კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ინვენტარიზაცია ხევსურეთში

ხევსურეთის ტერიტორიაზე, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების– ციხე-კოშკების ნაშთების, ჯვარ-ხატებთან დაკავშირებული ნაგებობების,ხევსურული საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურიძეგლების გამოვლენისა და შესწავლისათვის 2008 წელს ფართომასშტაბიანისამუშაოები განხორციელდა. გამოვლინდა და აღინუსხა პირაქეთა ხევსურეთისძნელად მისასვლელ მთის კალთებზე გაბნეული ისტორიულ-არქიტექტურულიდა არქეოლოგიური ძეგლები, შესრულდა მათი ფოტოფიქსაცია, გამოიხაზა გეგმები,დაზუსტდა ძეგლების ადგილმდებარეობა, GPS-ით დაფიქსირდა ძეგლებისკოორდინატები, განისაზღვრა არაერთი ძეგლის ფუნქცია.ინვენტარიზაციის შედეგად, დაფიქსირდა სხვადასხვა ხასიათის (საკულტო,თავდაცვითი … Read more

მნიშვნელოვანი შეთავაზება მათ, ვინც დაინტერესებულია ხევსურეთით

თქვენ წინაშეა საიტი, რომელიც ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოს ულამაზესი კუთხის ხევსურეთის შესახებ. საიტი არის ყველასთვის,ვისაც უყვარს ხევსურეთი, პატივს სცემს მის ადათ- წესებს და ხიბლავს მისი უმშვენიერესი და ენითაღუწერელი სილამაზე… გთხოვთ.ყველა დაინტერესებულ ადამიანს მოგვაწოდოთ სურათები,სტატიები, რეალური ამბები და ზოგადად ,ყველაფერი ხევსურეთის შესახებ. . . (ეცადეთ ინფორმაცია იყოს ყველანაირად გადამოწმებული და დაზუსტებული ) მადლობთ.

ხევსურული სჯული და კანონები

დღევანდელ ხევსურეთში სჯული, რომელიც უძველესი დროიდან მომდინარეობს და ‘’ხთის გაჩენილია’’  (ღვთაებრივი წარმოშობის’’. – ‘’ღვთის სამართალი ვირწმუნოთ, ბექათგან გაჩენილია’’, – ნათქვამია ‘’შაჰ-ნავაზიანში’’), ყველაზე ბოლოს მეფე ერეკლეს კარზე ხევსურ სჯულმდებელთა მიერ შეთანხმებულ მაშინდელ სამართალს მიჰყვება. ამ სჯულს ყველა ემორჩილებოდა. გადმოცემით მეფე ერეკლეს დაუწესებია ‘’სანასკვო’’ (თუმცა იგი უფრო ძველი დროიდან უნდა მომდინარეობდეს), რომლის მიხედვითაც ურჩთა მიმართ რჯულის კაცთა … Read more

ხევსურული საღამო – “ჩემი ხევსურეთი”

9 დეკემბერს, ხევსურული საღამო გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში.
მონაწილეობა მიიღეს,როგორც ბარისახოდან ჩამოსულმა ხევსურებმა ასევე,ადგილობრივებმა.მოეწყო გამოფენა,ბარისახოს სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმაც გამოფინეს სხვადასხვა ნამუშევრები.

ხევსურული საღამო შერატონში
ხევსურული საღამო

Read more

ორი ხევსური (მხატვრული ფილმი)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სტუდია ”სანგუკო”.
ფილმის თემაა დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ. ერთმანეთს ხვდებიან თავისუფალი ახალგაზრდა კაცი და ტრადიციების ერთგული უფროსი თაობის წარმომადგენელი. დაძაბული შეხვედრა მოულოდნელად კომიკურად ვითარდება.

Read more

სახელწოდება „ხევსურეთი“

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, … Read more

მიღმახევი

მიღმახევი მთასიქითის მეზობლად, მდინარე არღუნის (მიღმახევის წყლის) ხეობაში მდებარეობს. მიღმახევის სოფლებს არ ახასიათებს პირაქეთისთვის დამახასიათებელი ტერასულ-კალოიანი არქიტექტურა. ისინი უმეტესად კლდოვან-კოშკოვანია. ამათგან გამოირჩევა ციხე-ქალაქები მუცო და არდოტი, რომელთა გაშენებასა და გამაგრებას თორღვა ძაგანისძეს მიაწერენ. ანდაქ-არჭილოელი ზვიადაურები გიგაურთა გვარის განაყრებად ითვლებიან და აქ დათვის-გველეთიდან მოსულან. ხახაბოელნი საგოგოჭუროში შედიოდნენ და ფშაველ გოგოჭურებთან ერთად ლაშარის ჯვრის ყმანი იყვნენ. სოფელ … Read more

ბაკურხევი

ფხიტუს უღელტეხილის იქით, გუდამაყარში, ბაკურხევის ხეობის სათავეში, მდებარეობს ორი ხევსურული სოფელი გორული და საკერპო. ძველად ბაკურხევის ამ სოფლებში ‘’კერპების მჭედელი’’ დევები მდგარან, რომელნიც უკანახოს ფუძის ანგელოზის ჯვარს ამოუხოცავს. ‘’ეგენი ჩემს ყმებს გზას არ აძლევენო’’ . შემდეგ ეს ადგილი დაუკავებიათ ‘’ოსებს’’, რომლებიც ბაცალიგოდან გადასულ ფიცხელაურებს გაუყრიათ და თავად დამდგარან. ბაკურხევიდან არის გადასასვლელი ხევში. მომზადებულია შოთა არაბულის … Read more

გუდანი

ძველი ანდრეზებით, ‘’ხევსურეთის’’ დასახლების უპირველეს კერად სოფელი გუდანი მიიჩნევა. ‘’თავდაპირველ ხევსურულ გვარებს ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური წარმოადგენდა’’, დანარჩენი გვარები კი შედგებიან სხვადასხვა წარმოშობის მთიელებისაგანო. შეუძლებელია, რომ გუდანის დაარსების დროს ან იმაზე უწინ, ფხოვის ტერიტორიაზე სხვა გვარები არ მდგარიყვნენ. შესაძლოა, რომ ფხოვში რომელიღაც სხვა გვარების მომძლავრებისას შევიწროვებული რამდენიმე გვარი გუდანში ერთად იყრიდეს თავს და ძმად შეყრის … Read more

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი ხთიშვილნი

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც … Read more