ფოტო კონკურსი

ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. ✔ გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე, დაასათაურეთ (მაგ: სადაა გადაღებული, რა არის ფოტოზე…) ერთ მონაწილეს მხოლოდ 3 ფოტოს ატვირთვის უფლება აქვს. … Read more ფოტო კონკურსი

შატილობა 2015

5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► … Read more შატილობა 2015

დები გოგოჭურების სოლო კონცერტი შატილში „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“

ულამაზეს ციხე-ქალაქ შატილში 15 აგვისტოს საპატრიარქოს ანსამბლი „დები გოგოჭურები“ წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“. კონცერტის პირველ ნაწილში, რომელის დასაწყისიც იქნება 15:00 სთზე შატილის ქვითკირებში გაცოცხლდება წარსულის ჰანგები და მოისმენთ ხევსურეთისთვის დამახასიათებელ ფოლკლორის უძველეს ნიმუშებს. ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც დაიწყება 19:00 სთზე შატილის ჭალაზე განთავსებულ სცენაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ დების მიერ მთის მელოდიებზე დამუშავებული სიმღერები. … Read more დები გოგოჭურების სოლო კონცერტი შატილში „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“

მითოლოგია

ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს. უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის … Read more მითოლოგია

სარწმუნოება

ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ სწამდათ ცა-ღრუბლისა და ლაშქრობის, მეკოპრობისა (მეკობრეობა) და მონადირეობის, სვილიერებისა და საქონლის მფარველ ღვთისშვილთა არსებობა. ეთაყვანებოდნენ და ემსახურებოდნენ ზეციური ძალების მიწიერ საბრძანისებს, ანუ ჯვარ-ხატებს, მიჰქონდათ მათთვის შესაწირი წლის გარკვეულ დროს. ჯიხვისა და ირმის რქებით ამკობდნენ ნიშებს, სათემო და სასოფლო სალოცავებს, საკულტო … Read more სარწმუნოება

სამგლოვიარო რიტუალი

ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით მოწყვეტილ და დიდწილას იზოლირებულ ხევსურეთში სავალდებულო ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური ნორმების ჩარჩოებში იყო მოქცეული ღირსეული წინაპრების ხსოვნისა და სახელის ხაზგასმული პატივისცემა. ადამიანი აღსასრულის შემდგომ იმ ღვაწლით და ამაგით ფასდებოდა, რაც მას მშობლიური კუთხის, ანდა მთლიანად ქვეყნის მიმართ მიუძღოდა; საამაყო … Read more სამგლოვიარო რიტუალი

ქორწილი

ხევსურეთში არსებობდა აკვანში დანიშვნის (დაწინდვის) ტრადიცია. ეს ხდებოდა ცალკეული პიროვნებებისა თუ გვარების ურთიერთდაახლოების სურვილით. მსგავსი წესი, ასევე, დადასტურებულია მთელ კავკასიაში და საქართველოს კუთხეებში: ხევში, რაჭაში, აჭარაში, სვანეთში, მესხეთ-ჯავახეთში. ჯიშიანი, ავტორიტეტული ოჯახი სამოყვროდ და სამოკეთეოდ თავისნაირ ოჯახს ეძებდა. და როცა არჩევანს კონკრეტულ ოჯახზე შეაჩერებდა, იწყებდა მასთან ნათესაური კავშირის დამყარებას: აკვანში მწოლიარე ვაჟის ბიძა „ნიშანს“ – სიმბოლურ საჩუქარს (ვერცხლის ფული, ძეწკვი…) წაიღებდა, … Read more ქორწილი

ყოფითი კულტურა სწორფრობა

ხევსურეთის გაუკუღმართებულმა ყოფამ გასული საუკუნის შუახანებამდე შემოინახა ქალ-ვაჟის ურთიერთობის ის უჩვეულო ფორმა, რომელიც „სწორფრობის“ სახელწოდებითაა ცნობილი.„სწორფერი“ ნიშნავს გულსა და მსგავსს.დაუოჯახებელ ხევსურ ქალ-ვაჟს (სხვა კუთხის ვაჟთან ქალი არ დაწვებოდა) ჰქონდათ უფლება მთელი ღამის განმავლობაში ერთად წოლისა და ალერსისა. წელსზემოთ ეხებოდნენ ერთმანეთს, წელსქვემოთ – არა. მათ შუა იდო ალესილი მახვილი. ეს იყო სიმბოლური და, ამასთან, საბედისწერო ზღვარი, მკაცრად … Read more ყოფითი კულტურა სწორფრობა

ტალავარი (ტანსაცმელი)

ტანსაცმელს ხევსურები „ტალავარს“ უწოდებენ. ტალავარი შინნაქსოვი შალისგან („ტოლისგან“) იკერება. „ტოლს“ ამზადებენ ქალები. სატალავრე ქსოვილი სქელი, მძიმე და მოუხეშავია. სამაგიეროდ, გამძლეა და დიდხანს ინახება. ქალის სამოსიდან მთავარია „სადიაცო“, ანუ კაბა, რომელიც ლურჯი ან შავი შალისგან მზადდება. კაბის გულისპირი, იგივე „ფარაგი“, ნაირფერი ძაფებითაა ნაქარგი და დამშვენებულია მძივებითა და ღილებით. „სადიაცოსთან“ ერთად, ქალები ატარებენ „ქოქომოს“ და „ქოქოლოს“. ეს უკანასკნელი მსგავსია ქათიბისა, ოღონდ უფრო მოკლეა და წელში გამოყვანილი. ქალის სამოსში … Read more ტალავარი (ტანსაცმელი)