დები გოგოჭურების სოლო კონცერტი შატილში „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“

ულამაზეს ციხე-ქალაქ შატილში 15 აგვისტოს საპატრიარქოს ანსამბლი „დები გოგოჭურები“ წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“. კონცერტის პირველ ნაწილში, რომელის დასაწყისიც იქნება 15:00 სთზე შატილის ქვითკირებში გაცოცხლდება წარსულის ჰანგები და მოისმენთ ხევსურეთისთვის დამახასიათებელ ფოლკლორის უძველეს ნიმუშებს. ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც დაიწყება 19:00 სთზე შატილის ჭალაზე განთავსებულ სცენაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ დების მიერ მთის მელოდიებზე დამუშავებული სიმღერები. … Read more

არხოტში გაყინული ერეკლე ჭინჭარაულის ტრაგედია და მისი დანატოვარი

2014 წლის 1-ელ იანვარს მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა – არხოტში 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული გაიყინა. პირველ­ იანვარს არხოტის მესაზღვრეებისთვის მიულოცავს ახალი წელი. იქიდან წამოსულს მორყეულ ხიდზე­ ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. 8 კილომეტრი იარა, სოფლამდე ერთი კილომეტრიღა იყო დარჩენილი, რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ­ შეძლო. თანმხლებმა კოცონი დაანთო,­ მაგრამ… ერეკლეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახმა შეიტყო, … Read more

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს

11 ივლისს, 17:00 საათზე, მუშტაიდის პარკში გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. 2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა … Read more

30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი საოჯახო სასტუმრო “კორშა”-ში

გთავაზობთ 3 ლარად, 30%-იან ფასდაკლების ვაუჩერს, 1 ღამე 1 პერსონაზე კვებით ან კვების გარეშე ხევსურეთში. ვაუჩერის წარდგენის შემდეგ ადგილზე მოქმედებს შემდეგი ფასები:   1 ღამე 1 პერსონაზე ორჯერადი კვებით 50 ლარის ნაცვლად 35 ლარად   1 ღამე 1 პერსონაზე კვების გარეშე 25 ლარის ნაცვლად 15 ლარად მყუდრო, საინტერესო, სასიამოვნო გარემო ჯანსაღი დასვენებისათვის. სასტუმრო “კორშა“ და … Read more

საოჯახო სასტუმრო “კორშა”

სოფელი კორშა, ხევსურეთი მასპინძელი: მამუკა არაბული;  599 741 199 ელ. ფოსტა: korshaltd@gmail.com www.facebook.com/Korsha.Guesthouse საწოლი – 25 7 ნომერი. ( 2 ადგილიანი და 3 ადგილიანი) ერთი ღამე (კვების გარეშე) დღეში ერთჯერადი კვებით  დღეში ორჯერადი კვებით  დღეში სამჯერადი კვებით – მენიუში შედის: ჩაი, ყავა, ხინკალი, ხაჭაპური და მაგარი სასმელები (ღვინო, ჭაჭა). სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ეთნოგრაფიული მუზეუმი (მდებარეობს სასტუმროსთან … Read more

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში. 2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული … Read more

საომარი აღჭურვილობა

ხევსურების საბრძოლო არსენალი მათივე ტანისამოსის მსგავსად მრავალფეროვანი იყო. თითოეული ხევსური ცდილობდა შეეძინა საუკეთესო იარაღი, როგორც შემტევი-საბრძოლო, ასევე დამცავი საჭურველი. მათ შეიარაღებაში შედიოდა: თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხმალ-დაშნა, ხმალ-ჯოხა, ხანჯალი, შუბი, მათრახი, საბრძოლო სათითეები, ფარი, უბისფარი, ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, სამკლავეები, საბარკულები, ჯაჭვის ხელთათმანები, სამუხლეები. მრგვალ ხევსურულ ქუდში შიგნიდან ჩაკერებული ჰქონდათ ფოლადის რგოლი. ხევსურეთში მჭედლობა ტრადიციული და განვითარებული … Read more

ხევსური ეროვნული გმირები

ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში უმთავრესი ადგილი უკავია საგმირო-საისტორიო გადმოცემებს. კავკასიონის მთებში მცხოვრებ თავისუფლებისმოყვარე, მეომრული ბუნების მქონე ხევსურებს ერთდროულად უწევდა ჩრდილო-კავკასიური მოთარეშე ტომებისა და სამხრეთიდან ფეოდალური ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხევსურეთის შუა საუკუნეების ეროვნული გმირებიდან გამოირჩევა თორღვა ძაგანი, რომელმაც აღკვეთა მეზობელი ტომების თარეში და ააშენა ციხე-სოფელი მუცო აუღებელი კოშკებით. თორღვა თავისი ძლიერებითა და საქმეებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხურმა … Read more

ალუდა ქეთელაური / Aluda Ketelauri (Audio)

Aluda Ketelauri – mogwons arxvati / ალუდა ქეთელაური – მოგწონს არხვატი [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-mogwons[/soundcloud] Aluda Ketelauri – moval rodisme / ალუდა ქეთელაური -მოვალ როდისმე [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-moval-rodisme[/soundcloud] Aluda Ketelauri – saqartvelo / ალუდა ქეთელაური – საქართველო [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-saqartvelo[/soundcloud] Aluda Ketelauri – tamara/ ალუდა ქეთელაური – თამარა [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-tamara[/soundcloud] Aluda Ketelauri – xars vgevar / ალუდა ქეთელაური -ხარს ვგევარ [soundcloud params=”auto_play=false&show_comments=true”]http://soundcloud.com/khevsureti2/aluda-ketelauri-xars-vgevar[/soundcloud] Aluda Ketelauri … Read more

კოპალას დაარსება ლიქოკში

ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა  კარატისწვერი. ეს წვერი მთაზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეზე გადახედავს ბულალაურთას, ფშავის სოფელს, და მეორე მხარეზე  ლიქოკის ხეობას. ამ ფშაველ-ხევსურების და, ნამეტნავად, ამ ორი სოფლის ადგილს საზღვრავს ეს მთა  კარატისწვერი. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკლებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან. აქ ამოდიოდნენ და ერთიმეორეს ხვდებოდნენ ორივე … Read more

ლადო ჭინჭარაული – “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს”

გრძნობები ვცდილობ, დავცალო გრძნობები, როგორც სასმელი რქაშია. რაცა ვცლი, უფზრო ივსება, ვერ ვხვდები, საქმე რაშია. ბარში ვერ ვნახე პასუხი, იქნებ ვიპოვო მთაშია. ლოთობა ვერას მიშველის, არცა რა ყრია სმაშია. სულით გულს მინდა ვუშველო, ღრენა დამჩემდა ხმაშია. მჭირდება ერთი გორდაი, ერთიც ლურჯაი რაშია. ჩავიცვამ ჯვრიან პერანგსა, გავჩნდები მეცხრე ცაშია. უკენახოელი უკენახოელი, პაპა წინაპარი. ბარში დაბადება, ბედად … Read more

ფოტო კონკურსი: მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული

ფოტო კონკურსი ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ ატვირთე ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://www.facebook.com/khevsureti.ge ან გამოგვიგზავნეთ მეილზე info@khevsureti.ge 22 აპრილს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. *აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე (მაგ:სადაა გადაღებული,რა არის ფოტოზე…) ატვირთვის შემდეგ, ჩვენ ყოველი დღის ბოლოს … Read more

ქეთელაურთა გვარის ანდრეზი

ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ ამასვლისას წითელ გველ ამახყოლივ ხეს. ამის მემრ აყრილან. ზუსტა იმ ადგილში ეკლესია იყვ აშენებული და მემრე ის ეკლესია ჯარებმ დაანგრიეს და სკოლა გაიკეთეს. ეკლესიის მემრ კიდევ ამავიდ … Read more

ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან. თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი … Read more