ხევსურების წარმოდგენით ავთვალს შეუძლია ადამიანისა და საქონლის დაზარალება. ისინი დიდ ხუთშაბათს პურს არ ჭამდნენ. ქალები წყალს უმძრახად მოიტანდენ და ცეცხლის პირას დადგამდნენ. შემდეგ კერიიდან ნაკვერჩხალს აიღებდნენ, წყალში აგდებდნენ და იტყოდნენ: ,, ჩაიშანთას ჩემდ ავით თვალითა, გულითა შემომხედავი, ჩეეშრიტოს თვალი”. შემდეგ ამ წყლით სახეს მოიბანდნენ და საქონსაც შეასხამდნენ.
ლოცვა: მლოცველ დედაკაცს ხელში უჭირავს ნახშირი და დანა. ,, შეგილოცავ თვალისასა, გულისასა, ვინ არ დაგწერა ჯვარი, ვინ შამოგაგდო თვალი. გაქრეს მთის ქარივითა, გაიაროს თოვლის წყალივითა, ჯვარი გეწეროს ლოცვა ჩემი, რგება ღვთისა”.