სოფელი მუცო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის არღუნის მარჯვენა შენაკადთან მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 49 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი. მუცოში დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. ნაგებობებს შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკიცაა. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებსა და მთამსვლელებში. სავალალო მდგომარეობაში მყოფი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი