კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ინვენტარიზაცია ხევსურეთში

ხევსურეთის ტერიტორიაზე, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების– ციხე-კოშკების ნაშთების, ჯვარ-ხატებთან დაკავშირებული ნაგებობების,ხევსურული საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურიძეგლების გამოვლენისა და შესწავლისათვის 2008 წელს ფართომასშტაბიანისამუშაოები განხორციელდა. გამოვლინდა და აღინუსხა პირაქეთა ხევსურეთისძნელად მისასვლელ მთის კალთებზე გაბნეული ისტორიულ-არქიტექტურულიდა არქეოლოგიური ძეგლები, შესრულდა მათი ფოტოფიქსაცია, გამოიხაზა გეგმები,დაზუსტდა ძეგლების ადგილმდებარეობა, GPS-ით დაფიქსირდა ძეგლებისკოორდინატები, განისაზღვრა არაერთი ძეგლის ფუნქცია.ინვენტარიზაციის შედეგად, დაფიქსირდა სხვადასხვა ხასიათის (საკულტო,თავდაცვითი … Read more

ხევსურული სჯული და კანონები

დღევანდელ ხევსურეთში სჯული, რომელიც უძველესი დროიდან მომდინარეობს და ‘’ხთის გაჩენილია’’  (ღვთაებრივი წარმოშობის’’. – ‘’ღვთის სამართალი ვირწმუნოთ, ბექათგან გაჩენილია’’, – ნათქვამია ‘’შაჰ-ნავაზიანში’’), ყველაზე ბოლოს მეფე ერეკლეს კარზე ხევსურ სჯულმდებელთა მიერ შეთანხმებულ მაშინდელ სამართალს მიჰყვება. ამ სჯულს ყველა ემორჩილებოდა. გადმოცემით მეფე ერეკლეს დაუწესებია ‘’სანასკვო’’ (თუმცა იგი უფრო ძველი დროიდან უნდა მომდინარეობდეს), რომლის მიხედვითაც ურჩთა მიმართ რჯულის კაცთა … Read more

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება … Read more

ღულელნი

სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. გადმოცემით, ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია. ქისტაურნი არიან ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავის, … Read more

ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია. ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). … Read more

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Read more

თემი

ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს ოდითგანვე თავისი სამან – სამძღვრით დადგენილი მთა, ბარი, ტყე და წყალ – ჭალა. თემსა თუ სოფელს ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ჰყოლია. ურთიერთშორის ყველა სადავო საკითხი წყდებოდა კოლექტიური … Read more

ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Read more

მტრისთვის მარჯვენას მოჭრა

ასეთი ტრადიცია ხევსურებს არ ჰქონიათ. მკლავის, თავის მოკვეთის და საფლავზე დაკვლის წესს ხევსურთა მეზობლები მისდევდნენ და მათი გავლენით ხევსურეთში მოწინააღმდეგისთვის მარჯვენა ხელის მტევნის მოკვეთის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი და ისიც, როგორც გადამთიელ მტერზე შურისძიების, მისი მოკვლის დამამტკიცებელი საბუთი (ნივთმტკიცება) და არა როგორც ჩვეულება. ამას მოწმობს ძველი ხევსურული ლექსიც:’’.. ლეკსა ხოცს, ხელს კი არა სჭრის: ხევსურის … Read more

დამარხვის წესი

როგორც თემები იყოფოდა გვარად, ძირად, მამებად, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ‘’საიქიო’’ ცხოვრებაზეც, რაც გამოიხატებოდა სასაფლაოების ‘’ანდაბებად’’ დანაწილებაში, სადაც კვლავ ცალკე გამოიყოფოდა გვარის, ძირის და მამიშვილობათა საფლავები. ხალხის წარმოდგენით, საიქიოშიც გრძელდებოდა ცხოვრება და ამა თუ იმ გვარის მკვიდრები ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ხევსურთა გორშეღმის ხეობიდან საარაგვოზე განსახლებისა თუ ერთი რომელიმე სოფლიდან საცხოვრებლად მეზობელ ადგილებში გადასვლის შემდეგაც კი მიცვალებულს … Read more

მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Read more

ხევსურთა უქმეები

ხევსურთა, განსაკუთრებით პირიქითა მხარის, ყოფა გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლით და ნაირგვარობით. გარდა შაბათ-კვირისა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დათქვამენ უქმედ კიდევ ორ დღეს – ორშაბათსა და პარასკევს. გადმოცემით ეს დღეები ‘’მეფე ერეკლეს დაუწესებია’’ ხევსურთათვის. ამ უქმე დღეების გარდა ტრადიციულად უქმობენ კიდევ ყველა საჯვარო (რელიგიურ) დღეობას, ფერისცვალს, კუმეტს, დიდმარხვისა და ათენგენობის წინა … Read more

ხევსურული ლუდი

ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდი აქ ღვთიური სასმელია და ღვთაებათა სადიდებლად დუღს. ხევსურთა თქმით, არაყი ‘’ეშმაკის ნაორთქლია’’ (გაფუებული პურის მარცვლის არაყს ევროპაშიც ‘’ეშმაკის არაყს’’ ეძახდნენ). ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ქსენოფონტეს ხალიბთა სოფლებში უნახავს ლუდი ‘’ქერის ღვინო’’. ფშავ-ხევსურულ ხთიშვილებს ქაჯავეთი რომ დაულაშქრავთ, იმის მერე გაუმწესებიათ ჯვრებში ლუდის დუღილი. ‘’ალბათ, რაც ხევსურეთი არსებობს, სულ იყო ლუდიც, … Read more