გიორგი არაბული – * * *არ გეგონოს

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ, მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი, ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს, რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი. სიყვარულისა რა გითხრა ქალავ, თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს, შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ, ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ. არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ, ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ, ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ … Read more

გიორგი არაბული – მე და შენ ღმერთო..

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი), არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ, ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე. გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის, მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში, ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის, სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო … Read more

გიორგი არაბული – გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ, ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა, თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ, მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ, ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ. ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი, ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა … Read more

გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ

”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო, მამშორდ გაიგონე ნაუბარი!” ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას, მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ, ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ, ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.” ღამე უტეხია მათ საუბარს, დილა გათენებულ ნამიანი, რიჟრაჟს არყიანი … Read more

თემი

ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს ოდითგანვე თავისი სამან – სამძღვრით დადგენილი მთა, ბარი, ტყე და წყალ – ჭალა. თემსა თუ სოფელს ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ჰყოლია. ურთიერთშორის ყველა სადავო საკითხი წყდებოდა კოლექტიური … Read more

ორი ხევსური (მხატვრული ფილმი)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სტუდია ”სანგუკო”.
ფილმის თემაა დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან თავისუფალი ახალგაზრდა კაცი და ტრადიციების ერთგული უფროსი თაობის წარმომადგენელი. დაძაბული შეხვედრა მოულოდნელად კომიკურად ვითარდება.

Read more