ღულელნი

სოფელი ღული ხევსურეთის ცენტრსა და გზასაყარს წარმოადგენს. იგი საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მთელ ხევსურეთში და საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაც უკავია; ღულის მთა, არაგვის ხეობა და ოხერხევის ნაწილი. გადმოცემით, ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია.
ქისტაურნი არიან ფხოველთა ერთ – ერთი უმთავრესი სალოცავის, დევ – კერპთა მმუსვრელის – ‘’იახსრის’’ ყმანი. ღულელნი სამაგანძუროს ძმად შეყრილ გვარად ითვლება.

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

59 komentarzy do wpisu „ღულელნი”

  1. ქისტაურების ფუძე ფშავშია, იქიდან ავიდა ღულში ერთი ძმა და ასე წამოვიდა ხევსური ქისტაურები

  2. იქნებ რამე მითხრათ გვარი ქისტაურის წარმომავლობაზე, ისტორიაზე, ცნობილ პიროვნებებზე? ბებია მყავდა ქისტაური თიანეთიდან

    • მე ქისტაური ვარ,,ვამაყობ ჩემი გვარით,მაგრამ ბევრი რამ არ ვიცი მის შესახებ,,ბედნიერი ვიქნები თუ მეტს გავიგებ:*

  3. 1842 წლის აღწერით ერთ-ერთ თინიკაშვილს სახელად ერქვა “გაბიდაური”.
    ადრინდელი გვარის სახელს _ სისაურს ატარებდა სახელად ერთ-ერთი გონჯილაშვილი
    თიანეთში. აქვე გვარად “ტუშურ-ბიტოშვილს” ერქვა “ქისტაური”. ამ გვარისანი ძირად
    ქისტაურები იყვნენ, გადმოსახლებულნი ფშავის სოფელ შუაფხოდან. იგივე შეიძლება ითქვას
    სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილებზე. 1843 წ. აღწერით ერთ-ერთ ბიჩინაშვილს
    სახელად ერქვა ადრინდელი გვარის სახელი “ქისტაური”.

    • სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილი უფრო სავარაუდოა ბიჩინაგური იყოს, არაბულის ოთხიდან ერთ-ერთი თემი (ძირი), რომელიც ზეისტეჩოდან ჩამოსახლდა სიმონიანთხევში (ხევგრძელაში)

  4. დიდი მადლობა,
    ეგ აღწერა არ ვიცი მარა, ვიცი რომ 1774წ. აღწერა არაგვის ხეობისაში მოხსენიებულია – ქისტაური.
    მე როგორც მითხრეს თიანეთის სოფელ ღულელებში არიან ჩასახლებული სოფელ ღულიდან. საერთოდ ქისტაურების ცენტრად ღული ითვლება თუ შუაფხო?
    გვარის ისტორიია, წარმომავლობა საიდანაა? ქისტეთთან კავშირშია თუ არა?
    კიდევ თუა სხვა განაყოფი გვარები? არის ხევსურეთში რაიმე ლეგენდა, თქმულება, ისტორია ამ გვართან და ამ გვარის ხალხთან დაკავშირებული?

  5. კიდევ ერთი: თუ სწორედ გავიგე თინიკაშვილი, გაბიდაური, სისაური, გონჯილაშვილი, ტუშური, ბიტოშვილი ,ბიჩინაშვილი ძირად (ადრინდელ გვარად) ქისტაური ყოფილან ხომ? ანუ ლოგიკურად ქისტაური ძაან (უფრო) ძველი გვარია.

  6. დიდი მადლობა,
    ეგ აღწერა არ ვიცი მარა, ვიცი რომ 1774წ. აღწერა არაგვის ხეობისაში მოხსენიებულია – ქისტაური.
    მე როგორც მითხრეს თიანეთის სოფელ ღულელებში არიან ჩასახლებული სოფელ ღულიდან. გვარის ისტორიია, წარმომავლობა საიდანაა? ქისტეთთან კავშირშია თუ არა?
    კიდევ თუა სხვა განაყოფი გვარები? არის ხევსურეთში რაიმე ლეგენდა, თქმულება, ისტორია ამ გვართან და ამ გვარის ხალხთან დაკავშირებული?

    კიდევ ერთი: თუ სწორედ გავიგე თინიკაშვილი, გაბიდაური, სისაური, გონჯილაშვილი, ტუშური, ბიტოშვილი ,ბიჩინაშვილი ძირად (ადრინდელ გვარად) ქისტაური ყოფილან ხომ? ანუ ლოგიკურად ქისტაური ძაან (უფრო) ძველი გვარია?

  7. გვარად „ტუშურ-ბიტოშვილს” ერქვა „ქისტაური”. ამ გვარისანი ძირად
    ქისტაურები იყვნენ, გადმოსახლებულნი ფშავის სოფელ შუაფხოდან. იგივე შეიძლება ითქვას
    სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილებზე. 1843 წ. აღწერით ერთ-ერთ ბიჩინაშვილს
    სახელად ერქვა ადრინდელი გვარის სახელი „ქისტაური”.

  8. იქნებ მეც მითხრათ საიდან მოდის გვარი ჩიტაური, სადაური ჩამომავლობისანი არიან?

  9. რამდენიმე ცნობაა ჩიტაურების გვარზე:

    ლეხურას ხეობის სოფელ წოლდიდან-ჩიტაშვილები და წიკვლაურები (ჯავახიშვილი. 1967. გვ. 225.).

    ნარიმანიძეები იყვნენ ცხრაზმის ხეობის სოფ. 18 ჩიტიანებში (უკანუბანი) მოსახლე ჩიტიშვილებიც, რომელთა წინაპარი სოფ. სონჩოდან გადმოსახლებულა. მთხრობლის სიტყვით, “მთიულეთში, სოფ. სონჩოში მყრალი ადგილი იყო, საქონელი უგორდებოდათ და ეს ადგილი მოეწონათ და დასახლდნენ”. ბოლო დრომდე ჩიტიშვილები სალოცავად
    წინაპართა საცხოვრისში დადიოდნენ. 1774 წ. ჩიტიანთკარში შვიდი კომლი ჩიტიშვილი მოსახლეობდა, სამ-სამი კომლი კი ცხრაზმასა და უკანუბანში (ჯავახ. 1967. გვ. 190). ასე რომ, ჩიტიშვილების გადმოსახლება XVII ს-ის წინა პერიოდში
    უნდა ვივარაუდოთ.

    ი. 1873
    წელს ახატანში მოსახლეობდნენ: ვეშაგურები, ჩიტაურები-ჭართლიდან, ნაზღაიძე, გვიანიშვილი, წიკლაური, ქავთარაშვილი, რომელიც 1866 წელს გადმოსახლებულა მთიულეთის სოფ. ქავთარეთიდან.

    შიდა ქართლის ბარში დიდი რაოდენობით მოსახლეობენ ჭართლიდან გადმოსახლებულები. ჭართალი, ძირითადად, დასახლებულია გიგაურებით (ხევსურეთიდან) და გიგაურყოფილი სხვადასხვა გვარებით: ციხელაშვილი, შალვაშვილი, ხარებაშვილი, გუდაშვილი, ჩიტაური, გოგიშვილი, კოტორაშვილი, პაპიაშვილი, ჯიქური, ბულალაური (გიგაურების ხევსურეთიდან ჭართალში გადმოსახლების შესახებ დაწვრილებით იხ. თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
    გვ. 14).

    ჭართლიდან გიგაურთა შირაქში მიგრაცია XX ს-ის 10-იან წლებში მომხდარა. ჭართლიდანვე შირაქში მოსული არიან გიგაურთა ძირი-გვარიდან გამოსული სხვა გვარებიც: გოგიშვილები, გუდაშვილები, კოტორაშვილები, პაპიაშვილები, ჩიტაურები, ციხელაშვილები, ჯიქურები,
    ხუციშვილები, ხარებაშვილები, აგრეთვე ჭართლის ერთ-ერთი ძირძველი გვარი-ხუციანიძე. ყველა ჩამოთვლილი გვარი ზემოქედში 1930-იან წლებშია დამკვიდრებული.

    ჭართლიდან შირაქში შემდეგი გვარები არიან ჩამოსახლებულნი:
    გუდაშვილი (1 კომლი); გიგაური (13 კომლი); კოტორაშვილი (1 კომლი); ლალიაშვილი (5 კომლი); პაპიაშვილი (7 კომლი); ხუციშვილი (19 კომლი); ჯიქური (2 კომლი); ხუციანიძე (5 კომლი); ციხელაშვილი (2 კომლი); ჩიტაური(4
    კომლი).

  10. უღრმესი მადლობა, ბევრი სიახლეა ჩემთვის.

    “მთიულეთში, სოფ. სონჩოში მყრალი ადგილი იყო, საქონელი უგორდებოდათ და ეს ადგილი მოეწონათ და დასახლდნენ”-უცნაური ხალხნი ვართ ეს ჩიტაურები მინდა გითხრათ. 🙂

  11. ‘’ქისტაური წარმომავლობის’’ ღულელნი (ქისტაურები) ამანათად მოსულან ქისტეთიდან და დაუკავებიათ ცენტრალური ადგილები ხევსურეთსა და ფშავში (სოფ. შუაფხო), რაც, ამანათობის თვალსაზრისით, შეუძლებელია.”(მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით) ………

    მივმართავ zviadaur-ს, ნოემბერი 22nd, 2010: რას ნიშნავს „ამანათად მოსულან”?

    • „ამანათად მოსულან” ნიშნავს სხვის ადგილზე(სოფელ შუაფხოში) ჩასახლებას

  12. სამაგანძუროს ძმად შეყრილი – რას ნიშნავს?

  13. ღულის წარმომავლობაზე არასწორია ინფორმაცია შემორჩენილი, რომელიც კომუნისტური გამიზნული მოსაზრებებიდან მოდიოდა. ინგუშეთში არის სოფელი ,,ღულა”, სადაც შემორჩენილია გადმოცემა რომ ისინი უძველესი ქართველებია. სამხრეთ საქართველოში მართლაც არსებობს ძველი სოფელის ადგილი ,,ღულალისი”. ,,ღალა” ძველ ქართულად ,,ნოყიერია” ანუ ღალიანი ადგილი. ასევე ხევსურეთის სოფ. ,,კისტანი”-ს სახელი არაფერ კავშირშია ქისტებთან. კისტანი საიდუმლოებით მოცული სახელია, გაიხსენეთ ხევსურული ლექსი ,,კისტე კორნე, კისტე კორნე ზურგთ რა გკიდავ ჭრელი გუდა”….(კორნე- აკვანია ხევსურულად ხოლო კისტე რას ნიშნავდა? საინტერესოა) გ.გ.ბორჯღალიონი

  14. ქისტაურების წარმოსშობა მე გამიგია უხუცესებისგან რომ ჩვენი წარმომავლობა არის ქისტებისგან გადმოხვეწილნი და დასახლდნენ სოფ.ღულსში მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის არსებობს უამრავი ინფორმაცია ქისტაურების შესახებ……

  15. უფრო დეტალურად ვინ რა იცის ქისტაურების შესახებ თუ შეიძლება დაწერეთ.
    ჩემების შტოს წინაპარი ყოფილა ჯიღალა ქისტაური, და ჯიღალანებად მოიხსენიებენ.

  16. გაგა ქისტაური ღულელი გაუმარჯოს,
    ,,არსებობს უამრავი ინფორმაცია ქისტაურების შესახებ……”
    იქნებ რამე ინფორმაცია მითხრა რაც იცი.

  17. გამარჯობათ მე თვითონ ქისტაური ვარ ხევსური. ჩვენი გვარის ისტორია გადმოცემით ესეა. ქისტებიდან მოდის ფუძე. სამი ძმა ყოფილა და ერთი და ჰყოლიათ. მათი და სხვა ქისტს მოუტაცებია ძმები მდევრად გაჰყოლიან დასწევიან და თავიანთი და წამოუყვანიათ მაგრამ ამ შეტაკებაში ერთერთი ძმა დაჭრილა. წამოსულან და საქართველოს ყაზბეგის მხრიდან მოადგნენ რათა თავი აქ შეეფარებინათ რადგან იქ აგარ დაედგომებოდათ. დაჭრილი ძმა ყაზბეგში დარჩენილა და აქ დავსახლდებიო. მეორე ძმა ფშავში დარჩენილა და მესამე ხევსურეთში ასულა. და ღული დაურქმევია რადგან ეს მათი სოფლის სახელი იყო დაგესტანში დგესაც არის და იქ კული ჰქვია. ასე წამოვიდა მოხევეების ფშავლების და ხევსურების ქისტაურების ეს გვარი. თუმცა სამწუხაროდ მოხევეების გვარის გამგრძელებელი აგარ არის ერთი ოჯახი ცხოვრობს სოფელ გერგეტში ყაზბეგის რაიონში მათ ორი ვაჟი და ორი გოგო ჰყავდა სამწუხაროდ ორივე ვაჟი დაიღუპა.

    • მაიკო თქვენ პოსტში რაც წერია სინამდვილეს ნაწილობრივ შეესაბამება. ეს სამი ძმა იყვნენ ქისტები, ანუ ინგუშები ჯარიახის ხეობის სოფლიდან რომელსაც ჰქვია „ღული” ან უფრო ზუსტად „ხული”. ოღონდ ბგერა „ხ” გამოითქმება ხორხისმიერად როგორც ძველი ქართული „ხაე”. ეს ბგერა ქართველებიდან შემოინახეს მოხევეებმა და სვანებმა. (თვით სიტყვა „ხევი” მოხეურად გამოითქმება ხორხისმიერი ბგერა „ხ”-თი). საქართველოში შემოსულ ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ იქ მაცხოვრებელ ძმებთან გვარად ჩქარეულებთან (მე მგონი მათი გვარი არ მეშლება), რომლის დროსაც უფროსი ძმა შუბით დაჭრეს მუხლში. ამიტომ ის იძულებული გახდა რომ იქ დარჩენილიყო. მისგან მოდიან მოხევე ხულელიძეები ანუ ხულელები. ხულელი ანუ ხულელიძე ამ გვარის საცხოვრისია არა სოფელი გერგეტი არამედ სოფ გაიბოტენი და სოფ თოთი და ღვთის წყალობით საკმაო რიცხოვნების გვარია. ხულელიძეებმა იციან რომ მათი უშუალო წინაპრის უმცროსი ძმების შთამომავლები არიან ქისტაურები და ღულელაურები.

  18. ჩვენთან არიან ალუდნი, ხუტიანი და ჯიღალანი ეს სამი მამიშვილობა.

  19. ბიჩინაშვილების ისტორია მე სხვანაირად ვიცი,ზირი არის ფხოდან,ანუ ბიჩინაშვილი გვარი ტავიდან ყოფილა ფხოველი და მერე გადაკეთდა ბიჩინაშვილადზრა ზღაპრებს ყვებიტ სად ქისები და სად ფხოველებიი………..

  20. მე უხუცესებისაგან მსმენია რომ ბიცჰინასჰვილების გვარი ქისტური წარმოსჰობისაა

  21. გამარჯობათ,
    მეც გამიგია რომ ბიჩინაშვილები ადრე ქისტაურები ყოფილან, ისევე როგორც ტუშური, ღულელაური, ბიტოშვილი, ჯიღაური, თეთრუაშვილი, კიდე რამოდენიმე გვარი მარა არ მახსენდება ეხლა. მოვიკითხავ და დავწერ.

  22. ძალიან მიყვარხართ ქისტაურებო და ვამაყობ რომ ქისტაური ვარ… სადაური ქისტაურიც არ უნდა ვიყოთ მაინც ერთნი ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს <3

  23. ქისტაურები ღულიდან მოდიან?
    მე ღულელებში მაქვს სოფელი…

  24. როგორც გადმოცემით ჩემთვის ცნობილია (ამავე დროს ბებო მყავდა ქისტაური) ინგუშეთში ასას ხეობაში არსებობს სოფელი „ღულ”ი. საიდანაც მოსულმა ქისტაურთა წიმაპარმა დაუდო სათავე დღევანდელი (ფშაველი და ხევსური) ქისტაურების გვარს.. ქისტაურები გუდანელ ჭინჭარაულებს შეჰყრიან ძმად(ხარ- ქვაბით)მათაც გუდანის გაღმა მთის ძირში მიუციათ ადგილ მამული.. უმეტესობა ამ სოფელში დასახლებულა და გამრავლებულან, ქიტაურების ერთი ოჯახი ღულიდან უკანაახოში გადასახლებულა.. ასევე გამრავლებულან ფშავში დასახლებული ქისტაურები.. რომელთა განაყრებიც არიან ფშაველი ხუცურაულები.. რა თქმა უნდა, ბარში ჩამოსახლების მიგრაციული პროცესები ქისტაურთა საგვარეულოსაც შეხებია.. თიანეთის რაიონში დღეს მოქმედი სოფელ ღულში(ადრე ამ სოფელს ამტნისხევი ერქვა)თავიდან უმეტესად ღულელი ქისტაურები დასახლებულან.. ეს ტერიტორია (სახნავ სათესი და ტყე ველი საძოვრითურთ) საგურამოელი თუ ახატნელი (კარგად აღარ მახსოვს) თავადისაგან 1820 იან წლებში უყიდიათ ოქროთი.. ნასყიდობის დამადასტურებელი მოწმობა (ხბოს ტყავზე ლურსმით ამოტვიფრული) გვიანობამდის ინახებოდა თიანეთის რაიონის სოფ. ღულელებში მცხოვრებ მიხა ქისტაურის ოჯახში.. ქისტაურების რაც მე ვიცი რამოდენიმე განშტოვება იყო ამ სოფელში ..ახალაანი, წოვაანი,ძიაანი, ჯიღილანი (ჯიღილათ გაგას შვილს- ვანოს მე პირადად მოვესწარი),კანონანი, ბაისერნი, ბეწინიკაანი და სახვა.. სხვების ძირეული კავშირები და ზუსტად საიდან არიან ჩამოსულები კარგად არ მახსოვს მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი რომ ბაისერნი და ბეწინიკაანი ერთი ცეცხლიდან არიან განაყრები და ხევსურეთის სოფელ ღულიდან არიან ჩამოსახლებულნი (სწორედ ბაისერთ განშტოვების მიხას ოჯახში ინახებოდა ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტიც).

  25. აუ ისე რამდენი აღმოსავლეთ საქართველოში ქისტური წარმოშობის, კიდე ბევრ გვარზე ვიცი აქ ჩამოთვლილების რო ქისტები ყავდათ წინაპრები. გამოდის რომ ნახევარი თუ არა, 20-25% მაინც აღმოსავლეთ ქართველების ვაინახური წარმოშობისაა. თუმცა რა თქმა უნდა იქაც იქნებიან ქართული წარმოშობის ხალხი ბლომად

  26. 20-25% ძალიააან ძალიან ბევრი ხომ არ არის? 5%-იც ბევრია რომ იცოდე!!!

  27. ძალიან გთხოვთ მითხრათ თუ ვინმემ იცით გვარი– ბანცურის წარმომავლობა, ან საიდან შეიძლება გავიგო, ვერსად ვერ ვნახე, პაპაჩემისან მარტო ის ვიცი რო ჭიანჭარაულები ვყოფილვართ, მერე რა მოხდა არ ვიცი და გადმოსულან ქაისხევში, მეტი არაფერი ვიცი ჩემ გვარზე 🙁 თუ ვინმემ რამე იცით გთხოვთ ან აქ მომწერეთ ან ჩემ იმეილზე tamobancuri@rambler.ru მადლობა წინასწარ

  28. ჯიღაურების წარმოშობის შესახებ ვინც რა იცით დაწერეთ
    მადლობელი დაგრჩებით

  29. დიდი მადლობელი ვიქნები თუ მეტყვით გვარი ცოცხალაშვილის წარმოშობის შესახებ. იქნებ რამე ინფონმაცია იცოდეტ მე როგორც ვიცი ცოცხალაშვილები ფშავლებიც არიან და მთიულებიც

    • გიგაურიდან უნდა მოდიოდეს, მათ ჰკითხე…

  30. ბიჩინაშვილების წამოშობაზე უფრო ზუსტად არავინ იცით?

    • ზემოთაც ავღნიშნე, რომ – სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილი უფრო სავარაუდოა ბიჩინაგური იყოს, არაბულის ოთხიდან ერთ-ერთი თემი (ძირი), რომელიც ზეისტეჩოდან ჩამოსახლდა სიმონიანთხევში (ხევგრძელაში)

  31. აუ შეგიძლიათ ვინმემ, არაბულების, ჭინჭარაულებისა და გოგოჭურების ყველა განაყარი გვარი რომ ჩამოწეროს? წინასწარ დიდი მადლობა.

  32. მე თავად სისაური ვარ და ერტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩემი გვარის წარმოშობა და წარმომავლობა მაინტერესებს. ბევრი რამე მსმენია ჩემი გვარის შესახებ, თუმცა იმდენი რამეა ურთიერთგამომრიცხავი, რომ ჩამოთვლის სურვილი მეკარგება. გეტყვით მთავარს, რომ გამიგია სისაურების გვარის იდენტურობაზე ისეთ გვარებთან როგორებიცაა არაბული და მწითური. ასევე გამიგია რომ მათი წინაპარი ქისტეთიდან ყოფილა გადმოსული, ძმები არაბა და სისვა… ისიც გამიგოა რომ შატილის მიმდებარე ტერიტორიები და საძოვრები ხევსურეთში სისაურების ყოფილა და მერე გვარი ავადმყოფობას დაუსუსტებია და ასე დაუკარგავთ… ისიც გამიგია რომ ჭინჭარაულებთან, რომლებიც შატილის მკვიდრნი უნდა იყვნენ მოსისხლენი ყოფილან. ასევე ხადის ხეობაში არის სოფელი იუხო (მთიულეთია) სადაც კოშკია რომელსაც ირიაულების და სისაურების კოშკს ეძახიან. თუ ეს მართლა ასეა გამოდის რომ სისაურები ხევსურეთში ძალიან ადრე უნდა ყოფილიყვნენ ვიდრე მთიულეთამდე… ასევე გამიგია რომ ხევსურეთში არის სოფელი ლიქოკი სადაც სახლობდნენ სისაურები და სხვა გვარები (სამწუხაროდ არ ვიცი ამ გვარების შესახებ ზუსტად) რის შემდეგაც წამოსულა კიდე ახალი გვარი ლიქოკელი. ასე რომ ძვირფასო ხევსურებო, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში გამარკვიოთ რაშია საქმე. წინასწარ გიხდით მადლობას…

  33. სისაურების გვარი რამდენადაც გადმოცემით გამიგონია შატილის ჩრდილოეთით სოფელ ანატორიდან მოდის.. სოფელი „ჟამს” შავ ჭირს, თითქმის გაუწყვეტია (ახლაც არის აკლდამებში მათი საძვალეეები) და ვინც გადარჩენილა იმ სოფლიდან გადასახლებულან სხვაგან.. სისაურების განაყრები არიან: ლიქოკელიები, ჭალისურები, პატურაშვილები, გონჯილაშვილები, უშიკიშვილები…

  34. რამდენადაც თვითონ მოხუცი ბიჩინაშვილებისაგან გამოგონია, ისენი მიეკუთვნებიან ფშაველ ქისტაურთა თემს და მათი სალოცავია იახსარი… შუაფხოში ავისგორს.

  35. ფშაველ ქისტაურთა თემის განაყრები არიან: ქისტაურები, ხუცურაულები, ფხოველები ,ჩარბოდაშვილები, ხუზარაულები, ჯერვალიძეები, ბერიკაულები, ჯაბანიშვილები, თვარელაშვილები, ბადრიშვილები, ბიჩინაშვილები, ფოცხვერაშვილები, ციგროშვილები, ყლარტიაულები… და სხვ.. (მათი სალოცავია იახსარი, შუაფხოში ავისგორს)

  36. ხევსური ქისტაურების შესახებ კიდე რაიმე დაწერეთ რა

  37. ჩიტაურების წარმოშობის შესახებ კიდევ ხომ არ იცით რამეე???

  38. ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ,რომ ნამდვილი ხევსურები პირაქეთა ხევსურები არიან ანუ ებრაული წარმოშობის გვარები(ჭინჭარაულები,არაბულები,გოგოჭურები,გიგაურები,წიკლაურები,ფიცხელაურები,ბექაურები და ასე შემდეგ……..) ხოლო სისაურები ,ქისტაურები ,ლიქოკელები ჩეჩნური წარმოშობის გვარებია და რა ხევსურობა?ხევსურობენ თორემ სიტყვა ხევსური ნიშნავს ხევში მოსახლე ურს ანუ ებრაელს და რომელ ებრაელობაზე ალაპარაკდნენ აქ ჩეჩნური წარმოშობის გვარების წარმომადგენლები?ხევსურეთი პირაქეთა ხევსურების გავლენით ჰქვია მთლიანად ხევსურეთს,ამ ხალხმა ვერ შიგნო ვინც ხარ ის ხარ და რას იტენები სხვაში ვეღარ გავიგე,ქისტაურები ხევსურობენ და არა ხევსურები არიან ,ასევე სისაურები და ლიქოკელები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  39. ჭალისურების შესახებ რაიმე დაწერეთ რა! ან პაპიაშვილების შესახებ!

  40. ებრაელი არა საშა კოლა

    • როგორ მეზიზღება შენნაირი ბინძური მასა,ქისტებისა და ჩაჩნების ატანა არა მაქვს,როგორ შეიძლება ხევსური მათ ეტენებოდეს, პირიქით რომაა ამაზე არაფერს არ ვამბობ,შენნაირები ცოცხლად რომ დაიმარხონ სიხარულით ავმაღლდები და სახსენებელი რომ გაგიწყდეთ უფრო მეტად ბედნიერი გავხდები.შემაზრზენები ხართ ხელსაც კი არ ჩამოგართმევთ ვისაც არათუ ჩეჩენი ან ქისტი ურევია არამედ რომელი ხევსური მათ სიახლოვეს მაინცაა ნამყოფი და თან როდესაც იცის ვის გვერდითაა! ისე გაწყდი რომ სახსენებელი არ დაგრჩეთ!!!წადით თქვენი დედასაც შევეცი,ხევსურეთი სიბინძურითაა სავსე და მეზიზღება ეგ ადგილი და ის ბინძური მასა რომელიც მანდ ყროლდება და როდესაც ჩაჩნები და ქისტები ვითომ ხევსურებიც არიან,ამაზე მეტი სიბინძურე რა შეიძლება იყოს როდესაც ჩაჩნებსა და ქისტებს აეღრიეთ და ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს ვინაა ხევსური და ვინ ჩაჩან-ქისტი.
      ამაზრზენები ხართ ფუ გული მერევა ბლიააააად! ჯერ რას გევხართ მანდ დარჩენილი ხევსურები გადაჯიშებულები და გონჯები,უშნოები და მახინჯები ხართ,უფორმოები სუფთა სიმახინჯის განსახიერებები ვისაც გირევიათ უჯიშო ხალხების გენეტიკა,(ყველას არ ეხება,აი ასეთ სიბინძურეებს რომელსაც ვუძღვნი ამ კომენტარს!!!)

      🙂

  41. ნარჩიტანი და ჯიღალანი ( ქისტაურების მამიშვილობა ) ესენი იყვნენ უკანახოს როგორც ვიცი, უკანახო 17 საუკუნეში დაიკავეს ჭინჭარაულებმა და ქისტაურებმა არაგვის ერისთავებთან ბრძოლის შემდეგ

    • ქისტებთან რა ხელი გაქვს!!!

      ან ხარ კიდევ ჭინჭარაული ან არა!!!

      როდესაც ამბობ ხევსურები ებრაელები არ არიან თან უნდა გაამყარო ფაქტებით ხევსურთა არაებრაულობა თU უგულებელყოფ ამას,თუ არა და ცოტა პასუხისმგებლობა იქონიეშენნაირ გაუნათლებელ და უჯიშონარევ მოდგმას აზრს არ ეკითხებიან ასე რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ!!!

      ღმერთს ვთხოვ რომ არც იყოთ ებრაელები ესეიგი ნამდვილი ხევსურები თქვენნაირი წამბილწველები!!!

  42. აქ არ ვიცი რა უნდა გიამბოთ, იმის გარდა რომ ვარ მთიელი და ხევსური ვარ მოხევე ვარ ფშაველი დედიტ და მამით / მეტს აგარ ვეძებ

  43. ძალიან გთხოვთ თუ რაიმე იცით ჭალისურების გვარის წარმოშობაზე გამაგებინეთ რა!!

  44. არ მგონია ქისტებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს ქისტაურს.ამას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.მასე თუ მივყევით უამრავი გვარია ასეტ მაგ.:არაბული,თათრაშვილი,რუსია და ა.შ მაშინ ყველა გვარის ფუძედ სწორედ ეს ქვეყნები უნდა მოვიაზროთ,რაც არასერიოზულია.

  45. ჯიღაურები საიდან მოვდივართ ამიხსენით რა ძალიან გთხოვთ 🙁 მაინტერსებს საიდან ვარ

Możliwość komentowania jest wyłączona.