ხევსურული სჯული და კანონები

დღევანდელ ხევსურეთში სჯული, რომელიც უძველესი დროიდან მომდინარეობს და ‘’ხთის გაჩენილია’’  (ღვთაებრივი წარმოშობის’’. – ‘’ღვთის სამართალი ვირწმუნოთ, ბექათგან გაჩენილია’’, – ნათქვამია ‘’შაჰ-ნავაზიანში’’), ყველაზე ბოლოს მეფე ერეკლეს კარზე ხევსურ სჯულმდებელთა მიერ შეთანხმებულ მაშინდელ სამართალს მიჰყვება. ამ სჯულს ყველა ემორჩილებოდა. გადმოცემით მეფე ერეკლეს დაუწესებია ‘’სანასკვო’’ (თუმცა იგი უფრო ძველი დროიდან უნდა მომდინარეობდეს), რომლის მიხედვითაც ურჩთა მიმართ რჯულის კაცთა … Read more ხევსურული სჯული და კანონები

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება … Read more ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ღულელნი

სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. გადმოცემით, ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია. ქისტაურნი არიან ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავის, … Read more ღულელნი

ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია. ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). … Read more ლიქოკი

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Read more გორშეღმა

თემი

ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს ოდითგანვე თავისი სამან – სამძღვრით დადგენილი მთა, ბარი, ტყე და წყალ – ჭალა. თემსა თუ სოფელს ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ჰყოლია. ურთიერთშორის ყველა სადავო საკითხი წყდებოდა კოლექტიური … Read more თემი

ხევსურული “ქათიბები”

ძველი ხევსურული ნაქარგი ნივთები:ბალიშისპირი,საფულე,პერანგი… .

ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Read more ხევსურეთის მდებარეობა

მტრისთვის მარჯვენას მოჭრა

ასეთი ტრადიცია ხევსურებს არ ჰქონიათ. მკლავის, თავის მოკვეთის და საფლავზე დაკვლის წესს ხევსურთა მეზობლები მისდევდნენ და მათი გავლენით ხევსურეთში მოწინააღმდეგისთვის მარჯვენა ხელის მტევნის მოკვეთის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი და ისიც, როგორც გადამთიელ მტერზე შურისძიების, მისი მოკვლის დამამტკიცებელი საბუთი (ნივთმტკიცება) და არა როგორც ჩვეულება. ამას მოწმობს ძველი ხევსურული ლექსიც:’’.. ლეკსა ხოცს, ხელს კი არა სჭრის: ხევსურის … Read more მტრისთვის მარჯვენას მოჭრა