🔜
🔜 უკვე მეშვიდე სეზონის გახსნა
😊
😊
🎆
🎆
ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე / 1 ღამე
ტურის სახეობა: სათავგადასავლო,
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის პროგრამა:
ისტორია
ShatiliTour გთავაზობთ 2 დღიან ტურს ხევსურეთში შატილობის დღესასწაულზე ტურის ხანგრძლივობა: 1 ღამე/ 2 დღე ტურის სახეობა: სათავგადასავლო, ტურის სირთულე: საშუალო ტურის პროგრამა: დღე 1. თბილისი-შატილი 🕗08:00 გასვლა თბილისიდან ხევსურეთის მიმართულებით. ჟინვალის წყალსაცავიდან გზა მიუყვება ფშავის არაგვის ხეობას. ფშავის სოფლების გავლის შემდეგ, გადავალთ პირაქეთა ხევსურეთის ხეობაში. 🕥10:30 – ხევსურეთის პირველ სოფელი ,,კორშა’’-. აქვე გვექნება პიველი შესვენება, ვესტუმრებით … Read more
🔜
🔜 უკვე მეშვიდე სეზონის გახსნა
😊
😊
🎆
🎆
ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე / 1 ღამე
ტურის სახეობა: სათავგადასავლო,
ტურის სირთულე: საშუალო
ტურის პროგრამა:
ყოველგვარი შესავლის გარეშე, წარმოგიდგენთ ყოველკვირეული ჟურნალი „ჴევსურების“ პირველ ნომერს, სადაც იხილავთ: პოლიტიკა: „აქ აღარც თორღვა ძაგანია“, – აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურები მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებს იწყებენ – Shatilitour-ი კარვების ქალაქით იმუქრება. კრიმინალი: ვის გამო იკეჭნავა ხატობას გაგამ თორღვასთან და ვინ ააფრიალა მანდილი? ბერდიას ყელთან შვიდი ნაჭრევი აქვს; გაგიჟებულმა მინდიკაურმა მშობლებთან ჯერ იკეჭნავა, შემდეგ ამოხოცა. „ყვითელი გვერდი“: … Read more
თვეზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე – შატილის მოსახლეობა იმ დაზიანებული გენერატორის შეკეთებას ელოდება, რომელმაც დასახლება უნდა მოამარაგოს. მკაცრი კლიმატის პირობებში სოფელში გათბობის ძირითადი საშუალება ელექტრო გამათბობელია, თუმცა დენი შატილში მხოლოდ 2 საათით ირთვება. მაღალმთიანი სოფელი შესაძლოა მალე მოსახლეობისგან დაიცალოს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში შეშაც პრობლემაა და გზაც. ამბობენ რომ დენის გარეშე ყინვების გადატანას ვერ შეძლებენ.
პრობლემის შესახებ იციან ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც აცხადებენ, რომ აგრეგატი სარემონტოდაა წაღებული და უახლოეს კვირებში პრობლემას მოაგვარებენ.
სოფელ შატილში შექმნილ მდგომარეობაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. სოფელ შატილში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც.
10 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა – 1,5 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა – 2 საათი. … Read more
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების … Read more
11 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ახალი გამოცემის – „არაბულები“ (პოეზია) – წარდგინებაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მხატვარ ბერდია არაბულის ნამუშევრების გამოფენა.
პროექტი “ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის. ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის – ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან … Read more
სოფელი მუცო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის არღუნის მარჯვენა შენაკადთან მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 49 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი. მუცოში დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. ნაგებობებს შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკიცაა. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებსა და მთამსვლელებში. … Read more
არტ-ფესტივალი “ჩირდილი 2015“-ს პროგრამა თემა: ლიტერატურა 8-14 სექტემბერი 2015 8 სექტემბერი – ფესტივალის გახსნა 12:00 – თბილისიდან გამგზავრება 14:00 -15:00 – ჩარგალში ჩასვლა და ვაჟა ფშაველას მუზეუმის მონახულება 15:30 – 16:30 – ლანჩი სასტუმრო კორშაში 17:00 – „არტფესტ ჩირდილი 2014“ ფესტივალის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების და ფოტო გამოფენა, ჩირდილში. 17:15 – მონაწილე მწერლების წარდგენა, … Read more
5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► … Read more
ხევსურული ზეპირსიტყვიერების ძეგლებს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მითოლოგიურ ლექსებსა და გადმოცემებს, რომელთა გულისგულს ღვთის შვილთა ანუ ლოკალური ხასიათის დარგობრივ ღვთაებათა გაჩენისა და თავგადასავლების მხატვრული თხრობა შეადგენს. უძველესი სიუჟეტის თანახმად, ციურ ძალთა პანთეონში უზენაესი ღვთაებაა მორიგე (“მორიგე ღმერთი“), რომელიც ქვეყნის მართვაში უშუალოდ არ მონაწილეობს (მას საამისოდ სათანადო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი ხელქვეითები ჰყავს) და, როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური წესრიგის … Read more
ხევსურთა სარწმუნოებრივი სისტემა სიმბიოზია წარმართობისა და ქრისტიანობისა. ღვთაებათა სიმრავლე ანუ პოლითეიზმი დასტურია იმისა, რომ უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. მათ სწამდათ ცა-ღრუბლისა და ლაშქრობის, მეკოპრობისა (მეკობრეობა) და მონადირეობის, სვილიერებისა და საქონლის მფარველ ღვთისშვილთა არსებობა. ეთაყვანებოდნენ და ემსახურებოდნენ ზეციური ძალების მიწიერ საბრძანისებს, ანუ ჯვარ-ხატებს, მიჰქონდათ მათთვის შესაწირი წლის გარკვეულ დროს. ჯიხვისა და ირმის რქებით ამკობდნენ ნიშებს, სათემო და სასოფლო სალოცავებს, საკულტო … Read more
ხევსურეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც დღემდე შემორჩა მიცვალებულის კულტის ამსახველი ძველთაძველი წეს-ჩვეულებები და მაღალმხატვრული სამგლოვიარო პოეზია, ე.წ. ხმით ნატირლები. გარესამყაროსგან თვეობით მოწყვეტილ და დიდწილას იზოლირებულ ხევსურეთში სავალდებულო ზნეობრივი და მორალურ-ეთიკური ნორმების ჩარჩოებში იყო მოქცეული ღირსეული წინაპრების ხსოვნისა და სახელის ხაზგასმული პატივისცემა. ადამიანი აღსასრულის შემდგომ იმ ღვაწლით და ამაგით ფასდებოდა, რაც მას მშობლიური კუთხის, ანდა მთლიანად ქვეყნის მიმართ მიუძღოდა; საამაყო … Read more