გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი….

[audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/01/ROGOR-MIYVARDI.mp3|titles=გიორგი არაბული – როგორ მიყვარდი]უსიტყვოდ მტოვებ, …უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა, მე უშენობა რომ არ შემეძლო, შენ სწორედ ამან გაგათამამა. რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ, ისევ თუ მინდა შენი დანახვა, შენი სიტყვები…. ‚ო რა კარგი ხარ…’ ახლა სადა ხარ, ახლა სადა ხარ?… …კარავი… კოცნა… ალერსი…. სითბო, თითების სითბო, შენი თითების, ო, ის აპრილი…. იმ აპრილს თითქოს … Czytaj dalej

გიორგი არაბული – ხევსური

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, თორღვას ციხეში არწივის ბუდე. მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე, ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური, ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე, ამიტომ … Czytaj dalej

გიორგი არაბული – * * *არ გეგონოს

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ, მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი, ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს, რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი. სიყვარულისა რა გითხრა ქალავ, თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს, შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ, ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ. არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ, ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ, ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ … Czytaj dalej

გიორგი არაბული – მე და შენ ღმერთო..

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი), არ შეგვიძლია, რომ სხეული წამებას მივცეთ, ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე. გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის, მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში, ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის, სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო … Czytaj dalej

გიორგი არაბული – გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ, ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა, თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ, მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ, ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ. ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი, ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა … Czytaj dalej

გიორგი არაბული – ზეცას შახენეო აპარეკავ

”ზეცას შახენეო აპარეკავ, მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,” ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ, ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!” ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით.” ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო, მამშორდ გაიგონე ნაუბარი!” ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას, მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ, ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ, ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.” ღამე უტეხია მათ საუბარს, დილა გათენებულ ნამიანი, რიჟრაჟს არყიანი … Czytaj dalej

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან და ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არ ვართ სანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი არა გვაქვ მაგრამ ხმალითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრამ ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძლიერის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება … Czytaj dalej

ხევსურული ნანა

დაიძინე, ქალავ, თორო შავი ღამე ფშვინავს, დაიძინე დედის თოლო, დაიძინე, შვილავ!.. ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის, ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს, მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო, დაიძინე, ქალავ!.. ღამეა და უღამური ღამე – არც ვარსკვლავი ბზინავს. დავიღალე… დაიძინე, ქალავ! დაიძინე, დედის თოლო, ძილს სიმშვიდე მოჰყავს. დაიძინე, ქალავ, თორო გაბაცდება ლოყა. მამაშენი ქარაფებში ათევს, ჯიხვის მწვადებს ჩამოგიტანს მამა… … Czytaj dalej

ფოლკლორი

ansambli pshavi – Yvavilispero Qalao [audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/04/ansambli-pshavi-Yvavilispero-Qalao.mp3|titles=ansambli pshavi – Yvavilispero Qalao] ansambli pshavi – Santeli [audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/04/ansambli-pshavi-Santeli.mp3|titles=ansambli pshavi – Santeli] ansambli pshavi – Ghmerto Shen Daloce [audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/04/ansambli-pshavi-Ghmerto-Shen-Daloce.mp3|titles=ansambli pshavi – Ghmerto Shen Daloce] ansambli pshavi – Ase Rom Gicqer [audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/04/ansambli-pshavi-Ase-Rom-Gicqer.mp3|titles=ansambli pshavi – Ase Rom Gicqer] ansambli pshavi – Arxotis Casavit [audio:http://khevsureti.ge/wp-content/uploads/2011/04/ansambli-pshavi-Arxotis-Casavit.mp3|titles=ansambli pshavi – Arxotis Casavit] ALUDA QETELAURI – … Czytaj dalej

ღულელნი

სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. გადმოცემით, ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია. ქისტაურნი არიან ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავის, … Czytaj dalej

ლიქოკი

ლიქოკის თემი ლიქოკის წყლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც ბარისახოსთან უერთდება არაგვს. ლიქოკის ხეობა იწყება შურისციხის ახალაღმოჩენილი ძველი სამაროვნითა და ლიქოკის ჭალით, რომელსაც ძველად ‘’სალაშქრო ჭალა’’ რქმევია. ლიქოკის ხეობაში ძველ დროს ‘’მაგანძურთა მოძმე’’, გვარები, ‘’თათარი’’ ბასხაჯაურები და ბაცბური გვარები მდგარან, რომელთა დიდი ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების ხანებში თუშეთს გადასულან, ნაწილი კი ადგილიდან აყრილა ან მეზობლებს ამოუხოცავთ (‘’ჯვარს გაუთავებიან’’). … Czytaj dalej

გორშეღმა

გორშეღმის ხეობა მდინარე არაგვის სათავეში მდებარეობს და უმთავრესად წარმოადგენს ბუდე ხევსურეთს, საიდანაც მოხდა ხევსურთა შემდგომი განსახლებანი. გადმოცემით, გორშეღმის ხეობის სოფლებში გუდანიდან გაყრის შემდეგ დასახლებულან არაბულები და გოგოჭურების ნაწილი, რომელთაც დროთა განმავლობაში ადგილიდან აუყრიათ აქ მდგარი გვარები (კივკოზაურები, წივილაურები, ვეშაგურები, გურგენაულები, გირაულები…) ნაწილი გვარებისა კი არაბულებს ძმად შეჰყრიან (ციხელაური, გორელაური, როსტომაული, ხოშურაული…). გორშეღმის ხეობის სათავეში მდგარა … Czytaj dalej

თემი

ხევსურეთი ხეობების, გვარებისა და სოფლების მიხედვით დაყოფილია თემებად. თითოეულ თემს, შემდეგ სოფელს და გვარს ჰყავს თავისი სათემო, სასოფლო და საგვარეულო ჯვრები. თითოეულ თემს, სოფელს, კომლს და საკუთრივ ჯვარს აქვს ოდითგანვე თავისი სამან – სამძღვრით დადგენილი მთა, ბარი, ტყე და წყალ – ჭალა. თემსა თუ სოფელს ერთპიროვნული მმართველი არასოდეს ჰყოლია. ურთიერთშორის ყველა სადავო საკითხი წყდებოდა კოლექტიური … Czytaj dalej