ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს | Хевсурети

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს

26 ივნისს, 16:00 საათზე, ტურისტული კომპანია თებულოტური და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია გეპატიჟებათ ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, სადაც გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის

ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს
ხევსურული საღამო - Khevsurian folk evening

მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. სპეციალურად საღამოსათვის დამზადდება ხევსურული ლუდი.
2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურში”, ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია – თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!

დასწრება თავისუფალია

3 myśli na temat “ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს

  • 02/07/2011 o 20:29
    Permalink

    მომწონს ძალიან ეს საიტი და ხშირად გსტუმრობთ… ,,მთის საჩუქარი ბარს,, ეს პროექტი მაბედნიერებს ხალხო!ყოველთვის და ყველგნ მეამაყება ჩემი მხარე და ჩემი წარმოშობა…არხოტელე ხევსური ვარ და გუდამაყრელი ადა გულში და სულში მიყვაარხაართ ამის გამკეთებლებიიი,26 ში ვიყავი ყველზე ბედნიერიი…კარგები ხართ ძალიააან

  • 04/07/2011 o 22:12
    Permalink

    გაიხარეთ,თქვენ გვაძლევთ სტიმულს,დიდი მადლობა 🙂

  • 31/08/2014 o 00:17
    Permalink

    გამარჯობატ მაინტერესებს როდის იმართება ხევსურული და საერთოდ მ|თური ფესტივალები და ასე შემდეგ სიახლეები სად შემილია გავიგო? იქნება საიტია რამე სიახლეების? მადლობთ წინასწარ

Komentarze są wyłączone.