ფშავ-ხევსურეთის ფაუნა

არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი (შინაური ქათმის ზომის) და თითქმის უხილავი ფრინველი, რომლის სტვენა ერთ-ერთი ყველაზე ჩვეული ხმა არის კავკასიონისა, მაგრამ ამ ფრთხილ არსებას ცოტა მოგზაური თუ ხედავს. შურთხი ძალიან მაღლა ცხოვრობს, ზამთარსაც კი სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე … Read more ფშავ-ხევსურეთის ფაუნა

ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები

ფშავ-ხევსურეთში ხალხურ მედიცინის განვითარებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იმის გამო, რომ ეს რეგიონი მოწყვეტილი იყო ბარისაგან, შეუძლებელი იყო აქ სხვადასხვა დანიშნულების წამლების შეტანა. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო ადგილზე გამოენახა სამკურნალწამლო საშუალებები. ამ მიზნით ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ფიტოგენოფონდი. საქვეყნოდ ცნობილია ხევსური და ფშაველი ექიმბაშები. მათ მიერ ადგილზე ხდებოდა ისეთი რთული ოპერაციები, როგორიცაა თავის ტრეპანაცია და სხვა. რაც შეეხება … Read more ფშავ-ხევსურეთის სამკურნალო და სამეურნო მცენარეები

რელიქტური და ენდემური სახეობები

ფშავ-ხევსურეთის ფლორაში მნიშვნელოვნად არის ცარმოდგენილი უძველესი, ადგილობრივი და უნიკალური მცენარეთა ჯიშები. ასე მაგალიტად გვხდება უთხოვრის უნიკალური კორომი, კავკასიური დეკა (Rhododendron caucasicum), ლიტვინოვის და რადეს არყი (Betula litwinowii, B. raddeana) და ეკლიანი გლერძა (Astracanta denudata= Astragalus denudatus). საქართველოში მხოლოდ შატილის და წუქიოს მიდამოებში გვხვდება ჰაიესტანის ჭნავი (Sorbus hajestana), რომელიც ბოლო დრომდე სომხეთის ენდემად ითვლებოდა. ფშავ-ხევსურეთის მაღალმთის ფლორის ნახევარი შედგება მხოლოდ საქართველოსთვის … Read more რელიქტური და ენდემური სახეობები

კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა

განსაკუთრებით საინტერესოა ფშავ-ხევსურეთის სუბნივალური სარტყელის ფლორა. ზღვის დონიდან 2900-4000 მ სიმაღლეებზე ბინადრობს რამდენიმე იშვიათი ადგილობრივი მცენარეების სახეობა. აქ კლდეებში, ლოდებში და ღორღში ალაგ-ალაგ გვხვდება მცენარეთა პატარა დაჯგუფებები, რაც განპირობებულია მკაცრი, ექსტრემალური კლიმატური პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად მცენარეთა რაოდენობა კლებულობს, იშვიათი და ენდემური მცენარეთა რაოდენობა იზრდება. მათგან აღსანიშნავია ფსევდოვესიკარია (Psevdovesicaria digitata), სიმფიოლომა (Symphyoloma graveolens), … Read more კლედ-ნაშალების (პეტროფილური) ფლორა

მაღალმთის მდელოები

ფშავ-ხევსურეთში მდელოების მრავალპეროვნება ძალიან მდიდარია და აერთიენებს მცენარეების 400 ზე მეტ სახეობას. სუბალპური მდელოები მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2500მ სიმაღლეებს. მანდ გავრცელებულ ფლორაშ როგორც მარცვლოვანი მცენარეები ისე სხვადასხვა ბალახები ქმნიან. მათ შორის არიან: ნამიკრეფიანი (Agrostis planifolia), ძიგვიანი (Nardus stricta), ჭრელწივანიანი (Festuca varia), ბრძამიანი (Calamagrostis arundinaceae), ჭრელშვრიელიანი (Bromus variegatus) მდელოები. ერტი სახეობის მიერ დომინირებული ნაირბალახოვანი მდელოებიდან აღსანიშნავია ფრინტიანი (Anemone fasciculata), უძოვრიანი (Trollius patulus), მზიურიანი (Inula orientalis), მარმუჭიანი … Read more მაღალმთის მდელოები

ალპური ხალები (ალპური ხალიჩები)

მცენარეულობის ეს ტიპი ძირითადად პირიქითი ხევსურეთში, მასიურ მაღალმთის ალპური და სუბნივალური სარტყლის მიჯნაზე ზღვის დონიდან 2900-3300მ სიმაღლეებზეა წარმოდგენილი. ალპური ხალებს ქმნიან დაბალი ტანის მცენარეები (Taraxacum confusum, Carum caucasicum, Poa alpine, Carex micropodioides, Briza marcowiczii, Luzula sudetica, Plantago saxatilis, Minuartia oreina). ალპური ხალები გვხვდება არხოტის მთაზე, გურო-გიორგიწმინდის ხეობებში, ხონისხორხში და აწუნთის მასივში.

სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

მცენარეულობის ეს ტიპი ფართოდაა გავრცელებული ფშავსა და ხევსურეთში. მისი გავრცელების გარემო მოიცავს ზღვის დონიდან 1800-2200მ სიმაღლეებს. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi). იგი საკმაოდ სახიფათო მცენარეა, შიშველ სხეულზე მოხვედრისას სტოვებს განაკაწრს, რომელიც მალე წყლულდება და დიდხანს არ გადის. გამოუცდელი ტურისტები და მოგზაურები ხშირად ხდებიან დიყის მსხვერპლი. ამიტომ დიყის ბუჩქების გავლისას სასურველია გვეცვას გრძელი შარვალი და გავუფრთხილდეთ ხელებს. პირაქეთ ხევსურეთში იგი ყველაზე … Read more სუბალპური მაღალბალახეულობა (Tall Herbaceus)

ტყის სარტყლის მცენარეულობა

მდინარისპირული ტყეები ძირითადად წარმოდგენილია მურყნარებით (Alnus barbata, A. incana), რომელსაც ერევა ტირიფის სახეობები (Salix exelsa, S.alba). ცალკეულ ადგილებზე გვხვდება ასევე ოფი (Populus nigra) და ხვალო (Populus canescens). სამხრეთ ექსპოზიციებზე ფართოდ არის წარმოდგენილი მუხნარი ტყეები, სადაც დომინირებს ქართული მუხა (Quercus petraea subsp. iberica). მისი გავრცელების ოპტიმალური სიმაღლეა ზ.დ. 1000მ. მუხნარებისფორმაციაში წარმოდგენილია მუხნარები-რცხილნარის, მუხნარები-იელის, მუხნარები-თხილნარის, მუხნარები-შინდის, მუხნარები-თივაქასრას, მუხნარები-მთის წივანას მონაწილეობით. უფრო მაღლა, … Read more ტყის სარტყლის მცენარეულობა

ფლორა და მცენარეულობა

ფშავ-ხევსურეთის ფლორის და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ ეს ისტორიულ-გეოგრაფიული რაიონი მდებარეობს ცენტრალური დააღმოსავლეთი კავკასიონის მიჯნაზე. მისი ფლორისტული სიმდიდრე აერთიანებს 1000-მდე მცენარის სახეობას. მცენარეთა აღნიშნული რაოდენობა არათანაბრადაა განაწილებული როგორც ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე (ფშავი-პირაქეთი ხევსურეთი და პირიქითი ხევსურეთი) ისე ცალკეული ვერტიკალური სარტყლების შიგნით. ფშავისა და პირაქეთი ხევსურეთის ფარგლებში (მდინარე არაგვის აუზის ხეობა) წარმოდგენილია შემდეგი ვერტიკალური სარტყლები: 1. მთების შუა სარტყელი … Read more ფლორა და მცენარეულობა