არხოტი

არხოტი კავკასიონის ჩრდილოეთით, მდინარე ასას ხეობაში მდებარეობს და ჩრდილოეთ საზღვრის ერთ-ერთ კარს კეტავს, საიდანაც მას ინგუშეთი ესაზღვრება. არხოტის თემის უმთავრესი სალოცავია სოფ. ახიელის მიქიელ მთავარანგელოზის ჯვარი. არხოტი პირაქეთ საქართველოს მხოლოდ უღელტეხილებზე არსებული საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება და დედასამშობლოს მოწყვეტილი არის. დღეს არხოტში სამი სოფელიღაა შემორჩენილი. დანარჩენი სოფლები ადრევე აყრილა და გაუკაცრიელებულა. არხოტის უძველესი გვარებიდან “თათარი” ჯაბუშანურები … Czytaj dalej

ჯუთა და ართხმო

როშკიდან საძელის უღელტეხილით ისტორიულ ხევში გადავდივართ. აქ, სნოს ხეობაში , ყოფილა სამთრეხლოს ტერიტორიაზე ორი ხევსურული სოფელი – ჯუთა და ართხმო მდებარეობს. (ერთხანს კარკუჩაშიც ხევსურები მდგარან, მაგრამ ღუდუშაურებს აუყრიათ). ეს ადგილები ძველად მთრეხლებისა და დიმიაურების ყოფილა. მთრეხლებს დიმიაურები გაუძევებიათ, მთრეხელები-ღუდუშაურებს. შემდეგ ეს ადგილები არაგვის ერისთავის შემწეობით დაუკავებიათ ზეისტეჩოელ არაბულებს (ბიჩინაგურებს), მოგვიანებით გადასულან წიკლაურებიც. მომზადებულია შოთა არაბულის … Czytaj dalej

ურთიერთდამოკიდებულება ხევსურეთის თემებს შორის

ხევსურეთის პირაქეთისა და პირიქითის თემთა მკვიდრნი ცხოვრების წესით და ხასიათით რამდენადმე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რასაც საქართველოს ბართან და ჩრდილოეთის ტომებთან მათი მეზობლობა და ურთიერთობა განაპირობებდა. პირიქითის ხევსურებს, როგორც საზღვრის უშუალო მცველებსა და შედარებით პირქუში ბუნების შვილებს, უფრო თავისუფლად და ამაყად მოჰქონდათ თავი. ზამთრის პერიოდში, რომელიც თითქმის ხუთი-ექვსი თვე გრძელდება, არხოტი, მთასიქითი და მიღმახევი მთლიანად მოწყვეტილია პირაქეთსა … Czytaj dalej

სტუმრის გასტუმრება

ძმისწულებო, აგაშენნასთ, ბარაქა მაგცასთ, მუდამ სალხინო სასმელ ნუ მაგიშალასთ, ზლის ბედისკვერა გაზიდვივასთ, მშვიდობით გამგზავრნასთ, გულის ნაგონარ გიცხადასთ. კაზე მაგიხდიანასთ ზლისად მიყოლაი, მაყვანილი ამ სახლში აათავას, ზალიც ბედიან – დავლათიან გამაიყვანას. შაუნდნას იმ სულებს კი, რომნებიც გზაშია, მგზავრობაში ხელს გიმართევდასთ. მომზადებულია ზურაბ კიკნაძის, ხვთისო მამსიმედიშვილის და ტრისტან მახაურის წიგნის ”ჯვარ-ხატთა სადიდებლები”-ს მიხედვით

სახელისდება

ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა! ღმერთო, შენი დიდებითა, ღმერთო შენი მიცემითა, აქ ნათქვამ თუ იქ მიდიოდას, მკვდართ შანდობა ერგებოდას, სადაც შენ ხარ, (სახელი) სული თქვენი მაიხსენების, სულსამც თქვენს მეეხმარების ტაბლა-საპოხი, ყანწი, ჭურჭელი, როგორც ჩვენს წინ ას, აგრემც თქვენს წინ ას ფერუქცევლად, წაუქცევლად. ცოტაიმც დიდად მოგივლისთ, რიოშიმც წმიდად მოგივლით. ბარაქით შამეედითა, ბარაქით გამეედით, ჩვენ ჯვარ … Czytaj dalej

წყალთ დალოცვა შატილში

ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა. აქ ნათქვამ მანდ მადიოდას, წეს იყვას მართებული, მკვდარს შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ ხარ (სახელი მიცვალებულისა), შენამც გერგების, გეხმარის ეს დადგმულ ტაბლაი, ეს წყალიც შაგინდნას, მაგახმარას ღმერთმ, უწყლოობითამც ნუ ღონდები. სწორ – ამხანიგთამც დაიწვევ წყალზედაც, ტაბლაზედაც. შაგინდნას, მაგახმარას ქრისტიანობის გამჩენ ღმერთმ. შატილი. ჩალხია ჭინჭარაული, 84 წლის, 1943წ. ჩამწერი თ.ოჩიაური. მომზადებულია … Czytaj dalej

შემწყნარებლობა ხევსურისა

ხევსურები წარმართები იყვნენ და ქრისტიანულ შემწყნარებლობას მათი ცხოვრების წესი ვერ ეგუებოდა, რაზედაც ზოგჯერ სამეფო ხელისუფლებაც განგებ თვალს ხუჭავდა, რათა მათში მეომრული სული არ ჩაეკლა და გაჭირვების ჟამს მუდამ გვერდით ჰყოლოდა ეს “ომში მეტად გამოსადეგი ხალხი”. მაგრამ ამ ხალხის მტერთან თუ მოყვარესთან ურთიერთობაში რაღაც განგებით მოქმედებდა ჰუმანიზმის ის დაუწერელი კანონები, რომლებსაც ქადაგებდა ქრისტიანობა და მხოლოდ ჩვენს … Czytaj dalej

ხევსურები და მათი მეზობლები

ხევსურებს ჩრდილოეთის მეზობელ ტომებთან ურთიერთობა თავიანთი წესებით ჰქონდათ დარეგულირებული. თუკი მტრობა ჰქონდათ მეზობლებთან, ისიც უფრო პირადი, საგვარეულო ინტერესებით იყო გამოწვეული, ვიდრე პოლიტიკურით. მართალია რელიგიურმა დაყოფამ ისინი დააპირისპირა, მაგრამ “მოსაზღვრე ტომებთან ურთიერთობის რეგულატორი იყო არა სარწმუნოება, როგორც ხდებოდა ქრისტიანულ და მაჰმადიანურ ტომებში, არამედ ვაჟკაცობა.” (დ. ბენაშვილი) “უნდა ვთქვათ, რომ ძველისძველად კავკასიის მთის სხვადასხვა სოფელში, სადაც ცხოვრობდნენ … Czytaj dalej

უფრის თვალი

ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს აიღებდნენ, წყალში აგდებდნენ და იტყოდნენ: ,, ჩაიშანთას ჩემდ ავით თვალითა, გულითა შემომხედავი, ჩეეშრიტოს თვალი”. შემდეგ ამ წყლით სახეს მოიბანდნენ და საქონსაც შეასხამდნენ. ლოცვა: მლოცველ დედაკაცს ხელში უჭირავს ნახშირი და დანა. … Czytaj dalej

მშობიარობა

ხევსურული ადათით მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეუძლია სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახიან. ამისათვის მშობიარე წინასწარ შეიტანს ქოხში საჭირო ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელს. როცა მუცელი ასტკივდება უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებს, შემდეგ მას აღარავინ მიეკარება. მშობიარე საწოლს გამართავს, თავ ქვეშ ხანჯალს დაიდებს რომ მავნე არ გაეკაროს. ბავშვს ჭიპლარს თვითონ მოსჭრიდა დუქარდით. რაც უნდა მძიმე … Czytaj dalej

პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები ხევსურეთში

Individuals and social groups from the communities in the allocation trends Khevsureti პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების თემიდან გამოყოფის ტენდენციები ხევსურეთში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებრივი ყოფისა და სოციალური სტრუქტურის საკითხები კარგა ხანია მეცნიერთა ცხოველ ინტერესს იწვევს. მკვლევართა უმეტესობა იმ აზრისაა, რომ მთიანეთი თავისი შინაგანი განვითარებით ჩამორჩებოდა ბარის რეგიონებს. ამავე დროს, ისიც ხაზგასასმელია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის … Czytaj dalej

ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს

„ამირიკის დიდს მთავრობას,ხევსურეთის წარმომადგენლობის  თხოვა: ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს, ბალშოვიკებით.გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან,მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და … Czytaj dalej

„ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა

ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ფშავი და ხევსურეთი თავდაპირველი ერთი მხარის _ ფხოვის გაყოფის შედეგად რომაა მიღებული, ამის მიმანიშნებელია მათი ხშირად ერთად მოხსენიება (ფშავ-ხევსურეთი). XV საუკუნეში ფშავისა და ხევსურეთის, როგორც ცალ-ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების, პირველად მოხსენიება … Czytaj dalej

წარწერა ლოდზე (1924წ)

” საქართველო და მისი ხევსურეთი რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ) ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ … Czytaj dalej