ქეთელაურები

ჩვენი წინაპარი თიანეთიდან მოსულა, ცხრაკარანიდან.
თიანეთს ყიზილბაში რო მოსულა და ქვეყანა აუოხრებია, მაშინ ორი ძმა ყოფილა, ერთი კოჭლი და მეორე ფეხიანი. კოჭლი იქ დამრ- ჩალა, ფეხიანი კი მთაში გაქცეულა. ჭავჭავაძენი ყოფილან ის ძმანი. ფეხიანი წინწინ ხორხში დამრჩალა, შემდეგ აქ წამოსულა, ბისოში. ფეხიან კაც, აქ რომ მოსულა, შვილი გასჩენია, თითონ ის მტერს მოუკლავს. დედას პატარა შვილი ფშავში, გოგოლაურთას, თურმანაულებთან დაუმალია და იმათ გაუზრდიათ. რომ დავაჟკაცებულა, თურმანაულებს ხახმატის წმიდა გიორგის ხატში მაუყვანიათ და უთქომთ, რო ვინმეს რამე გინდავ, სისხლი გმართებთ ან როგორ რო დაყენება გჭირდებათ, ჩვენა ვართ ეხლა ალუდას გამზრდელებიც და მტრის პასუხის მგებელიცო. თურმანაულს რო წამოუყვანია ქეთელაური, იმას ალუდა რქმევია. ხუთი შვილი გასჩენია ალუდას და ყველანი ბისოში დასახლებულან. იმ ხუთ შვილში მხოლოდ ქეჩანი დამრჩალა, დანარჩენი უშვილოდ დახოცილან. ქეჩანის ნატეშრები ვართ ყველანი

მთხრ. ჩალხია ქეთელაური,
ჩამწ. რუსუდან ხარაძე, ბისო, 1938
რ. ხარაძის არქ.

მომზადებულია ზურაბ კიკნაძის წიგნის ”ანდრეზები”-ს მიხედვით

4 thoughts on “ქეთელაურები”

  1. მეც ასე ვიცოდი ჭავჭავაძეები ვყოფილვართ ქეთელაურები

  2. ეს ამბავი დაახლოებით რომელ თარიღს ატარებს?

Comments are closed.