ხევსურული ტანისამოსი

ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით,მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა.ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისგან,რომელთაც ძველებური ჩაცმა აღარ შერჩენიათ. ხევსურულ ტანისამოსს  ტალავარი ეწოდება.ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერება,რომელსაც ხევსური ქალები ამზადებენ.ტალავრის შეკერევა და მორთულობა აქ თითქმის ყველამ იცის,ამაში ქალებს პატარაობიდან ავარჯიშებენ. ხევსურული ტალავრის შეკერევა მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენს,რადგანაც მისი გამოჭრილობა და ფორმა უცვლელია … Czytaj dalej

კეჭნაობა

ხევსურეთში  შურისძიების უფრო მსუბუქი ფორმაც არსებობს,რომელსაც კეჭნაობას უწოდებენ. კეჭნაობა ხევსურეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და იშვიათია ხევსური დაუკეჭნავი  იყოს და მას თავ-პირი დაშნითა და საცერულით დასერილი არ ჰქონდეს,ამიტომ კეჭნაობაში და იარაღის ხმარებაში ხევსურები პატარაობიდან ვარჯიშობენ,ჯერ ხის დაშნებით და ფარებით,შემდეგ კი ნამდვილ ხმლებზე და ფარებზე გადადიან. კეჭნაობაში მთავარია,გავარჯიშებული ხელი და კარგი ხმალი გქონდეს,ისე,რომ ხმლის ერთი მოქნევით მეშუღლეს მსუბუქი … Czytaj dalej

ხახმატის-ჯვარი

ხახმატის ჯვარიც ხევსურეთში ძლიერ ხატად ითვლება და მასაც წმ.გიორგიობით ლოცულობენ.ხახმატის-ჯვარი უფრო ქალების მფარველ ღვათაებად არის მიჩნეული,მას ქალები შვილიერობასა და ვაჟიანობას შესთხოვენ.ამ მიზნით ქალები მას მწევრის საფლავზე ციკანს სწირავენ.ხახმატ-ჯვარის ერთი მწევარი ჰყოლია და ციკანი მას მოუნდებაო.მშობიარე ქალი მშობიარე ქალი ხახმატის ჯვარს ევედრება მშვიდობიან მოლოგინებას და მის დობილებს აშექალს,მზექალს და სამძიმარს სადობილო კვერებს უცხობს. ხახმატის-ჯვარი აგრეთვე ითვლება … Czytaj dalej

„ხატის მსახურნი”

ხევსურეთში ხუცესი ორგვარია, სულის ხუცი და ხატის ხუცი.სულის ხუცესის მოვალეობას შეადგენს მიცვალებულის წესის რიგის შესრულება,ტაბლების კურთხევა,სულის წყაროს დალოცვა და სხვა.ეს არ შეუძლია ხატის ხუცესს,რომელსაც ეკრძალება მიცვალებულის ოჯახში შესვლა,რადგან ხევსურები ფიქრობენ რომ მიცვალებული უწმინდურია და ხატი დაგვმიზეზავსო.ამიტომ ხატის ხუცესს ევალება მხოლოდ ხატის სამსახური და მისი წესების უმწიკვლო შესრულება,ის ხატში ხალხს ამწყალობლებს,საკლავებს ხოცავს ,საღვთოს იხდის და სხვა. … Czytaj dalej

ხევსურული სახელები

ხევსური მამაკაცის სახელებია:ახალა, აბაისძე, ადუა, აბა, აფშინა, ახვა, ალეკა, ალეკმამა, ალუდი, აპარეკა, ალუდაური, ბაბუტი, ბერდია, ბაბუა, ბაიჭაური, ბათირა, აბიკა, ბეწინა, ბაბო, ბაბუხური, ბაბუკი, ბეკია, ბაჭია, ბაჭყი, ბაია, ბახა, ბაბღია, ბაჩაყაური, ბაღათერა, ბახურა, ბაბურაული, გუგუა, გრანჯა, გამახელა, გოგოთური, გარსია, გიგიტა, გიგია. დია, დათვია, კუკუა, ხირჩალა, ჩუა, თორღვა, თათია, თათუა, ოჟია, მგელა, ჩაჩაური, ჯურკა, უშიშა, მინდია, კრუა, … Czytaj dalej

სოფელ გველეთის სალოცავი

სოფელ გველეთის მთავრი სალოცავი მდებარეობს სოფლის თავზე,მისგან საკმაოდ შორს და მას მთავარანგელოზის ჯვარი ეწოდება. თავდაპირველად ის სალოცავი ღვთისია ხუცესის თქმით გიგაურების სალოცავი იყო,როდესაც გიგაურები გველეთიდან გადასახლებულან,მათ ადგილზე ბაცალიგოდან ბიჩინაგურთ თემის კაცი გიორგი არაბული გადმოსულა,მაშინ ეს მთავარანგელოზის ჯვარი თავის სალოცავად გაუხდია. ამჟამად გველეთში მოსახლე ხევსურები ყველა ერთი კომლის გარდა გიორგი შთამომავალია. წყარო: შოთა არაბული „ისტორიული თავგადასავალი … Czytaj dalej

თემო არაბულის პოეზია

*** ქალავ გამამყევი *** ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ, მთაში მისავალი წვრილი ბილიკები, ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო, შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები. ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ, განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს, განახებ იებს და განახებ ენძელებს და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს. ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს, და დასასრული არ მივცეთ სიარულს, ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ, ხანდახან ბობოქარს, ამჟამად … Czytaj dalej

შატილი

შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება … Czytaj dalej

მუცო

მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. … Czytaj dalej

კოპალა

გმირი კოპალა ცხენზე ზის, ჩხენი მიდის და გოგდება, მის სამტროდ დევნი აშლილან, ყველა დიდ მთაზე გროვდება… გმირი კოპალას შიშითა დევებს ვერ გაუხარიათ, მისი მარჯვენა მძლავრია, მისი დაკრული მწარეა. * * * კოპალა – ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. … Czytaj dalej

ლადო ჭინჭარაული „უფლება არ მაქვს”

უფლება არ მაქვს, მე შენ მიყვარდე, ქალავ. უფლება არ მაქვს, კიდევ რომ დამწყდეს გული. თუმც ღმერთმა იცის, ჩემს თავთან რასაც ვმალავ, ამ ტიალ გრძნობებს, ვფიქრობ, ვთოკავ და ვუვლი. უფლება არ მაქვს, რომ შეგხვდებოდე სადმე, ფეხით ვიდოდე შენს სიახლოვეს ვაჟი. უფლება არ მაქვს, თუმც ვიტირებდე აგრე, გაზაფხულზე რომ ტირის გასხლული ვაზი. ვინძლო, მიხვდები მთას რად მიმიწევს … Czytaj dalej