მიღმახევი

მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ. ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან. ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ. სოფელ … Czytaj dalej

ბაკურხევი

ფხიტუს უღელტეხილის იქით, გუდამაყარში, ბაკურხევის ხეობის სათავეში, მდებარეობს ორი ხევსურული სოფელი გორული და საკერპო. ძველად ბაკურხევის ამ სოფლებში ‘’კერპების მჭედელი’’ დევები მდგარან, რომელნიც უკანახოს ფუძის ანგელოზის ჯვარს ამოუხოცავს. ‘’ეგენი ჩემს ყმებს გზას არ აძლევენო’’ . შემდეგ ეს ადგილი დაუკავებიათ ‘’ოსებს’’, რომლებიც ბაცალიგოდან გადასულ ფიცხელაურებს გაუყრიათ და თავად დამდგარან. ბაკურხევიდან არის გადასასვლელი ხევში. მომზადებულია შოთა არაბულის … Czytaj dalej

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Czytaj dalej