ხევსურეთის მდებარეობა

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა და ჩაჩნეთ-ინგუშეთი ემიჯნება. კავკასიონის წყალ გამყოფი ქედი მას ორ ნაწილად პირიქით და პირაქეთ ხევსურეთად  ყოფს. თავად ხევსურები ხევსურეთს უწოდებენ პირაქეთ მდებარე თემებს, პირიქითლებს კი შატილიონებად არხოტიონებად მიიჩნევენ. საისტორიო წყაროებში ფშავ-ხევსურეთი ფხოვად, ხოლო მისი მოსახლეობა ფხოველებად იწოდებიან. ,,ძუელად ეწოდა ამ ორთა ხეობათა ფხოელნი” , აღნიშნავს ვახიშტი ბაგრატიონი და იქვე მოიხსენიებს მათ ჩრდილოკავკასიელ მეზობლებს ძურძუკებს, ღლიღვნებს და ქისტებს, დღევანდელი ჩაჩნებს და ინგუშებს. ჩაჩნები და ინგუშები ხევსურებს დღესაც ფხის უწოდებენ, რაც იგივე ფხოველს ნიშნავს. ეთნოგრაფიული ექსპედიციების მიერ ინგუში, ასის ხეობის ზედა წელში ფიქსირებულია ტოპონიმი ფხიჭოჟ, რაც ფხოველების ანუ ხევსურების ხეობას ნიშნავს. იგივე ასის ხეობაში მდებარე ღალღაიჭოჟ – ის, ღალღაების ანუ იგივე ღლიღვნების ხეობისგან განსხვავებით. ფშავ-ხევსურეთის ძველი სახელწოდება ფხოვთან არის დაკავშირებული, ტოპონიმი შუაფხო, ფშავის ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

5 komentarzy do wpisu „ხევსურეთის მდებარეობა”

  1. თუ ვინმემ იცით შუშანაშვილების გვარია წარმომავლობა ძალიან გთხოვთ დაწეროთ?

  2. ახლა რამდენი ოჯახი ცხოვრობს შუაფხოში შუშანაშვილები?

  3. შუშანაშვილები მთიულები არიან ტუ არ ვცდები და თიანეთში ახლაც ცხოვრობენ

  4. შუშანაშვილები სტროფაველები არიან,და თვალივშიც ცხოვრობენ…

  5. როდის შეიქმნა ეს ნაწერები და არის თუ არა სწორი

Możliwość komentowania jest wyłączona.