ხევსურული ლუდი

ხევსურეთში გამეფებულია ლუდის კულტი. ლუდი აქ ღვთიური სასმელია და ღვთაებათა სადიდებლად დუღს. ხევსურთა თქმით, არაყი ‘’ეშმაკის ნაორთქლია’’ (გაფუებული პურის მარცვლის არაყს ევროპაშიც ‘’ეშმაკის არაყს’’ ეძახდნენ).
ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ქსენოფონტეს ხალიბთა სოფლებში უნახავს ლუდი ‘’ქერის ღვინო’’. ფშავ-ხევსურულ ხთიშვილებს ქაჯავეთი რომ დაულაშქრავთ, იმის მერე გაუმწესებიათ ჯვრებში ლუდის დუღილი.
‘’ალბათ, რაც ხევსურეთი არსებობს, სულ იყო ლუდიც, ლუდის კულტი აქ ძლიერად ბატონობს. ეს სჩანს გვარ-სახელებიდანაც და ხალხური პოეზიიდანაც… ლუდი რიტუალური სასმელი იყო და მისი მოდუღება სალაღობო – საღრეობოდ არ ხდებოდა.
ლუდს ხევსურები მხოლოდ დიდ დღეობებში (მთიბელ-მამკალში ჯვართად) წურავდნენ ჭირსა და ლხინში.
ყველაზე პატივდებულ და შეძლებულ ოჯახს შეიძლება ‘’დიდი ლუდიც’’ ედუღა, საგანგებოდ, გამოსაჩენად, ძველი ხევსურეთის კაი ყმათა მოსაკრებად.
ხევსურთა თქმით, ლუდი ჯანის სარგოა.
ხევსური კაცისათვის ლუდი კეთილშობილი, საღვთო სასმელია. ‘’მხოლოდ ლუდიან თასზე დანთებული სანთლები ანათებენ საიქიოსო. ღმერთი მხოლოდ ლუდით იდიდების. სანთლები მარტო ლუდიან ეკვრისო’’.
ხევსურებმა ‘’.. კარგი ლუდის დაყენება და სიმღერები იცოდნენო’’, უთქვამს ილია ჭავჭავაძეს.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

<a href=”http://www.flickr.com/photos/khevsuretige/5178357130/” title=”Untitled by khevsureti.ge, on Flickr”><img src=”http://farm2.static.flickr.com/1298/5178357130_02374e5ef9.jpg” width=”375″ height=”500″ alt=”” /></a>

5 thoughts on “ხევსურული ლუდი”

  1. მერე შენც დალიე რამდენ საღამოზე არის ხოლმე 🙂

  2. ხევსურული ლუდის რეცეფტი და დაყენების წესი დაწერეთ გთხოვთ
    ან თუ შეგიძლიათ მეილსე მომწერეთ

  3. მე გამიკეთებია ხევსურული ლუდი და გაკეთების თანამიმდევრობაც ჩაწერილი გვაქვს.

  4. მაგ რეკლამაში, რომ ბიჭია ვინმემ იცის ვინ არის?

Comments are closed.