ბისო სამჯერ გათაული. ჩვენ მეოთხე დინასტიაი ორთ. ჩვენ წინ ფილაურებ იყვნეს. ფილაურებ გადასახლებულან. მაგათ ჯვარი მაგათ საცხოვარში ყოფილ. საცეცხლურში ხე ამასვლივ. ჯერ ერთხან ამასულ, მემრ მეორედ და მესამედ ამასვლისას წითელ გველ ამახყოლივ ხეს. ამის მემრ აყრილან. ზუსტა იმ ადგილში ეკლესია იყვ აშენებული და მემრე ის ეკლესია ჯარებმ დაანგრიეს და სკოლა გაიკეთეს. ეკლესიის მემრ კიდევ ამავიდ ეხლა, პაპასჩემის დროს, ხე.
აქ დასახლებულნ უკვე ვყოფილვართ, როცა ფილაურნ წასულან. ეხლა ფილაურ ამბობს: ჩვენავ ქეთელაურის განაყრები ორთავ. ფაქტიურად კი არ: თავთავადნი ორთ – ხარ-ქვაბით ვეძმენით.
ჩვენ ყვარელშიით ორთ წამასულები, ჭავჭავაძეების განაყრები. ჩემ პაპამ მიამბის: თელავში ჯამბარებს უწნევდითავ ხალხსავ და იქ ვთქვითავ, აბა, წავიდეთავ ყვარელშიავ, მამისძმან ვინახულათავ. მივედითავ და გვკითხესავ. არ შაგვიშვესავ, ერთ ლანძღვა მოგვაყარესავ და ჩვენც მივაგინეთავ და წამოვედითავ.
აქ ყოფის დროს, როცა ილია დუშეთში მუშაობდ მოსამართლედ, დაუბარებავ: ბისოთავ წამოვიდანავ ქეთელაურებივ ყველანივ. წავიდ სამი კაცი: ბაჭყურა, გიორგი, მგელა. მისულან და ილიას გამოუკითხავ. ესენიც მახყოლიან: ჩვენ ჭავჭავათ განაყრები ორთავ. ჩვენ პაპაივ კაცის კვლაზე წამოვიდავ, ლავრენტი და ქეთო. აქ რო მასულან, გვარ გადაუკეთებავ და სახელებით გაუკეთებავ: ქეთო-ლაურა, ქეთელაური. ილიას დაულოცავ და ერთ ოქრო გამოუტანებავ, სოფელში გაინაწილეთავ ჩემ სახელზედავ და ეს ნათესაობა არ დავკარგათავ. ოქრო მასულებს კი აღარ გაუნაწილებავ.
მთხრ. მამუკა ქეთელაური,
ჩამწ. გოდერძი არაბული, ბისო, 1985.
თსუფა 27120
მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით