სამაგანძუროს ხევსურნი

“ხევსურეთისა” და ცენტრალური გუდანის ჯვრის – “სახმთოს” ძლიერების გარანტს წარმოადგენდა სამი რიცხვმრავალი გვარი: ჭინჭარაული, არაბული და გოგოჭური, რომელთაც მეორენაირად “გუდანის ჯვრის მაგანძურნი” (“სამაგანძურო”) ეწოდებოდა. ძველად სამაგანძურო უფრო რიცხვმრავალი გვარებისაგან შედგებოდა და ერთიანად მათ “საათაბაკურო” ეწოდებოდა. რომელიღაც პერიოდში ხევსურულ გვარებს შორის მტრობა ჩამოვარდნილა და არაბასა და ჭინჭარას შთამომავლებს გუდანის ჯვრის ძალით დაუმარცხებიათ მოწინააღმდეგენი.
სამაგანძუროში შედიოდნენ ფიცხელაური, ლაშქარაული, ყურაული, მარიემული, ქიჩბარაული, გელდიაური, პოხილაური, გორელაური, ბაბკიაური, ხიმშირაული, ციხელაური, ვეშაგური, წივილაური… შესაძლოა კოვკოზაურიც, რომელიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევს გუდანის ჯვარს.
სამაგანძუროს ძმად შეყრილი გვარები იყვნენ ბისოელ-ხახმატელი ქეთელაურები და ალუდაურები (საგოგოჭურო), ღულელი ქისტაურები (საჭინჭარაულო), მუცოელი დაიაურები (საჭინჭარაულო), არდოტელი მურღოევები (საჭინჭარაულო), ხახაბოელი ხოსიაურები, ხახიაურები და მინდიკაურები (საგოგოჭურო).

მომზადებულია შოთა არაბულის წიგნის ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”-ს მიხედვით

2 komentarze do “სამაგანძუროს ხევსურნი”

  1. მაინტერესებს ცჰემი გვარის წარმოშობა… როგორც ვიცი ჩემი ძირი ხევსურეთიდან მოდის და თქვენ თუ იცით რამე ინფორმაცია ამის შესახებ იქნებ მომწეროთ

Możliwość komentowania została wyłączona.