ანატორელის ჩანაწერები

“ხევსურეთში, ჭირიანობის დროს, დაავადებულები ანატორის აკლდამებში შედიოდნენ და ერთად ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამები და ადამიანების ჩონჩხები დღემდეა შემორჩენილი.” * შავ-თეთრი სოფელი მაქვს. * მეც სიკვდილი ვარ ფანდურითა და არყით ხელში. * სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები, მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია. * გარეთ დავტოვე ცხენი. სახლი. ჩემი ბავშვობა. * გაღმასოფელში ასკილი ყვავის. * სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან … Read more

ტური ხევსურეთში ShatiliTour-თან ერთად

ტურის ხანგრძლივობა: 1 ღამე/ 2 დღე ტურის სახეობა: სათავგადასავლო, ტურის სირთულე: საშუალო ტურის პროგრამა: დღე 1. თბილისი-შატილი 🕗08:00 გასვლა თბილისიდან ხევსურეთის მიმართულებით. ჟინვალის წყალსაცავიდან გზა მიუყვება ფშავის არაგვის ხეობას. ფშავის სოფლების გავლის შემდეგ, გადავალთ პირაქეთა ხევსურეთის ხეობაში. 🕥10:30 – ხევსურეთის პირველ სოფელი ,,კორშა’’-. აქვე გვექნება პიველი შესვენება, ვესტუმრებით ხევსურეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც დაცულია XVIII-XIXსს ხევსურეთის … Read more

ტური ხევსურეთში – “შატილობა 2018”

ShatiliTour გთავაზობთ 2 დღიან ტურს ხევსურეთში შატილობის დღესასწაულზე ტურის ხანგრძლივობა: 1 ღამე/ 2 დღე ტურის სახეობა: სათავგადასავლო, ტურის სირთულე: საშუალო ტურის პროგრამა: დღე 1. თბილისი-შატილი 🕗08:00 გასვლა თბილისიდან ხევსურეთის მიმართულებით. ჟინვალის წყალსაცავიდან გზა მიუყვება ფშავის არაგვის ხეობას. ფშავის სოფლების გავლის შემდეგ, გადავალთ პირაქეთა ხევსურეთის ხეობაში. 🕥10:30 – ხევსურეთის პირველ სოფელი ,,კორშა’’-. აქვე გვექნება პიველი შესვენება, ვესტუმრებით … Read more

ყოველკვირეული ჟურნალი “ჴევსურები”, N1

ყოველგვარი შესავლის გარეშე, წარმოგიდგენთ ყოველკვირეული ჟურნალი „ჴევსურების“ პირველ ნომერს, სადაც იხილავთ: პოლიტიკა: „აქ აღარც თორღვა ძაგანია“, – აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურები მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლებს იწყებენ – Shatilitour-ი კარვების ქალაქით იმუქრება. კრიმინალი: ვის გამო იკეჭნავა ხატობას გაგამ თორღვასთან და ვინ ააფრიალა მანდილი? ბერდიას ყელთან შვიდი ნაჭრევი აქვს; გაგიჟებულმა მინდიკაურმა მშობლებთან ჯერ იკეჭნავა, შემდეგ ამოხოცა. „ყვითელი გვერდი“: … Read more

შატილი ელექტროენერგიის გარეშე (ვიდეო)

თვეზე მეტი ელექტროენერგიის გარეშე – შატილის მოსახლეობა იმ დაზიანებული გენერატორის შეკეთებას ელოდება, რომელმაც დასახლება უნდა მოამარაგოს. მკაცრი კლიმატის პირობებში სოფელში გათბობის ძირითადი საშუალება ელექტრო გამათბობელია, თუმცა დენი შატილში მხოლოდ 2 საათით ირთვება. მაღალმთიანი სოფელი შესაძლოა მალე მოსახლეობისგან დაიცალოს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში შეშაც პრობლემაა და გზაც. ამბობენ რომ დენის გარეშე ყინვების გადატანას ვერ შეძლებენ.

პრობლემის შესახებ იციან ენერგეტიკის სამინისტროში, სადაც აცხადებენ, რომ აგრეგატი სარემონტოდაა წაღებული და უახლოეს კვირებში პრობლემას მოაგვარებენ.

სოფელ შატილში შექმნილ მდგომარეობაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. სოფელ შატილში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც.

Read moreშატილი ელექტროენერგიის გარეშე (ვიდეო)

შატილობა 2016 / Shatiloba 2016

10 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა – 1,5 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა – 2 საათი. … Read more

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მქონე სოფლები ფშავ-ხევსურეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების … Read more

არაბულების პოეზიის პრეზენტაცია

11 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიწვევთ ახალი გამოცემის – „არაბულები“ (პოეზია) – წარდგინებაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მხატვარ ბერდია არაბულის ნამუშევრების გამოფენა.

ხმა მიეცით პროექტს – ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”

პროექტი “ტრადიციული კულტურის ცენტრი/სახელოსნო ,,არაბული ArtHouse” მიზნად ისახავს მინანქრის სკოლის გახსნას მთაში მცხოვრები ხევსური ბავშვებისთის. ხევსურეთში, კერძოდ კორშაში, ტრადიციული კულტურის ცენტრი / სახელოსნო ,,არაბული ArtHouse”-ი გაიხსნა. იგი მოიცავს ტრადიციული ხევსურული ხელსაქმის – ფარდაგის ქსოვა, ქარგვა, ხევსურული ტალავრის წარმოება, ტოლის ქსოვის აღდგენა, ხის ნაკეთობების, მჭედლობა და ა.შ. ამჟამად გვინდა დავამატოთ მინანქრის კურსი ბავშვების ინტერესიდან და მოთხოვნიდან … Read more

როგორ გამოიყურება მუცო – დაათვალიერეთ ციხე-სოფლის უნიკალური ნაგებობები

სოფელი მუცო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის არღუნის მარჯვენა შენაკადთან მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 49 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი. მუცოში დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. ნაგებობებს შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკიცაა. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებსა და მთამსვლელებში. … Read more

ათი მოსახლის იმედად დარჩენილი შატილი

ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები­ ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილში მუდმივად ათი კაცი ცხოვრობს, ზაფხულობით კი 30-მდე კომლი ბრუნდება. გარდა შატილისა, ადგილობრივ ადმინისტრაციაში შემავალ ცხრა სოფელში სულ 10 მოსახლეღაა დარჩენილი. 3 კილომეტრში უკვე სასაზღვრო ზონა იწყება, 800 მეტრში კი რუსები დგანან. … Read more

არტ-ფესტივალი ჩირდილი 2015

არტ-ფესტივალი “ჩირდილი 2015“-ს პროგრამა თემა: ლიტერატურა 8-14 სექტემბერი 2015 8 სექტემბერი – ფესტივალის გახსნა 12:00 – თბილისიდან გამგზავრება 14:00 -15:00 – ჩარგალში ჩასვლა და ვაჟა ფშაველას მუზეუმის მონახულება 15:30 – 16:30 – ლანჩი სასტუმრო კორშაში 17:00 – „არტფესტ ჩირდილი 2014“ ფესტივალის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების და ფოტო გამოფენა, ჩირდილში. 17:15 – მონაწილე მწერლების წარდგენა, … Read more

ფოტო კონკურსი

ვისაც გიყვართ, გიმოგზაურიათ, ან ხართ ხევსური, გაქვთ გადაღებული საინტერესო ფოტოები, მაშინ გამოგვიგზავნეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/khevsureti.ge მესიჯებში. 3 სექტემბერს ღამის 00:00 საათზე დაიხურება კონკურსი. თემა ზოგადია “ხევსურეთი”- მთა, ხალხი, კულტურა… ყველაფერი ხევსურული. ✔ გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი და მოკლე ინფო ფოტოზე, დაასათაურეთ (მაგ: სადაა გადაღებული, რა არის ფოტოზე…) ერთ მონაწილეს მხოლოდ 3 ფოტოს ატვირთვის უფლება აქვს. … Read more

შატილობა 2015

5 სექტემბერს ხევსურეთში, სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. ღონისძიების სავარაუდო პროგრამა: ►ადგილობრივი და მოწვეული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ► ინდივიდუალური შემსრულებლები ►მწერლები და პოეტები ►დოღის მოწყობა და ტრადიციული რიტუალის შესრულება ►ლუდის კოდის დალოცვა. ►პრიზების გადაცემა გამარჯვებულთათვის ►ღამის კოცონი ►ფოიერვერკი ►დღის კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი 14სთ ►გალა კონცერტის ხანგრძლივობა-2 საათი. დასაწყისი-20სთ სავარაუდო ანსამბლები: ► … Read more