Font for www.khevsureti.ge

Type Designers:  Akaki Razmadze,  Irakli Chumburidze Based on: Calligraphy Characters by Shota Arabuli http://on.fb.me/1mTf14I

რა არის სწორფრობა?! – ლელა გაბური

თუ, რა არის სწორფრობა ეს  წინა სტატიაშიც განვიხილეთ, ამჯერად გაგაცნობთ ლელა  გაბურის  წიგნს – “რა არის სწორფრობა?!“ ვფიქრობ  არასწორი იქნებოდა დამეწერა, ამ წიგნის მოკლე შინაარსი, ამიტომ გირჩევთ მთლიანი წაიკითხოთ. ქვემოთ კი ცოტა წიგნის წინასიტყვაობიდან: სწორფრობის არსისა და რაობისთვის. ლელა გაბურის მიზანია  გასაგებად აქციოს სწორფერთა –  “სიყვარულში სადარ-მხვედრთა”(გრ.რობაქიძე)   გარშემო  შექმნილი  შეხედულებების  ძირები, თავისთავად  საგულისხმო  და მნიშვნელოვანი. ავტორი საკმაოდ რისკიან და საინტერესო გზას ირჩევს: ნაცნობი თემის, თუ თვალსაზრისების ვარირებას კი არ … Read more

შატილობა 2011

6-7 აგვისტოს ხევსურეთში,სოფელ შატილში გაიმართება ტრადიციული დღესასწაული “შატილობა”. გრანდიოზული ფოლკლორული კონცერტი, შეჯიბრებები, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, მშვილდისრის სროლა, ცხენების დოღი,გაამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი, მოკლედ ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სიურპრიზებით, ღამე დაინთება დიდი საერთო კოცონი. გამომდინარე შეფერხებებიდან გადაწყვიტა დუშეტის მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რომ შატილობა ჩატარდეს 6-7 აგვისტოს, და ეს თარიღი შენარჩუნდეს მომავალ შატილობებზეც. Khevsureti August … Read more

ჩემი ხევსურეთი

ერთ ძველ და საინტერესო სტატიას წავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, არჩილ ქიქოძის სტატიაა ცხელ შოკოლადში გამოქვეყნებული. ხევსურეთში არის სოფლები, რომლებიც აღარასოდეს აღდგება. დათვისჯვრის უღელტეხილიდან შატილისკენ რომ დაეშვები, ერთ მოსახვევში გუროს ნასოფლარი მოჩანს. შორს ხეობაში ერთი წამით გამოჩნდება ციცაბოზე აშენებული გურო და ისევ მოეფარება თვალს. რამდენიმე წლის წინ კოშკიც მოჩანდა – მერე ჩამოინგრა. აღარ არსებობს. ასეთი … Read more

მაისური

მაისურები  მზადაა,ვაშა! ეს არის ნიმუში,თეთრი მაისური,მუქი  წითელი ხატულით. ზურგზე ტექსტი:”კიდევაც ვნახავ ხევსურეთს…“, ავტორი:ლადო ჭინჭარაული სამწუხაროდ ამ ეტაპზე, დამზადდა 50 მაისური,ამიტომ შეიძლება ყველა მსურველს, ვერ შეხვდეს. ჩვენ ვიქნებით ხვალ, 26 ივნისს, ხევსურულ საღამოზე,მზიურში, სადაც შეძლებთ ყიდვას, ფასი 15 ლარი. 4 საათზე იწყება, თუ ცოტა ადრე მოხვალთ უკეთესი…

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს

26 ივნისს, 16:00 საათზე, ტურისტული კომპანია თებულოტური და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია გეპატიჟებათ ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, სადაც გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. სპეციალურად საღამოსათვის დამზადდება ხევსურული ლუდი. 2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა … Read more

ხევსურული დღეობების კალენდარი

სტილი დღეობები და უქმეები ძველი ახალი 25-XII 7-I ქრისტე 1-I 14-I წელწადნი 2-I 15-I კუმეტი 5-I 18-I წყალკურთხევა 6-I 19-I განცხადება აღება / ხორც. შაბათს. დიდ მარხვის წინა შაბათს მარხვაშამაე / დიდმარხვის წინა ღამეს ურწყნი / დიდმარხვის წინა ორშაბათიდან გრძელდება 2 კვირას თაგვ-ჩიტთ უქმი / აღების მომდევნო ორშაბათს მგელთუქმი / დიდმარხვის პირველ შაბათს სულთაკრეფა / … Read more

მაისურები

საიტის და ზოგადად ხევსურეთის პოლულარიზაციის მიზნით, გვინდა დავბეჭდოთ მაისურები.  ამისათვის კი გვჭირდება დაფინანსება. წინა მხარეს ლოგო, ხოლო ზურგზე ფარ- ხანჯალი და ეწერება ცნობილი,  გამორჩეული გამონათქვამი, ხევსურეთზე,ხალხური ან თანამედროვე მწერლის,პოეტის, შეგიძლით მოგვაწოდოთ თქვენც  ცნობილი ფრაზები. მისაღებია რჩევები და შემოთავაზებები.

ხევსურული საღამო გუდაურში

გუდაურში ღია ცის ქვეშ გრანდიოზული ხევსურული საღამო გაიმართა. დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე, თბილისიდან ჩამოსული ანსამბლები ხევსურული მოტივებით წარსდგნენ. მოხდა ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაციაც. სპეციალურად საღამოსთვის დამზადდა ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნება ყველა სტუმარს შეეძლო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ხევსურეთის აღორძინებას, დაცარიელებისაგან გადარჩენას და ტურისტული პოტენციალის, ადათ-წესების პოპულარიზაციას. ტრადიციულად ხევსურული ფესტივალი … Read more

გიგო გაბაშვილი – ხევსურული

უდიდესი ქართველი მხატვარი – გიორგი (გიგო) გაბაშვილი ქართული რეალიზმის წარმომადგენელია და მას თავისი ადგილი უკავია ქართული ფერწერის განვითარების ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება დამთავრებული ჟანრული და პეიზაჟური სურათების შექმნა, მაგრამ გაბაშვილის სტიქიას პორტრეტი წარმოადგენს. ამ ჟანრში ყველაზე სრულყოფილად გამოვლინდა მხატვრის ტალანტი და ოსტატობა.მან შექმნა საზოგადოების სხვადასხვა ფენების და საქართველოს კუთხეების წარმომადგენელთა გამოსახულებები.გიგო გაბაშვილი ,რომელმაც ბოლოსდაბოლოს თბილისის … Read more

ქორწილი

ხევსურეთში სარძლოს შერჩევას და დანიშვნას დიდი ყურადღება ექცეოდა და ამიტომ ქალ-ვაჟის ჯიშიანობას თუ უჯიშობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა.ჯიშიან გვარად ითვლებოდა ფიზიკურად ჯანსაღი და გმირული წარსულის მქონე გვარები,რომელთა წინაპრები სახელოვანნი იყვნენ თემში.უჯიშო გვარი კი ფიზიკურად სნეული ყოფილა.რაც უნდა მხდალი ყოფილიყო უჯიშო ქალი ჯიშიანი ხევსური მას დაიწუნებდა.ჯიშიანი ქალი თუ უჯიშო ხევსურს მისთხოვდებოდა , მას ნათესავები მოკვეთდნენ როგორც ჯილაგის … Read more

სწორფრობა ხევსურეთში

სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი,  ნათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება … Read more

“ფხოვის” ფშავად და ხევსურეთად გაყოფა

ცნობილია, რომ ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეების ხანებში დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ადგილას ფხოვის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე არსებობდა. როგორც ფშავი, ისე ხევსურეთი, წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. ფშავი და ხევსურეთი თავდაპირველი ერთი მხარის _ ფხოვის გაყოფის შედეგად რომაა მიღებული, ამის მიმანიშნებელია მათი ხშირად ერთად მოხსენიება (ფშავ-ხევსურეთი). XV საუკუნეში ფშავისა და ხევსურეთის, როგორც ცალ-ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების, პირველად მოხსენიება … Read more

ახალი წელი ხევსურეთში

ხევსურები “წელწადს” დიდი სამზადისით ეგებებიან. წინა დღით სახლსა და მის კარმიდამოს ასუფთავებენ და ყველანი ახალი ტალავარით იმოსებიან. ოჯახებში საახალწლოდ არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ერთს დიდ სამეკვლეო კვერს აცხობენ, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ … Read more