ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა … Czytaj dalej

მტრისთვის მარჯვენას მოჭრა

ასეთი ტრადიცია ხევსურებს არ ჰქონიათ. მკლავის, თავის მოკვეთის და საფლავზე დაკვლის წესს ხევსურთა მეზობლები მისდევდნენ და მათი გავლენით ხევსურეთში მოწინააღმდეგისთვის მარჯვენა ხელის მტევნის მოკვეთის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი და ისიც, როგორც გადამთიელ მტერზე შურისძიების, მისი მოკვლის დამამტკიცებელი საბუთი (ნივთმტკიცება) და არა როგორც ჩვეულება. ამას მოწმობს ძველი ხევსურული ლექსიც:’’.. ლეკსა ხოცს, ხელს კი არა სჭრის: ხევსურის … Czytaj dalej

დამარხვის წესი

როგორც თემები იყოფოდა გვარად, ძირად, მამებად, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ‘’საიქიო’’ ცხოვრებაზეც, რაც გამოიხატებოდა სასაფლაოების ‘’ანდაბებად’’ დანაწილებაში, სადაც კვლავ ცალკე გამოიყოფოდა გვარის, ძირის და მამიშვილობათა საფლავები. ხალხის წარმოდგენით, საიქიოშიც გრძელდებოდა ცხოვრება და ამა თუ იმ გვარის მკვიდრები ერთად უნდა ყოფილიყვნენ. ხევსურთა გორშეღმის ხეობიდან საარაგვოზე განსახლებისა თუ ერთი რომელიმე სოფლიდან საცხოვრებლად მეზობელ ადგილებში გადასვლის შემდეგაც კი მიცვალებულს … Czytaj dalej

მკვდრის კულტი ხევსურეთში

დიდი ტრაგედია იყო ხევსურთათვის ნებისმიერი პიროვნების გარდაცვალება, რადგან სოფლისთვის თითოეული ხევსურის სიკვდილი მეომრის სიკვდილი იყო. რაც გინდა ბეჩავი ყოფილიყო იგი, სახელიანი ვაჟკაცის დარად, უებრო გმირის სახელით დაიტირებდნენ, ცხენ-იარაღს, სასმელ-საგზალს, ტალავარს, წყალს, ცეცხლს დაულოცავდნენ საიქიოსთვის, რადგან ხევსურთა წარმოდგენით მიცვალებული სულეთშიც განაგრძობდა ცხოვრებას. როგორც ცოცხლებს ჰქონდათ სააქაოს მტკიცედ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები ღვთისმსახურებისა, სტუმარ-მასპინძლობისა, მლოცავ-მკითხავთა და ა.შ. ასევე მიცვალებულთათვისაც … Czytaj dalej

ხევსურთა უქმეები

ხევსურთა, განსაკუთრებით პირიქითა მხარის, ყოფა გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლით და ნაირგვარობით. გარდა შაბათ-კვირისა, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დათქვამენ უქმედ კიდევ ორ დღეს – ორშაბათსა და პარასკევს. გადმოცემით ეს დღეები ‘’მეფე ერეკლეს დაუწესებია’’ ხევსურთათვის. ამ უქმე დღეების გარდა ტრადიციულად უქმობენ კიდევ ყველა საჯვარო (რელიგიურ) დღეობას, ფერისცვალს, კუმეტს, დიდმარხვისა და ათენგენობის წინა … Czytaj dalej

ხევსურული ლუდი

ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდი აქ ღვთიური სასმელია და ღვთაებათა სადიდებლად დუღს. ხევსურთა თქმით, არაყი ‘’ეშმაკის ნაორთქლია’’ (გაფუებული პურის მარცვლის არაყს ევროპაშიც ‘’ეშმაკის არაყს’’ ეძახდნენ). ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ქსენოფონტეს ხალიბთა სოფლებში უნახავს ლუდი ‘’ქერის ღვინო’’. ფშავ-ხევსურულ ხთიშვილებს ქაჯავეთი რომ დაულაშქრავთ, იმის მერე გაუმწესებიათ ჯვრებში ლუდის დუღილი. ‘’ალბათ, რაც ხევსურეთი არსებობს, სულ იყო ლუდიც, … Czytaj dalej