ხევსურეთში – “შატილობა 2018”

ShatiliTour გთავაზობთ 2 დღიან ტურს ხევსურეთში შატილობის დღესასწაულზე ტურის ხანგრძლივობა: 1 ღამე/ 2 დღე ტურის სახეობა: სათავგადასავლო, ტურის სირთულე: საშუალო ტურის პროგრამა: დღე 1. თბილისი-შატილი 🕗08:00 გასვლა თბილისიდან ხევსურეთის მიმართულებით. ჟინვალის წყალსაცავიდან გზა მიუყვება ფშავის არაგვის ხეობას. ფშავის სოფლების გავლის შემდეგ, გადავალთ პირაქეთა ხევსურეთის ხეობაში. 🕥10:30 – ხევსურეთის პირველ სოფელი ,,კორშა’’-. აქვე გვექნება პიველი შესვენება, ვესტუმრებით … Read more

ყოველკვირეული ჟურნალი “ჴევსურები”, N1

ყოველგვარი შესავლის გარეშე, წარმოგიდგენთ ყოველკვირეული ჟურნალი „ჴევსურების“ პირველ ნომერს, სადაც იხილავთ: პოლიტიკა: „აქ აღარც თორღვა ძაგანია“, – აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურები მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებს იწყებენ – Shatilitour-ი კარვების ქალაქით იმუქრება. კრიმინალი: ვის გამო იკეჭნავა ხატობას გაგამ თორღვასთან და ვინ ააფრიალა მანდილი? ბერდიას ყელთან შვიდი ნაჭრევი აქვს; გაგიჟებულმა მინდიკაურმა მშობლებთან ჯერ იკეჭნავა, შემდეგ ამოხოცა. „ყვითელი გვერდი“: … Read more

შატილი ელექტროენერგიის გარეშე (ვიდეო)

თვეზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე – შატილის მოსახლეობა იმ დაზიანებული გენერატორის შეკეთებას ელოდება, რომელმაც დასახლება უნდა მოამარაგოს. მკაცრი კლიმატის პირობებში სოფელში გათბობის ძირითადი საშუალება ელექტრო გამათბობელია, თუმცა დენი შატილში მხოლოდ 2 საათით ირთვება. მაღალმთიანი სოფელი შესაძლოა მალე მოსახლეობისგან დაიცალოს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში შეშაც პრობლემაა და გზაც. ამბობენ რომ დენის გარეშე ყინვების გადატანას ვერ შეძლებენ.

პრობლემის შესახებ იციან ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც აცხადებენ, რომ აგრეგატი სარემონტოდაა წაღებული და უახლოეს კვირებში პრობლემას მოაგვარებენ.

სოფელ შატილში შექმნილ მდგომარეობაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. სოფელ შატილში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც.

Read more

შატილობა 2016

10 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა – 1,5 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა – 2 საათი. … Read more

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მქონე სოფლები ფშავ-ხევსურეთში

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების … Read more

ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”

პროექტი “ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის. ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის – ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან … Read more

ფოტო კონკურსი

ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. ✔ გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე, დაასათაურეთ (მაგ: სადაა გადაღებული, რა არის ფოტოზე…) ერთ მონაწილეს მხოლოდ 3 ფოტოს ატვირთვის უფლება აქვს. … Read more

30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი საოჯახო სასტუმრო “კორშა”-ში

გთავაზობთ 3 ლარად, 30%-იან ფასდაკლების ვაუჩერს, 1 ღამე 1 პერსონაზე კვებით ან კვების გარეშე ხევსურეთში. ვაუჩერის წარდგენის შემდეგ ადგილზე მოქმედებს შემდეგი ფასები:   1 ღამე 1 პერსონაზე ორჯერადი კვებით 50 ლარის ნაცვლად 35 ლარად   1 ღამე 1 პერსონაზე კვების გარეშე 25 ლარის ნაცვლად 15 ლარად მყუდრო, საინტერესო, სასიამოვნო გარემო ჯანსაღი დასვენებისათვის. სასტუმრო “კორშა“ და … Read more

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა,  ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, … Read more

ფშავ-ხევსურეთის ფაუნა

არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი (შინაური ქათმის ზომის) და თითქმის უხილავი ფრინველი, რომლის სტვენა ერთ-ერთი ყველაზე ჩვეული ხმა არის კავკასიონისა, მაგრამ ამ ფრთხილ არსებას ცოტა მოგზაური თუ ხედავს. შურთხი ძალიან მაღლა ცხოვრობს, ზამთარსაც კი სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე … Read more

ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები

ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო ადგილზე გამოენახა სამკურნალწამლო საშუალებები. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ფიტოგენოფონდი. საქვეყნოდ ცნობილია ხევსური და ფშაველი ექიმბაშები. მათ მიერ ადგილზე ხდებოდა ისეთი რთული ოპერაციები, როგორიცაა თავის ტრეპანაცია და სხვა. რაც შეეხება … Read more

კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა

განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში ალაგ-ალაგ გვხვდება მცენარეთა პატარა დაჯგუფებები, რაც განპირობებულია მკაცრი, ექსტრემალური კლიმატური პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად მცენარეთა რაოდენობა კლებულობს, იშვიათი და ენდემური მცენარეთა რაოდენობა იზრდება. მათგან აღსანიშნავია ფსევდოვესიკარია (Psevdovesicaria digitata), სიმფიოლომა (Symphyoloma graveolens), … Read more

სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა, შიშველ სხეულზე მოხვედრისას სტოვებს განაკაწრს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს არ გადის. გამოუცდელი ტურისტები და მოგზაურები ხშირად ხდებიან დიყის მსხვერპლი. ამიტომ დიყის ბუჩქების გავლისას სასურველია გვეცვას გრძელი შარვალი და გავუფრთხილდეთ ხელებს. პირაქეთ ხევსურეთში იგი ყველაზე … Read more

ნიადაგი

აღწერილ რაიონში სიმაღლეთა ცვლის მიხედვით სხვადასხვა ტიპის: ტყის, ტორფიანი, მთა-მდელოს პრიმიტიული ნიადაგები გვხვდება. მთა-მდელოს ნიადაგებს ყველაზე მაღალმთიანი ნაწილი (2000-3500 მ.) უჭირავთ. მათ შემადგენლობაში ჭარბობს თიხა-ფიქალები და ქვიშა-ქვები.