ხევსურული საღამო გუდაურში

გუდაურში ღია ცის ქვეშ გრანდიოზული ხევსურული საღამო გაიმართა. დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე, თბილისიდან ჩამოსული ანსამბლები ხევსურული მოტივებით წარსდგნენ. მოხდა ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაციაც. სპეციალურად საღამოსთვის დამზადდა ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნება ყველა სტუმარს შეეძლო.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ხევსურეთის აღორძინებას, დაცარიელებისაგან გადარჩენას და ტურისტული პოტენციალის, ადათ-წესების პოპულარიზაციას.

ტრადიციულად ხევსურული ფესტივალი 26 ივნისს ტარდება, ეს იყო რიგგარეშე ფესტივალი, მუცოს რესტავრაციას მიძღვნილი.გარდა ამისა, ღონისძიების ერთერთი მთავარი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტად გაჩნდეს ინტერესი ისეთი ისტორიული ძეგლების მიმართ, როგორიცაა შატილი და მუცოს ციხე-სიმაგრე.

გელა დაიაური : ბეჭებგაბზარული მუცო

ჯგუფი ანანური:”არხოტო”


ჯგუფი “თსუ გორდელა”- აყვავებულა არაგვზე დეკა

ჯგუფი “თსუ გორდელა”- დილაო ავდარიანო

ფშაველი მოწვეული ჯგუფი “დები ნაყეურები”

ფიცვერცხლი


დიტო ქისიშვილი


დები ზვიადაურები



ჯგუფი “სიმი”- გუდანის ჯვარო


.

ირაკლი ჭინჭარაული

მერაბ არაბული

ქართული საბრძოლო ხელოვნება


ცეკვა, და ძმა არაბულები

აქ იყო გამოფენილი სხვადასხვა ხევსურული ხელნაკეთი ნივთები.

ფარ-ხანჯალი

27 იანვარს კი ტარდება თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დუშეთში

7 thoughts on “ხევსურული საღამო გუდაურში”

    • გაიხარე, ერთი მწერალი რომ გვყვავდეს უკეთესი იქნებოდა 🙂

  1. უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო, ხალხი დაინტერესდეს მეტად ამ მიტოვებული მხარით, მარტო სიმღერითა და ლექსებით არ შენდება სოფელი… თუმცა კარგი იდეაა, ყურადღებაც ბევრს ნიშნავს… 🙂

  2. თქვენს გვერდით ვარ.ვიმედოვნებ დიდი წარმატება ხვდება წილად ამ საიტს….და რათქმაუნდა ხევსურეთს.მთავარია ვიმუშაოთ ხევსურეთზე ტურიზმის კუთხით.სანახაობრივად ენით აღუწერელი სილამაზეა, არაჩვეულებრივი კულტურა, ფოლკლორი ..ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე მხარეა ხევსურეთი…. 🙂

  3. მთელი გულით მიყვარს ხევსურეთი, ძალიან მინდა ეს ულამაზესი მხარე იყოს დასახლებული და ყველანაირი ყურადღების ქვეშ… მართლაც დიდი პოტენციალის მქონე მხარე, ,,ტურიზმის,, თვალსაზრისით… მწამს როდესმე ისევ დაუბრუნდებიან ხევსურნი მთას. ღმერთმა დალოცოს ხევსურეთი და ხევსურები…

  4. Cпасибо вам огромное…. за это чудесное видео!Мира и спокойствия тебе Грузия!
    Был опечален тем,что столь красивая, молодая пара погибла вместе с детьми.Страшная трагедия,мои искренние соболезнования родным погибших.
    Пусть покоятся с миром.Да простит им Всевышний все их вольные и невольные грехи!

Comments are closed.