კვირაე

მორიგეს შემდეგ ძლიერებით მეორე ადგილზე დგას “კვირაე” (კვირა), რომელსაც “მორიგეს გვერდით უდგას კარავი”. იგი არის შუამავალი და შემწე ხთიშვილებსა და უზენაეს ღმერთს შორის. ხთიშვილთა და დევ-კერპთა ბრძოლა-პაექრობის დროს კვირაეს ხთიშვილთა მხარე უჭირავს და ფარულად ეხმარება. (კვირა – ბერძ. “უფალი”. ძვ. ქართულად – მზის დღე). მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

ადგილის დედა, ანუ ხთიშობელი

მორიგესა და კვირაეს შემდეგ მესამე ადგილზე დგას ხთიშობელი, ანუ ადგილის დედა. ხთიშობელში ხევსურები გულისხმობენ არა ღვთისმშობელს, არამედ უზენაესი ღვთაების, ქვეყნიერების დედას. ადგილის დედა – ხთიშობელი, რომელიც ხევსურეთის ყველა სოფელს საკუთარი ჰყავს, ხალხის წარმოდგენით სხვადასხვა სახეს ატარებს. ზოგან იგი მამრობითი სქესის მატარებელია, ზოგან ხარის, ზოგან გველის ან რაიმე არსების “აღითაა”. ადგილის დედას ჰყვანან “დობილნი” (ასევე სხვადასხვა … Read more

წმინდა გიორგი

ხევსურთა თემ-სოფლების უმთავრეს სალოცავად და ღვთაებად წმინდა გიორგი უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც თვით პირიმზე, სახმთო – ბერი ბაადური, კოპალა შუბნურის ჯვარი და ა.შ. წმ. გიორგიდ მოიხსენიებიან. ამ ხთიშვილთა ქრისტიანი წმინდანის სახელთან დაკავშირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო, რომელშიც მნათობთა (უფრო მთვარის) და მითრას კულტიც მოიაზრებოდა. ხევსურული ხთიშვილნი, რომელნიც წმ. გიორგიდ იხსენიებიან, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულნი არიან და სხვადასხვა დანიშნულებაც … Read more

სამაგანძუროს ხევსურნი

“ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) ეწოდებოდა. ძველად სამაგანძურო უფრო რიცხვმრავალი გვარებისაგან შედგებოდა და ერთიანად მათ “საათაბაკურო” ეწოდებოდა. რომელიღაც პერიოდში ხევსურულ გვარებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა და არაბასა და ჭინჭარას შთამომავლებს გუდანის ჯვრის ძალით დაუმარცხებიათ მოწინააღმდეგენი. სამაგანძუროში შედიოდნენ ფიცხელაური, … Read more

საათაბაკურო

გადმოცემით გუდანის ჯვრის ყმა მაგანძურებს უძველეს დროს საათაბაკურო (საათაბაგურო) ეწოდებოდა. ზოგი ანდრეზით ათაბაკური არაბას, ჭინჭარას და გოგოჭას მამა იყო, ზოგი გადმოცემით კი იგი მომდინარეობს ბაკურიდან ან ათაბაგიდან. ფარნავაზიანთა სამეფო სახლში და შემდგომ ხშირია მეფეთა სახელი “ბაკურ”. ცნობილია ისიც, რომ მთიანეთს ერთხანს განაგებდნენ “შვილნი ბაკურისნი.” რომელიმე ბაკური ან ათაბაგი ხევსურთა მართვისას უნდა დაყრდნობოდა გუდანის ჯვარს და … Read more

ხევსურეთი და ხევსურები

“ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე) “ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო) უწოდებენ ხევსურეთს.” (ს. მაკალათია) “პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე ხევსურეთს უწოდებენ.” (ბ. ჯორბენაძე) დღევანდელი ხევსურეთისა და … Read more

სოფელთა განსახლების ძირითადი ფაქტორები და სოციალური სტუქტურა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Read more

“ჟამნი” ხევსურეთში

XIVსაუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში შავი ჭირი გაჩნდა, რომელიც ისტორიაში “დიდი სიკვდილიანობით” არის ცნობილი. იგი საქართველოში ოქროს ურდოდან შემოვიდა, საქართველოდან კი ეგვიპტე – ევროპამდე გააღწია. ეს პერიოდი ხევსურეთში “ჟამთა მოსვლის” (“ჟამიანობის”) სახელწოდებით მოიხსენიება. იგი რამდენიმე წელს მძვინვარებდა. ანდრეზები “ჟამებს” გადმოგვცემენ, როგორც მოარულ რეალურ ხალხთა და ადგილობრივი მოსახლეობის მათთან კონტაქტს. “ჟამნი ზაფხულში მავიდიან, ზამთარში კი მაიკარგიან ”. … Read more

ხევსური აქიმ-მკურნალნი

ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს აიძულებდათ ჰყოლოდათ გამოცდილი აქიმ-მკურნალნი, რომელნიც ფლობდნენ მკურნალობის საიდუმლოებებსა და იყენებდნენ მცენარეებს, ქვებს, თაფლს, სანთელს, კარაქს, ცხოველთა და ფრინველთა ცალკეულ ორგანოებს, სისხლს, შარდს (“გარბოლის წყალს”)… ყოველ დასტაქარს ჰქონდა მკურნალობის საკუთარი, გასაიდუმლოებული მეთოდი და … Read more

ხევსურეთი თორღვა ძაგანისძის დროს

XIII-XVI საუკუნეში ქართული კულტურის გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში და ძურძუკეთში იგი ფხოვის გზით შედის. ამ ხანებში ხდება ზოგიერთი თავადის აღზევება, რომლებიც სამეფო ხელისუფლებასთან დაპირისპირებით ცალკეულ თემებს იმორჩილებენ, რაც მანამდე საქართველოში არ ყოფილა. ეს გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, მეფის ხელისუფლების დასუსტებით, მეორე მხრივ კი მონღოლთა პოლიტიკის გავლენით. ამ პერიოდს ემთხვევა ჯერ კახეთ-პანკისის ერისთავის … Read more

მთასიქითი

მთასიქითის ხეობა საკმაოდ დიდია და დათვის ჯვრიდან ანატორამდე გრძელდება. მასში შედიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სოფლები – კისტან-ლებაისკარი, გურო-გიორწმინდა და შატილ-ანატორი. ამ სოფლებში უმეტესად პირაქეთა ხევსურეთიდან გადასული ჭინჭარაულები და გოგოჭურები ცხოვრობენ. ჭინჭარაულებს სოფელ გუდანიდან კისტანში გადაუტანიათ საგვარეულო სალოცავის ,,ნახარელა’’ – ხთიშობლის ჯვრის ნიში. სოფელ შატილის საფეხვნოში კი ამ ჯვრის დასტურს საპატიო სკამი უდგას (,,კისტან-დასტურის სკამი’’). მთასიქითის სოფლებში … Read more

ბისოელ-ხახმატელნი და ჭორმეშიონნი

ბისო, ხახმატი და ჭორმეშავი ცალკე თემებს არ წარმოადგენს, მაგრამ განცალკევებული სოფლებია. ძველ დროს ბისო-ხახმატში მდგარან ბუნოელანი, ფილაურნი, ძაღლაურნი, ხეთეშაურნი, მჭედლურნი, ბეგთაურნი და ჭავჭავაძენი. ბისო-ხახმატის დღევანდელ სხვადასხვა წარმომავლობის გვარებს ერთი გვარი – “ქეთელაური” და “ალუდაური” მიუღიათ. ბისოსა და ხახმატს შორის მდებარეობს ფხოველთა უმთავრესი სალოცავი – “გიორგი ნაღვრისპირისა”, ანუ “ნაღვარმშვენიერი”, დედათა, მესაქონლეობის, მიწათმოქმედების ღვთაება, რომელიც ამავე დროს … Read more

წყალსიქითი

წყალსიქითის თემი როშკის წყლის ხეობაში მდებარეობს და სხვადასხვა გვარებით დასახლებულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს. უმთავრესი სოფლებია ქმოსტი, როშკა და ბლო, რომლებიც კიდევ ცალკეულ სოფელ-უბნებისგან შედგება. როშკის გორზე ძველ დროს “დევებს” სამჭედლოები ჰქონიათ გამართული. როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა საკარგყმოში აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყო. “ხევიდან მოსულ” თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელ-როშკიონთა სათემო სალოცავი – დიდგორის … Read more

საარაგვო

“საარაგვოს” უწოდებენ ხევსურეთის არაგვის აუზის ტერიტორიებს ორწყლიდან ოხერხევამდე და მასში მოიაზრებენ ცალკეულ დამოუკიდებელ თემებს: “საგაღმოს” (მოწმაო, გველეთი, დათვისი), ლიქოკს და ბარისახოს, ჩირდილ-ბუჩუკურთა-უკანახოსა და ოხერხევს. ამათგან ლიქოკი უფრო ცალკე დგას. საარაგვოზე ძველად სხვა გვარები მდგარან (ცაბაურ-გოგოჭურნი, ბუჩუკურნი, ხიმშირაულნი, გიგაურნი, სისვაურნი, წიკლაურ-ბექაურნი, ბადრიაულნი…), რომელნიც ჯერ ზურაბ არაგვის ერისთავს , შემდეგ კი სამაგანძუროს ხევსურებს აუყრიათ ადგილიდან და მათი … Read more