მეურნეობა

ხევსურეთში მიწათმოქმედება აშკარად ჩამორჩება მესაქონლეობას. მთის რელიეფი არ იძლევა წლის სამყოფი პურის მოყვანის საშუალებას. კლდოვან ადგილებში დათესილი ქერი და ჭვავი არაა საკმარისი იმისათვის, რათა მოსახლეობამ ადგილობრივი მეურნეობით ირჩინოს თავი. ამიტომაც ხევსურეთის სოფლებში მუდამ მწვავედ იდგა ბართან ეკონომიკური კავშირის აუცილებლობის საკითხი. პურის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტა დედაქალაქისა თუ ბარის რაიონების გარეშე შეუძლებელი იყო. ხევსურული ოჯახის დოვლათის ძირითად წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენდა. რძის პროდუქტების რეალიზაციის გზით იძენდნენ მარცვლეულს, მარილს, … Read more მეურნეობა

ციხე-კოშკები

მუდამ მტრიანი („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ვაჟა) და ბრძოლის ველზე ნაწრთობი ხევსურები დიდი განსაცდელის ჟამს თავდაცვითი დანიშნულების სამხედრო თუ ლებაისკარი საცხოვრებელ ნაგებობებში პოულობდნენ საიმედო თავშესაფარს, შედარებით სიმშვიდესა და ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას. ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. მხარბეჭით … Read more ციხე-კოშკები

დიპლომატია

ხევსურეთში სამართლებრივ საკითხებს ადგილობრივი რჯულ-სამართალი წყვეტდა და აგვარებდა. კუთხის „მაცოდარი“ რჩეული მამაკაცების საბჭო განიხილავდა სადავო, „საარდარაო“ საქმეებს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოჰქონდა შესაბამისი განაჩენი. ხელმძღვანელობდნენ ზეპირი, წერილობით გაუფორმებელი იურიდიული კოდექსით. ისჯებოდა ყველა, ვინც დადგენილ ნორმებს უპასუხისმგებლოდ მოეკიდებოდა და ეთიკისა თუ მორალის მოთხოვნებს არაფრად ჩააგდებდა… ვინაიდან ხევსურებს გამუდმებული სამტრო-სამეგობრო ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, მათ შორის ხშირად ჩნებოდა მწვავე კონფლიქტები. შურისძიებას საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა და წლობით გრძელდებოდა … Read more დიპლომატია

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა,  ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული დარგი იყო. იჭედებოდა როგორც მახვილები, ასევე თოფის ლულები, … Read more საომარი აღჭურვილობა

ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა მთქმელებმა ის მითოლოგიურ გმირად და … Read more ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურების ისტორია

ზურაბ არაგვის ერისთავზე წერს ბესიკ ხარანაული:  „ერთში კი ბედი აღმოგაჩნდა, როცა ისეთ ხალხს გადაეკიდე, რომლებსაც ხრიოკი მიწის და პოეზიის მეტი არაფერი ებადა, ამ ხალხმა დაგამარცხა, არ დაგითმო თავისი მიწის ერთ სევდამც მაგხვდების, ზურაბო, დაგლევდამც სისხლის წყალია…“ ხევსურები უძველესი დროიდან ქართლის მეფეებისგან გათავისუფლებული იყვნენ ყოველგვარი ბეგარისგან და მათ ერთ-ერთ მოვალეობას შეადგენდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრის დაცვა და სამეფო ლაშქარში გასვლა. მებრძოლი ბუ- ნების ხევსურებს … Read more ხევსურების ისტორია

მიგრაცია

ისტორიის განმავლობაში ხევსურებს არაერთხელ მოუწიათ გადასახლება. ჯერ კიდევ IV საუკუნეში, როდესაც წმ. ნინომ ქართლის სამეფოს წარმომადგენლები გაგზავნა იმისთვის, რომ წარმართული მოსახლეობა მოექციათ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ჟამთააღმწერლის ცნობით, „ფხოველებმა დატოვეს სამშობლო და გადავიდნენ თუშეთში“. ეს იყო ხევსურების იძულებითი ნაბიჯი, რათა თავიდან აეცილებინათ საკუთარი რწმენის უარყოფა. XVII-XVIII საუკენეებში ხევსურები იძულებით გადასახლდნენ ერწო-თიანეთში, დუშეთში, ხევში, ქსნის ხეობასა და მთიულეთ–გუდამაყარში. XX საუკუნის დასაწყისში მათი გადასახალება ბარში, შირაქის … Read more მიგრაცია

ხევსურეთი

აღმოსავლეთ კავკასიონზე, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე, ცხოვრობენ ხევსურები – თავისებური ბედისა და ხასიათის მქონე ხალხი, რომელთა დრამატული ყოფა, უცნაური, ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მუდამ იყო მეცნიერთა კვლევის საგანი, მწერალთა და პოეტთა შთაგონების წყარო. სულ რაღაც სამოციოდე წლის წინ ხევსურეთში ჯერ კიდევ შეხვდებოდით შუა საუკუნეებიდან „გადმოსულ“ ანაქრონიზმს – ჯაჭვის პერანგში გამოწყობილ, ხმლით, ხანჯლითა და ფარით შეიარაღებულ … Read more ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთის ფაუნა

არის ერთი ფრინველი, რომლის ხმა მუდმივად ისმის ფშავის და ხევსურეთის, ისევე, როგორც მთელი კავკასიონის ყველაზე მაღალ უღელტეხილებზე და მწვერვალებზეც კი. ეს კავკასიური შურთხია (Caucasian Snowcock) – საკმაოდ დიდი (შინაური ქათმის ზომის) და თითქმის უხილავი ფრინველი, რომლის სტვენა ერთ-ერთი ყველაზე ჩვეული ხმა არის კავკასიონისა, მაგრამ ამ ფრთხილ არსებას ცოტა მოგზაური თუ ხედავს. შურთხი ძალიან მაღლა ცხოვრობს, ზამთარსაც კი სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე … Read more ფშავ-ხევსურეთის ფაუნა